#OK! Astronomer-ის დირექტორი Coldplay-ის კონცერტზე ღალატში გამოიჭირეს

1 day ago 3

“ას­ტრო­ნო­მე­რის“ CEO – ენდი ბა­ი­რო­ნი და ამავე კომპანიის HR განყოფილების დირექტორი კრის­ტინ კა­ბო­ტი ბოსტონში, ქოლდფლეის კოცერტზე ერთად, ჩახუტებულები დააფიქსირეს, რასაც მათი რეაქციიდან გამომდინარე სცენიდან ჯგუფის სოლისტის, კრის მარტინის კომენტარი მოჰყვა შესაძლოა მათ „რომანი“ აქვთ. უცხოური პრესა წერს, რომ ამ დროს ბაირონის მეუღლე და შვილები სახლში იმყოფებოდნენ.

მან აღიარა, რომ ეს შემთხვევა უხერხული იყო, როგორც პირადად მისთვის, ისე პროფესიულად და აღნიშნა, რომ მსგავსი რამ არასდროს სურდა. მისი თქმით, ის ამ გამოცდილებას ცხოვრების გაკვეთილად მიიღებს. ბაირონი ბოდიშს უხდის მეუღლეს და შვილებს ინციდენტის გამო.

დირექტორმა განაცხადა, რომ ეს მისი, როგორც პარტნიორის, მამისა და ლიდერის ღირებულებებს არ შეესაბამება. მისთვის მტკივნეული იყო პირადი ცხოვრების საჯაროდ გამოტანა და იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოება დაფიქრდება, რამდენად ადვილად შეიძლება სხვისი ცხოვრება სანახაობად გადაიქცევამ ადამიანები გაანადგუროს.

სრულად წაკითხვა