#OK! A$AP Rocky-ის სკანდალურმა განცხადებამ ინტერნეტი ორად გაყო – რატომ მოუწოდებენ ფანები რიანას რეპერის დატოვებას?

1 month ago 77

A$AP Rocky სოციალურ ქსელებში მწვავე განხილვის საგანი გახდა მას შემდეგ, რაც Don’t Be Dumb Tour-ის ფარგლებში, არიზონას შტატის ქალაქ ფენიქსში გამართულ კონცერტზე გაკეთებულმა მისმა კომენტარმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. რეპერის სიტყვები ფანების ნაწილმა რიანასა და ქალების მიმართ უპატივცემულობად შეაფასა, ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი უბრალოდ სცენაზე ნათქვამი ხუმრობა იყო.

კონცერტის დროს A$AP Rocky-მ მაყურებელ ქალებს მიმართა:

„ღმერთს მადლობა, რომ მაშინ არ მიცნობდით, როცა თავისუფალი ვიყავი… თუ ლამაზები იქნებოდით, ყველასთან დავწვებოდი.“

დარბაზში შეკრებილმა მსმენელებმა კომენტარი სიცილითა და ოვაციებით მიიღეს, თუმცა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოს სრულიად განსხვავებული გამოხმაურება მოჰყვა.

 Dates, tickets & presale - Capital  XTRA

X-ის მომხმარებლების ნაწილმა აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადება შეუფერებელია იმ ადამიანისგან, რომელიც უკვე რამდენიმე წელია რიანასთან ურთიერთობაშია და მასთან სამ შვილს ზრდის.

რიანა, თუ ამ კაცს არ დაშორდები… ის მუდმივად უპატივცემულოდ გექცევა,“ „მას შეეძლო უბრალოდ ეთქვა, რომ მაყურებელი ლამაზი იყო, მაგრამ ამის ნაცვლად ყველაზე შეუსაბამო რამ თქვა,“ – აღნიშნავენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

@lexslowkey He left me stunned when he said this like what did he just say?!?! 😭😭😭 #asaprocky #asaprockyconcert #asaprockyphoenix #dontbedumbtour #rihanna ♬ original sound – itsalexissimonelowkey

თუმცა დისკუსია ერთმნიშვნელოვანი არ ყოფილა. A$AP Rocky-ის მხარდამჭერები ამტკიცებდნენ, რომ მუსიკოსი სცენაზე ხუმრობდა და ინტერნეტში მისი სიტყვები კონტექსტიდან ამოგლეჯილად გავრცელდა. მათი თქმით, ეს იყო ჩვეულებრივი სასცენო იმპროვიზაცია, რომელსაც რეალურ ურთიერთობასთან კავშირი არ ჰქონდა.

სკანდალს კიდევ უფრო მეტი ყურადღება მას შემდეგ მიექცა, რაც დასავლურმა ტაბლოიდებმა რიანას ლოს-ანჯელესში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნეს. მომღერალი ავტომობილში, მზის სათვალითა და სერიოზული გამომეტყველებით იყო გადაღებული, რის გამოც ზოგიერთმა გამოცემამ ივარაუდა, რომ ის მომხდარის გამო იყო უკმაყოფილო. თუმცა ამის დამადასტურებელი არანაირი ინფორმაცია არ არსებობს და თავად რიანას ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

Rihanna was spotted with a stony expression in Los Angeles , after her boyfriend A$AP Rocky made an onstage remark that left fans begging her to leave him

აღსანიშნავია ისიც, რომ ფენიქსში გამართულ კონცერტს რიანა არ დასწრებია, თუმცა ტურნეს სხვა საღამოებზე არაერთხელ გამოჩნდა და პარტნიორს სცენის მიღმაც აქტიურად უჭერდა მხარს.

რამდენიმე დღის შემდეგ A$AP Rocky-მ გავრცელებულ კრიტიკას უკვე პირდაპირ სცენიდან უპასუხა.

„ინტერნეტს თავი დაანებეთ… წერდნენ, რომ ჩემს კონცერტებზე ხალხი არ დადის, ახლა კი ამბობენ, რომ ჩემს ცოლს პატივს არ ვცემ,“ – განაცხადა რეპერმა, რის შემდეგაც კრიტიკოსებს უხეში სიტყვებითაც მიმართა.

ფანების ყურადღება კიდევ ერთმა დეტალმა მიიპყრო – პასუხის გაცემისას A$AP Rocky-მ რიანა კვლავ „ცოლად“ მოიხსენია. ეს პირველი შემთხვევა არ არის. ბოლო წლებში როგორც რეპერი, ისე რიანა ინტერვიუებსა და საჯარო გამოსვლებში ერთმანეთს არაერთხელ მოიხსენიებდნენ „ქმრად“ და „ცოლად“, რამაც მათი საიდუმლო ქორწინების შესახებ არაერთი ვარაუდი გააჩინა. მიუხედავად ამისა, წყვილს ოფიციალურად არასდროს დაუდასტურებია, რომ დაქორწინებულები არიან.

How Rihanna and A$AP Rocky Went From Friends to Lovers (and Parents of 3)

რიანა და A$AP Rocky 2020 წლიდან არიან ერთად და სამ შვილს – RZA-ს, Riot-სა და Rocki-ს – ზრდიან. წყვილის ურთიერთობა წლების განმავლობაში არაერთი ჭორისა და სპეკულაციის საგანი გამხდარა, თუმცა ისინი პირად ცხოვრებაზე იშვიათად საუბრობენ და მსგავს ხმებს, როგორც წესი, საჯაროდ არ პასუხობენ. სწორედ ამიტომ, ამ შემთხვევაშიც უცნობია, ჰქონდა თუ არა რიანას რაიმე რეაქცია პარტნიორის განცხადებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში დისკუსია დღემდე არ წყდება.

 All About RZA, Riot and Rocki

სრულად წაკითხვა