ტელევიზიიდან და მოდის სამყაროდან ბიზნესში გადანაცვლება ნუკი კოშკელიშვილისთვის წინასწარ დაგეგმილი კარიერული ნაბიჯი არასოდეს ყოფილა. ყველაფერი ერთი ტუჩსაცხით დაიწყო, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ საკუთარი თავისთვის უნდა შეექმნა. წარმოების პირობებიდან გამომდინარე, ერთი ტუჩსაცხის ნაცვლად დიდი რაოდენობის პროდუქტის შეკვეთა გახდა საჭირო. სწორედ მაშინ გამოჩნდა მომხმარებლების განსაკუთრებული ინტერესი და უკუკავშირი. ერთმა პროდუქტმა მალე აჩვენა, რომ მის უკან ბევრად უფრო დიდი იდეა იდგა — შეექმნა მაღალი ხარისხის, სასურველი და ამავდროულად ხელმისაწვდომი კოსმეტიკა. ასე იქცა ერთი პირადი საჭიროებიდან დაბადებული იდეა NUKI Cosmetics-ად — ქართულ ბრენდად, რომელიც დღეს უკვე ამერიკულ ბაზარზეც ვითარდება და საერთაშორისო გაფართოებას გეგმავს.

NUKI Cosmetics-ის მთავარი განსხვავება მომხმარებელთან პირდაპირი კავშირია. ახალი პროდუქტების შექმნისას ბრენდი ხშირად სწორედ მათი სურვილებითა და მოთხოვნებით ხელმძღვანელობს. ამის ერთ-ერთი მაგალითი სუნამოა, რომლის შექმნის იდეაც მომხმარებლებისგან წამოვიდა:
,,ხშირად სწორედ მათი სურვილები ხდება ახალი პროდუქტის შექმნის მიზეზი. ასე მოხდა, მაგალითად, ჩვენი სუნამოს შემთხვევაშიც. ბევრმა მოგვწერა, რომ Baccarat ძალიან მოსწონდათ, მაგრამ მისი შეძენა მაღალი ფასის გამო არ შეეძლოთ. სწორედ ამიტომ შევქმენით მსგავსი არომატი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია”
ნუკისთვის ხელმისაწვდომობა მხოლოდ ფასს არ ნიშნავს. მისი ხედვით, მომხმარებელს უნდა შეეძლოს მიიღოს ის ხარისხი და პროდუქტი, რომელიც რეალურად სურს, ზედმეტი ფინანსური ბარიერის გარეშე. სწორედ ეს მიდგომა გახდა NUKI Cosmetics-ის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი – პრემიუმ გამოცდილების შექმნა ისეთი ფასით, რომელიც უფრო ფართო აუდიტორიისთვის არის მისაღები.
NUKI Cosmetics-ის ასორტიმენტი მხოლოდ ტუჩსაცხებით არ შემოიფარგლება. ბრენდის კოლექცია აერთიანებს როგორც მაკიაჟის, ისე კანის მოვლის პროდუქტებს – ტონალურს, დამატენიანებელ სერუმებს, ტუჩის მოვლის პროდუქტებსა და სხვა ყოველდღიური გამოყენებისთვის განკუთვნილ კოსმეტიკას. ბრენდის მთავარი აქცენტი ხარისხთან ერთად უსაფრთხოებასა და ხელმისაწვდომობაზეა.

პროდუქციის შექმნისას NUKI Cosmetics განსაკუთრებულ ყურადღებას ინგრედიენტებსა და მომხმარებლის საჭიროებებს უთმობს. ბრენდის ასორტიმენტში წარმოდგენილია ვეგანური, გლუტენისგან თავისუფალი და cruelty-free პროდუქტები, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ სხვადასხვა ტიპის კანისა და განსხვავებული რუტინის მქონე მომხმარებელს მოერგოს.
ბრენდის ზრდასთან ერთად ნუკი კოშკელიშვილისთვის გამოწვევებიც გაიზარდა. განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ამერიკის ბაზარზე შესვლა, თუმცა საერთაშორისო გაფართოებისთვის საჭირო სერტიფიცირებასა და ლიცენზირებაზე მუშაობა წინასწარ დაიწყო. ოფიციალურად ამერიკულ ბაზარზე შესვლამ კი ახალი შესაძლებლობები შექმნა – მათ შორის, თანამშრომლობა ერთ-ერთ დიდ კლინიკასთან, რომელმაც NUKI Cosmetics-ის პროდუქცია შეიძინა.
ბრენდისთვის მნიშვნელოვანი აღიარება გახდა NBC-სთან თანამშრომლობაც. როგორც ნუკი კოშკელიშვილი აღნიშნავს, დილის გადაცემის წამყვანი ჯენა ბუში NUKI Cosmetics-ის ტუჩსაცხს იყენებს. მისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ისეთი მასშტაბის ადამიანისთვის კოსმეტიკის არჩევანი პრაქტიკულად ნებისმიერი პრემიუმ ბრენდის სასარგებლოდ შეიძლება გაკეთდეს.
NUKI Cosmetics-ის საერთაშორისო განვითარებასთან ერთად ნუკი კოშკელიშვილისთვის ქართული იდენტობის შენარჩუნებაც მნიშვნელოვანია. მისი მთავარი მიზანია, მსოფლიოს გააცნოს NUKI Cosmetics როგორც ქართული ბრენდი. ამასთან, მისი ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ბრენდის პროდუქცია საქართველოში ქართველი მომხმარებლისთვის კვლავ ხელმისაწვდომი დარჩეს. ბრენდის შემდეგი ეტაპი კი ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება და გლობალურ ბაზარზე გაფართოებაა.
,,სამომავლოდ ჩემი მთავარი მიზანი ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება და ბრენდის საერთაშორისო განვითარებაა. მინდა მსოფლიომ გაიცნოს ქართული ბრენდი NUKI Cosmetics და იცოდნენ, რომ ქართული პროდუქტი მაღალი ხარისხისაა.”

ასევე დაგაინტერესებთ
okmagazine ცხოვრების სტილი