კაილი ჯენერის წარმატების ისტორია თანამედროვე ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მაგალითად მიიჩნევა. რეალითი შოუს ვარსკვლავიდან გლობალური სილამაზის ბრენდის დამფუძნებლამდე – როგორ შეძლო ბიზნეს გამოცდილების გარეშე ახალგაზრდა ინფლუენსერმა კოსმეტიკური ბრენდის შექმნა, რომლის ღირებულებამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა?
2019 წელს Forbes-მა კაილი ჯენერი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა self-made მილიარდერად დაასახელა, თუმცა მოგვიანებით გამოცემამ შეფასება შეცვალა და აღნიშნა, რომ კომპანიის ფინანსური მონაცემები გადაჭარბებულად იყო წარმოდგენილი.

კაილი ჯენერი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ბავშვობიდან აღმოჩნდა. მოზარდობის პერიოდში საკუთარი გარეგნობის, განსაკუთრებით კი ტუჩების გამო გაჩენილი კომპლექსი ინტერნეტში აქტიური განხილვის თემად იქცა. სწორედ ამ ინტერესმა მის ბიზნეს იდეას მისცა ბიძგი.
2015 წლის ნოემბერში კაილიმ საკუთარი სამოდელო შემოსავლებიდან 250,000 დოლარი ჩადო 15,000 Lip Kit-ის წარმოებაში – თხევადი ტუჩსაცხი შესაბამისი ფანქრით, თითო 29 დოლარად. პროდუქცია გაყიდვაში გამოსვლიდან ერთ წუთზე ნაკლებ დროში სრულად გაიყიდა და სწორედ ამ მომენტმა განსაზღვრა Kylie Cosmetics-ის მომავალი.

კაილი ჯენერის ბიზნესმოდელი რევოლუციური იყო თავისი სიმარტივით. წარმოება კომპანია Seed Beauty-ს ჰქონდა გადაცემული, რის შედეგადაც ბრენდს არ სჭირდებოდა ქარხნები, საწყობები ან ტრადიციული საცალო ქსელი.
მისი მთავარი რესურსი სოციალური მედია გახდა – დაახლოებით 400 მილიონი გამომწერი. კაილი პროდუქტის პირდაპირ საკუთარ აუდიტორიას უზიარებდა, რაც მარკეტინგის კლასიკურ მოდელს ფაქტობრივად ცვლიდა. 2016 წლისთვის, მხოლოდ 18 თვეში, Kylie Cosmetics-ის შემოსავალმა 420 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ბრენდი მალევე გაფართოვდა სრული მაკიაჟის ხაზზე, სახის მოვლიდს პროდუქტებსა და სუნამოებზე, ხოლო 2019 წელს კომპანიის შეფასება უკვე 1.2 მილიარდ დოლარს აღწევდა.
600-მილიონიანი გარიგება Coty-სთან
2019 წლის ნოემბერში კოსმეტიკურმა გიგანტმა Coty Inc.-მა Kylie Cosmetics-ის 51% წილი 600 მილიონ დოლარად შეიძინა. გარიგების შედეგად კაილი ჯენერმა დაახლოებით 540 მილიონი დოლარი მიიღო გადასახადებამდე. დედი, კრის ჯენერისთვის გადახდილი 10%-იანი მენეჯმენტის საკომისიოსა და გადასახადების შემდეგაც კი, მას ასეულობით მილიონი დოლარი დარჩა ნაღდი კაპიტალის სახით.
გარიგებამ ერთდროულად წარმატებაც და გამოწვევებიც მოიტანა – ინფლუენსერზე დაფუძნებული სწრაფი ბრენდის კორპორატიულ სტრუქტურაში ინტეგრირება რთული აღმოჩნდა. სწორედ ამ პერიოდმა აჩვენა, რამდენად განსხვავდება სოციალური მედიის ეპოქის ბიზნესი ტრადიციული კოსმეტიკური კონგლომერატებისგან.

კაილი ჯენერის ბიზნესი დღეს
დღეს კაილი კვლავ ფლობს Kylie Cosmetics-ის 44%-ს, ხოლო ბრენდმა მძიმე საღამოს მაკიაჟის კონცეფციიდან „clean beauty“-სა და კანის მოვლაზე ორიენტირებულ ფორმულებზე გადაინაცვლა.
მისი ბიზნესი წლების განმავლობაში გაფართოვდა კიდეც:
- Khy – ტანსაცმლის ბრენდი, რომელიც 2023 წელს შექმნა და ლიმიტირებული კოლექციის ტანისამოს ხელმისაწვდომ ფასებად ყიდდა.
- Sprinter – 2024 წელს გამოშვებული ალკოჰოლური სასმელი.
- Kylie Swim – საცურაო კოსტიუმების ბრენდი, რომელიც 2021 წელს შეიქმნა, თუმცა მომხმარებელთა უარყოფითი გამოხმაურების შედეგად არსებობა შეწყვიტა.

მისი უძრავი ქონება კალაბასასში, ჰიდენ ჰილზსა და ჰოლმბი ჰილზში მდებარე სახლებთან ერთად 80 მილიონ დოლარზე მეტს აჭარბებს. ერთი სპონსორირებული ინსტაგრამ პოსტის ღირებულება 1.2 მილიონ დოლარამდე აღწევს, ხოლო კოსმეტიკური ჰონორარები, რეკლამები, ტელევიზია და უძრავი ქონების ზრდა მას წლიურად დაახლოებით 40-60 მილიონ დოლარს შემოსავალს აძლევს.
Forbes-ის შეფასებით, კაილი ჯენერის ქონება 2026 წლისთვის დაახლოებით 670 მილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა სხვა ანალიტიკოსები მას 700–750 მილიონ დოლარად აფასებენ.


1 month ago
41








English (US) ·
Georgian (GE) ·