2026 ᲬᲚᲘᲡ BRIDAL FASHION ᲣᲤᲠᲝ ᲘᲜᲓᲘᲕᲘᲓᲣᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲢᲘᲚᲘᲗ, ᲝᲠᲘᲒᲘᲜᲐᲚᲣᲠᲘ ᲐᲥᲪᲔᲜᲢᲔᲑᲘᲗᲐ ᲓᲐ ᲔᲤᲔᲥᲢᲣᲠᲘ ᲓᲔᲢᲐᲚᲔᲑᲘᲗ ᲓᲐᲢᲕᲘᲠᲗᲣᲚᲘ ᲒᲐᲮᲓᲐ. ᲙᲚᲐᲡᲘᲙᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲔᲡᲘᲡ ᲙᲐᲑᲔᲑᲘᲡ ᲜᲐᲪᲕᲚᲐᲓ, ᲓᲘᲖᲐᲘᲜᲔᲠᲔᲑᲘ ᲐᲥᲪᲔᲜᲢᲡ ᲐᲙᲔᲗᲔᲑᲔᲜ ᲡᲢᲠᲣᲥᲢᲣᲠᲐᲖᲔ, ᲐᲠᲥᲘᲢᲔᲥᲢᲣᲠᲣᲚ ᲡᲘᲚᲣᲔᲢᲔᲑᲖᲔ, ᲙᲝᲠᲡᲔᲢᲔᲑᲡᲐ ᲓᲐ ᲗᲐᲜᲐᲛᲔᲓᲠᲝᲕᲔ ᲠᲝᲛᲐᲜᲢᲘᲖᲛᲖᲔ. ᲞᲐᲢᲐᲠᲫᲐᲚᲘ ᲐᲦᲐᲠ ᲪᲓᲘᲚᲝᲑᲡ ᲣᲑᲠᲐᲚᲝᲓ „ᲚᲐᲛᲐᲖᲐᲓ“ ᲒᲐᲛᲝᲘᲧᲣᲠᲔᲑᲝᲓᲔᲡ, ᲘᲡ ᲥᲛᲜᲘᲡ ᲗᲐᲕᲘᲡ ᲒᲐᲜᲡᲐᲙᲣᲗᲠᲔᲑᲣᲚ ᲛᲝᲓᲣᲠ ᲛᲝᲛᲔᲜᲢᲡ!
1. Basque Waist – წლის მთავარი სილუეტი
2026 წლის ყველაზე დიდი საპატარძლო ტენდენცია არის Basque Waist – წელში V/U ფორმის ჩაღრმავებული სილუეტი, რომელიც ვიზუალურად აგრძელებს სხეულს და ქმნის იდეალურად გამოკვეთილი წელის ეფექტს. ეს ტრენდი ვიქტორიანული ეპოქიდან მოდის, თუმცა დღეს ბევრად თანამედროვე ინტერპრეტაციით გვხვდება.
ამ სილუეტზე აქტიურად მუშაობენ:
• Danielle Frankel
• Kyha Studios
• Reem Acra
• Martina Liana
• Made With Love


2. Corsetry Returns – კორსეტის ახალი ერა
კორსეტი 2026-ში აღარ არის მხოლოდ vintage ელემენტი – ის უკვე საქორწილო ლუქის მთავარი ნაწილია. დიზაინერები იყენებენ მსუბუქ კონსტრუქციებს, ნაზ ქსოვილებს და გამოკვეთილ ფორმებს, რომლებიც ერთდროულად სექსუალურიც არის და ელეგანტურიც.
ტენდენციის წამყვანი ბრენდები:
• Galia Lahav
• Berta
• Eva Lendel
• Watters
2026-ის კორსეტი უფრო „ჩაცმად ოტ კუტიურს“-ს ჰგავს – კომფორტული, მაგრამ თვალში საცემი.


3. Oversized Bows & Sculptural Details
დიდი ბაფთები, სკულპტურული მხრები და დრამატული დეტალები ერთ-ერთი ყველაზე ინსტაგრამული bridal trend გახდა. 2026-ში ბაფთები აღარ არის „საყვარლობა“ დეტალი – ის ხდება მთავარი მოდური აქცენტი.
ამ ესთეტიკას განსაკუთრებით კარგად აკეთებენ:
• Monique Lhuillier
• Sareh Nouri
• Alexandra Grecco


4. Minimal Luxury – „Quiet Bridal“
2026 წლის პატარძალი ხშირად ირჩევს მინიმალისტურ, მაგრამ მდიდრული სტილის კაბებს. აქ მთავარი აქცენტი ქსოვილზე, სილუეტსა და სხეულზე მორგებაზე კეთდება. 90s minimalism – ეს სტილი განსაკუთრებით პოპულარული ხდება თანამედროვე luxury ქორწილებში.
მთავარი ბრენდები:
• The Own Studio
• Halfpenny London
• Amsale

5. Transformable Dresses – „Two Looks in One“
წლევანდელი პატარძლები ირჩევენ კაბებს, რომლებიც დღის განმავლობაში ტრანსფორმირდება – მკლავები, რომლებიც იხსნება; ბანტები, რომლებიც ძვრება: გრძელი კაბა, რომელიც ხდება მოკლე.
2 ლუქი ერთში უკვე საპატარძლო კაბის აუცილებელი კომპონენტი გახდა.
განსაკუთრებით გამოირჩევიან Eva Lendel, Berta და Nicole + Felicia, რომლებიც ceremony glamour-სა და afterparty თავისუფლებას ერთ კაბაში აერთიანებენ.

6. 2026 Bride: Fashion Before Tradition
ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება კი თავად პატარძლის თვითგამოხატვის სურვილშია.
დღევანდელი პატარძალი აღარ ეძებს მხოლოდ „კლასიკურ საპატარძლო კაბას“ – ის ეძებს look-ს, რომელიც ასახავს მის პიროვნებას, ხასიათსა და ესთეტიკას.
სწორედ ამიტომ, 2026 წლის bridal fashion უფრო ინდივიდუალური, უფრო გაბედული და ბევრად უფრო მოდაზე ორიენტირებული ხდება.
მოთხოვნაშია:
• განსხვავებული ფერები
• თვალში საცემი ტექსტურები
• ორიგინალური სილუეტები





15 hours ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·