#OK! Artemis III-ის ეკიპაჟი ცნობილია – NASA მთვარის პროგრამის ახალ ეტაპს იწყებს

12 hours ago 5

NASA უკვე ემზადება Artemis III-ის მისიის გასაშვებად. ცოტა ხნის წინ,  ოფიციალურად გასაჯაროვდა ასტრონავტების სახელები, რომლებიც ამ ისტორიულ პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.

მისია 2027 წლისთვის არის დაგეგმილი და ის NASA-ს მთვარის დაბრუნების პროგრამის ერთ-ერთ მთავარ ეტაპად ითვლება.

Artemis III-ის ეკიპაჟში შედიან:

  • რენდი ბრესნიკი — მისიის მეთაური
  • ლუკა პარმიტანო — პილოტი
  • ანდრე დუგლასი — მისიის სპეციალისტი
  • ფრენკ რუბიო — მისიის სპეციალისტი
  • ბობ ჰაინცი — სარეზერვო წევრი

გეგმის მიხედვით, Artemis III-ის გაშვება ფლორიდაში, კენედის კოსმოსური ცენტრიდან განხორციელდება, NASA-ს SLS რაკეტის გამოყენებით. ასტრონავტები  „ორიონის“ კაფსულით იმოგზაურებენ — იმავე აპარატით, რომელიც  Artemis II-ის მისიის დროს გამოიყენეს.

ასტრონავტები  მთვარის დასაფრენი აპარატების პროტოტიპებს,  „pathfinders“-ებს მიუახლოვდებიან. ეკიპაჟის მინიმუმ ერთი წევრი ამ აპარატებზე გადავა და შეამოწმებს კარების, სიცოცხლის შემანარჩუნებელი სისტემებისა და ახალი კოსმოსური კოსტიუმების მუშაობის ხარისხს.

ამჯერად, კაფსულა მთვარეს არ შემოუვლის. ის დედამიწის ორბიტაზე, დაახლოებით 290 მილის სიმაღლეზე, დარჩება.  ეკიპაჟი კოსმოსში დაახლოებით ორი კვირა დარჩება. დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას კაფსულა ახალ თერმულ ფარს გამოცდის, რომელიც მაღალი ტემპერატურისგან დაცვას უზრუნველყოფს.

მისიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ახალ კოსმოსურ კოსტიუმებს, რომლებიც  Axiom Space-ის მიერაა შექმნილი, დიზაინი კი Prada-ს ეკუთვნის.

ეს კოსტიუმები შექმნილია მთვარის ზედაპირზე მუშაობისთვის და მოიცავს:

  • გაუმჯობესებულ გაგრილების სისტემას
  • სხეულზე ტემპერატურის თანაბარ განაწილებას
  • დამატებით სარეზერვო მექანიზმს სისტემის დაზიანების შემთხვევაში

თავდაპირველად, Artemis III მთვარეზე დაშვების მისია უნდა ყოფილიყო. თუმცა გეგმები შეიცვალა, რადგან SpaceX-ის Starship-ის მთვარის სადესანტო სისტემა ჯერ მზად არ არის.

განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ორბიტაზე საწვავის შევსების ტექნოლოგია, რომელიც ჯერ სრულად გამოცდილი არ არის.

მთვარეზე დაშვება 2028 წელს, Artemis IV-ის მისიის ფარგლებში განხორციელდება. ასტრონავტები ,სავარაუდოდ,  მთვარის სამხრეთ პოლარულ რეგიონში დაეშვებიან და იქ დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში დარჩებიან.

ბოლოს ადამიანი მთვარეზე 1972 წლის დეკემბერში, Apollo 17-ის მისიის ფარგლებში დაეშვა.

ასტრონავტებმა მთვარის ზედაპირზე დაახლოებით სამი დღე გაატარეს.

ჯამში მთვარის მისიებში მონაწილეობა 24 ამერიკელმა ასტრონავტმა მიიღო, ხოლო მათგან 12-მა ფეხი დადგა მთვარის ზედაპირზე.

წყარო

სრულად წაკითხვა