ქლოე კარდაშიანი, რომელიც წლების განმავლობაში რეალითი შოუს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახე იყო, დღეს ბიზნესის სამყაროშიც წარმატებულ მეწარმედ მიიჩნევა. თუ კარიერის დასაწყისში მისი მთავარი შემოსავალი ტელევიზია იყო, ახლა მისი ფინანსური წარმატების საფუძველს საკუთარი ბრენდები წარმოადგენს. Celebrity Net Worth-ის შეფასებით, ქლოეს ქონება დაახლოებით 60 მილიონ დოლარს შეადგენს, რომლის უდიდესი ნაწილიც მოდისა და საცალო ვაჭრობის ბიზნესზე მოდის.

ქლოეს ყველაზე წარმატებული პროექტი Good American-ია, რომელიც მან 2016 წელს ბრიტანელ მეწარმე ემა გრიდთან ერთად დააარსა. ბრენდის მთავარი იდეა იყო ისეთი დენიმის შექმნა, რომელიც სხვადასხვა სხეულის ფორმასა და ზომას მოერგებოდა. იმ დროს, როდესაც მოდის ინდუსტრია ჯერ კიდევ შეზღუდულ ზომებს სთავაზობდა მომხმარებლებს, Good American-მა პროდუქცია 00-დან 24 ზომამდე გამოუშვა და ინკლუზიურობა საკუთარი ბიზნესმოდელის მთავარ ღირებულებად აქცია.
![]()
სტრატეგიამ მყისიერად გაამართლა. ბრენდმა პირველივე დღეს 1 მილიონი დოლარის გაყიდვები დააფიქსირა, რაც დენიმის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ დებიუტად მიიჩნევა. მოგვიანებით Good American-მა ასორტიმენტი მნიშვნელოვნად გააფართოვა და დღეს ჯინსების გარდა სპორტულ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, საცურაო კოსტიუმებს, კაბებსა და ყოველდღიურ კოლექციებსაც აწარმოებს.
ბიზნესგამოცემების შეფასებით, Good American-ის წლიური შემოსავალი 200 მილიონ დოლარს აჭარბებს, ხოლო კომპანია ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ბრენდად რჩება თავის კატეგორიაში. დამატებით, მან B Corp-ის სერტიფიკატიც მიიღო, რომელიც მხოლოდ იმ კომპანიებს ენიჭებათ, რომლებიც მაღალი სოციალური და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის სტანდარტებს აკმაყოფილებენ.


2025 წელს ქლოე კარდაშიანმა ბიზნესის კიდევ ერთი მიმართულება აირჩია და ჯანმრთელი კვების ბაზარზე ბრენდი Khloud წარადგინა. კომპანიის პირველი პროდუქტი ცილებით მდიდარი პოპკორნი იყო, რომელიც თითო პორციაში 7 გრამ პროტეინს შეიცავს. ბრენდის კონცეფცია ჯანსაღ, მარტივი ინგრედიენტებისგან დამზადებულ სნექებს ეფუძნება.
Khloud-ის სწრაფმა ზრდამ კომპანიას მსხვილი საცალო ქსელების მხარდაჭერაც მოუტანა. დღეს მისი პროდუქცია 29 000-ზე მეტ სავაჭრო ობიექტში იყიდება, მათ შორის Target-ის, Walmart-ის, Starbucks-ის, Kroger-ისა და Albertsons-ის ქსელებში. ბრენდის ინვესტორებს შორის კი სერენა უილიამსის საინვესტიციო ფონდი Serena Ventures და სააგენტო WME არიან.




ექსპერტების შეფასებით, ქლოე კარდაშიანი საკუთარი ბიზნესებიდან წლიურად დაახლოებით 20 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. განსხვავებით იმ სელებრითებისგან, რომლებიც მხოლოდ ბრენდის სახეები არიან, ქლოე ორივე კომპანიის თანადამფუძნებელია, რაც ნიშნავს, რომ ის არა მხოლოდ სარეკლამო ანაზღაურებას, არამედ კომპანიის მოგებასა და კაპიტალის ზრდაშიც მონაწილეობს.
ქლოეს ფინანსური პორტფელი მხოლოდ საკუთარი კომპანიებით არ შემოიფარგლება. ის კვლავ მონაწილეობს Hulu-ის რეალითი შოუში The Kardashians, ხოლო სოციალური მედიის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ინფლუენსერადაც ითვლება. სხვადასხვა შეფასებით, Instagram-ზე ერთი სპონსორირებული პოსტის ღირებულება 250 ათასი დოლარიდან 1 მილიონ დოლარზე მეტამდე მერყეობს. დამატებით, ის თანამშრომლობს არაერთ ცნობილ ბრენდთან და აქტიურად საქმიანობს უძრავი ქონების სფეროშიც.


6 hours ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·