#OK!BusinessCelebrity Cécred – ბიონსეს მილიარდ დოლარიანი იმპერია

1 day ago 7

ბიონსე ნოულზ-კარტერი უკვე დიდი ხანია მხოლოდ მუსიკალური ინდუსტრიის ნაწილი აღარ არის. არტისტმა, რომელმაც პოპკულტურა არაერთხელ შეცვალა, საკუთარი კარიერა სრულფასოვან ბიზნესიმპერიად გარდაქმნა და თანამედროვე შოუბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სტრატეგად ჩამოყალიბდა.

2025 წლის მონაცემებით, ბიონსეს პირადი ქონება 1 მილიარდ დოლარს გაუტოლდა – შედეგი, რომელიც არა მხოლოდ მუსიკალურ წარმატებას, არამედ მის ბრენდ Cécred-ს უკავშირდება.

25 Times Beyonce Looked Flawless

Cécred

მომღერლის უახლესი პროექტი Cécred-ია – პრემიუმ თმის მოვლის ბრენდი, რომელიც 2024 წელს გამოჩნდა ბაზარზე. განსხვავებით ბევრი სელებრითი ბრენდისგან, Cécred თავიდანვე პოზიციონირდა როგორც სტრატეგიულად გააზრებულ ბრენდად, რომელიც მასობრივ ხელმისაწვდომობაზეა კონცენტრირებული.

ბრენდის ფინანსურმა შედეგებმა ინდუსტრიის ყურადღება სწრაფად მიიპყრო: ბაზარზე გამოჩენიდან პირველივე წელს Cécred-ის შემოსავალმა 200 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი — Restoring Hair & Edge Drops — ყოველ 16 წამში ერთხელ იყიდება და უკვე 100 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოიტანა.

ბიონსეს ბრენდის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული უპირატესობა ინოვაცია გახდა. Cécred-მა დააპატენტა Bioactive Keratin Ferment ტექნოლოგია, რომელიც პროდუქციას მეცნიერულ საფუძველზე ამყარებს და ბრენდს კონკურენტებისგან მკვეთრად გამოარჩევს. სწორედ ეს მიდგომა  ზრდის მომხმარებელთა ნდობას და ბრენდს გრძელვადიან ღირებულებას სძენს.

 Our Story | Cécred

2025 წლიდან Cécred ექსკლუზიურად შევიდა Ulta Beauty-ს ქსელში, რომელიც 1400-ზე მეტ მაღაზიას აერთიანებს. რიტეილერის განცხადებით, ეს თმის მოვლის კატეგორიაში ისტორიაში ყველაზე წარმატებული ჩაშვება გახდა.

ინდუსტრიის შეფასებით, ბრენდის საბაზრო ღირებულება უკვე 600–900 მილიონ დოლარს შორის მერყეობს – რაც მას სილამაზის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ პროექტად აქცევს.

ბიონსესთვის ბიზნესი მხოლოდ გაყიდვებს არ ნიშნავს. Cécred BeyGOOD Foundation-თან თანამშრომლობით ყოველწლიურად 500,000 დოლარს გამოყოფს კოსმეტოლოგების სტიპენდიებისა და მცირე სალონების მხარდასაჭერად. ეს ინიციატივა არა მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითია, არამედ ძლიერი ბიზნესსტრატეგიაც – პროფესიონალური საზოგადოების მხარდაჭერა ბრენდის გარშემო მდგრად ეკოსისტემას ქმნის.

 The Best Cécred Products to Buy

CÉCRED - 29 Products | Ulta Beauty

სრულად წაკითხვა