მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინერი, საქორწილო კაბების დედოფლად წოდებული ვერა ვანგი დღეს 77 წლის გახდა. მიუხედავად ასაკისა, ის კვლავ შესანიშნავ ფორმაშია და ხშირად იწვევს აღფრთოვანებას თავისი ახალგაზრდული გარეგნობით.
ბევრისთვის საინტერესოა, რა არის მისი ასაკის შეუმჩნევლად ტარების საიდუმლო. თავად დიზაინერი ამბობს, რომ ამის მთავარი მიზეზი ძვირადღირებული პროცედურები კი არა, აქტიური ცხოვრება და მუდმივი მუშაობაა.
„ყოველთვის ვამბობ, რომ ძალიან ბევრს ვმუშაობ. ვფიქრობ, მუშაობა საუკეთესო საშუალებაა, რომელიც გონებასა და სხეულს აქტიურს ტოვებს. ის მუდმივად ჩართული და მოტივირებული გხდის. სწორედ მუშაობა მაძლევს ენერგიას,“ – განაცხადა ვერა ვანგმა E! News-თან საუბარში.

დიზაინერის თქმით, მას ყოველდღიური სილამაზის მკაცრი რიტუალი არ აქვს, თუმცა ცდილობს, შეძლებისდაგვარად ივარჯიშოს.
„როცა დრო მაქვს, ვვარჯიშობ, თუმცა ჩემი გრაფიკი ძალიან დატვირთულია. საბოლოოდ, სწორედ მუშაობაა ის, რაც წინ მიმაქანებს,“ – ამბობს ის.
ვერა ვანგი ასაკთან დაკავშირებულ შიშსაც განსხვავებულად უყურებს. მისი აზრით, ყოველი დაბადების დღე აღსანიშნავი მოვლენაა.

„ამ ასაკში განსაკუთრებულ მიზნებს აღარ ვისახავ, მაგრამ მადლიერი ვარ, რომ კვლავ აქტიური და საქმეში ჩართული ვარ. ბევრ ჩემს მეგობარს დაბერების ეშინია, მე კი ვფიქრობ, თუ ამ ასაკამდე მიაღწიე, ეს უკვე დიდი ბედნიერებაა. ამიტომ ყოველი დაბადების დღე უნდა აღნიშნო და დააფასო,“ – აღნიშნავს დიზაინერი.
77 წლის იუბილარიც კვლავ ამტკიცებს, რომ ახალგაზრდული ენერგიის მთავარი საიდუმლო მხოლოდ გარეგნობაზე ზრუნვა არ არის. საქმის სიყვარული, მუდმივი აქტიურობა, მოძრაობა და ცხოვრებისადმი მადლიერება.

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·