#OK! Dinner With Audrey – ოდრი ჰეპბერნისა და იუბერ დე ჟივანშის შესახებ ფილმის პირველი კადრები გავრცელდა

1 day ago 5

ჰოლივუდი კიდევ ერთხელ უბრუნდება მოდისა და კინოს ერთ-ერთ ყველაზე საკულტო მომენტს. Wayfarer Studios, Hyde Park Entertainment და Mad Chance Productions ახალ ბიოგრაფიულ ფილმზე Dinner With Audrey-ზე მუშაობენ, რომელიც ოდრი ჰეპბერნისა და დიზაინერ ჰუბერტ დე ჟივანშის ისტორიულ მეგობრობას მოგვითხრობს.

პროექტის პირველი კადრები ექსკლუზიურად DEADLINE-მა გაავრცელა: ოდრი ჰეპბერნის როლში ახალზელანდიელი მსახიობი თომასინ მაკკენზი გვევლინება, ხოლო ლეგენდარული ფრანგი დიზაინერის, ჰუბერტ დე ჟივანშის პერსონაჟს ენსელ ელგორტი ასრულებს.

No photo description available.

ფილმს კიდევ ორი გამორჩეული მსახიობი შეუერთდა – ოსკარის ორგზის ნომინანტი მირანდა რიჩარდსონი, რომელიც ჰეპბერნის დედის, ელა ვან ჰემსტრას როლს შეასრულებს და ჯუდი გრირი, რომელიც კოსტიუმების დიზაინის ლეგენდას, ედიტ ჰედს განასახიერებს. პროექტში ასევე მონაწილეობს ოსკარის ნომინანტი მაიკლ შენონი.

ფილმის რეჟისორია ეიბ სილვია, სცენარი კი კარა ჰოლდენს ეკუთვნის.

May be an image of suit

სიუჟეტი მაყურებელს 1953 წლის პარიზში გადაიყვანს. 24 წლის ოდრი ჰეპბერნი კარიერის გარდამტეხ ეტაპზე იმყოფება – ახალგაზრდა მსახიობი საერთაშორისო პოპულარობის ზღვარზეა, თუმცა საკუთარ თავში ჯერ კიდევ ეჭვები აქვს.

რეჟისორ ბილი უაილდერის დავალებით, მომავალი ფილმის Sabrina-სთვის ავთენტური კოსტიუმის საძიებლად ჰეპბერნი ახალგაზრდა, გადაღლილ დიზაინერ ჰუბერტ დე ჟივანშის მოდის სახლში მიდის. თავდაპირველი უარის მიუხედავად, ოდრის ხიბლი და შემოქმედებითი ხედვა დიზაინერს არწმუნებს — სწორედ ამ შეხვედრიდან იწყება ოთხ ათწლეულზე გაწელილი ლეგენდარული თანამშრომლობა, რომელმაც მოდისა და კინოს ისტორია შეცვალა.

პროდიუსერების განცხადებით, Dinner With Audrey მხოლოდ ბიოგრაფიული ფილმი არ იქნება — პროექტი მიზნად ისახავს ჰეპბერნისა და ჟივანშის უნიკალური შემოქმედებითი კავშირის ზუსტად და პატივისცემით წარმოჩენას.

ფილმი გვახსენებს ეპოქას, როცა მოდის სახლები და ჰოლივუდი ერთად ქმნიდნენ კულტურულ სიმბოლოებს და სწორედ ამ პარტნიორობამ აქცია პატარა შავი კაბა და Sabrina-ს სტილი მარადიულ მოდის კლასიკად.

Audrey Hepburn et Hubert de Givenchy, une amitié mythique | Vogue France

სრულად წაკითხვა