#OK! Bad Bunny „Toy Story 5“-ს უერთდება – მომღერალი ახალ პერსონაჟს გაახმოვანებს

22 hours ago 5

დიდი მოლოდინის მქონე „Toy Story 5“-ში, რომელიც კინოთეატრებში 19 ივნისს გამოვა, პუერტო-რიკოელი არტისტი ბენიტო ანტონიო მარტინეს ოკასიო, იგივე Bad Bunny, ახალ პერსონაჟს – „Pizza with Sunglasses“-ს გაახმოვანებს. სათამაშო მზის სათვალიანი პიცის ნაჭერია, Disney-ის აღწერით ის „თავდაჯერებული, იდუმალი და ბუნებრივად მაგარი“ პერსონაჟია, რომელიც მიტოვებულ ფარდულში მცხოვრები დავიწყებული სათამაშოების პატარა, მაგრამ ძლიერი ჯგუფის წევრია.

 Critics' Picks

Bad Bunny-სთვის ეს პირველი სამსახიობო გამოცდილება არ არის – მაყურებელმა ის უკვე იხილა ფილმებში „Bullet Train“, „Caught Stealing“, „Happy Gilmore 2“ და ასევე შოუში „Saturday Night Live“.

„Toy Story 5“-ის რეჟისორი Pixar-ისა და Disney-ის ცნობილი სცენარისტი ენდრიუ სტანტონია. ფილმში ბრუნდებიან ფრენჩაიზის მთავარი ვარსკვლავებიც: ტომ ჰენკსი (ვუდი), ტიმ ალენი (ბაზი), ჯოან კიუსაკი (ჯესი) და ტონი ჰეილი (ფორკი).

ახალ მსახიობებს შორის არიან გრეტა ლი, რომელიც ტექნოლოგიურ სათამაშოს – ლილიპადს (Lilypad) გაახმოვანებს, კონან ო’ბრაიენი – სმართი ფენთსის (Smarty Pants) როლში, კრეიგ რობინსონი – ატლასის (Atlas) პერსონაჟით და შელბი რაბარა – სათამაშო კამერა სნეპის (Snappy) როლში.

Toy Story 5 - Trailer del film e data d'uscita | Disney

ფილმის ახალ თრეილერში ჩანს, როგორ ცდილობს ჯესი (Jessie) სხვა სათამაშოებთან ერთად ბონის (Bonnie) დახმარებას, რათა მან ახალი მეგობრები გაიჩინოს.

„Toy Story“ ანიმაციური ფრენჩაიზი Pixar-მა 1995 წელს დაიწყო და ის ისტორიაში პირველი სრულმეტრაჟიანი კომპიუტერული ანიმაცია გახდა. წლების განმავლობაში სერიამ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა და დღემდე Pixar-ის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად ითვლება. „Toy Story 5“ ფრენჩაიზის მეხუთე სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება — მანამდე ეკრანებზე გამოვიდა „Toy Story“ (1995), „Toy Story 2“ (1999), „Toy Story 3“ (2010) და „Toy Story 4“ (2019).

Toy Story 3 (2010) - IMDb

ამ დროისთვის Bad Bunny მსოფლიო ტურნეს – „Debí Tirar Más Fotos World Tour“-ის ფარგლებში მართავს კონცერტებს, რომელიც ივლისში დასრულდება.

სრულად წაკითხვა