#OK! „Godzilla vs. Kong“-ის ახალგაზრდა ვარსკვლავი ქეილი ჰოთლი 18 წლის ასაკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა

1 day ago 9

ამერიკელი მსახიობი ქეილი ჰოთლი, რომელმაც მაყურებლის სიყვარული ფილმებში Godzilla vs. Kong და Godzilla x Kong: The New Empire შესრულებული ჯიას (Jia) როლით მოიპოვა, 18 წლის ასაკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაცია მსახიობის მამამ, ჯოშუა ჰოთლმა, Facebook-ზე გამოქვეყნებული ვიდეომიმართვით დაადასტურა. მან განცხადება ჟესტური ენით გაავრცელა. ქეილი ჰოთლი დაბადებიდან სმენადაქვეითებული იყო და არაერთხელ გამხდარა შთაგონების წყარო როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის, ისე კინოს მოყვარულებისთვის.

შემთხვევა სამშაბათს, გამთენიისას, მერილენდის შტატის ქალაქ იჯამსვილში მოხდა. ფრედერიკის ოლქის შერიფის ოფისის ინფორმაციით, სამართალდამცველები ადგილზე დაახლოებით 02:50 საათზე მივიდნენ. წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ ავტომობილში მომხდარი ავარიის ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე იყო.

Kaylee Hottle, Star Of Godzilla Vs. Kong, Dies Aged 18

ავტომობილს 19 წლის ახალგაზრდა მართავდა, რომელიც საავადმყოფოში სიცოცხლისთვის არასაშიში დაზიანებებით გადაიყვანეს. მეორე მგზავრმა კი სამედიცინო დახმარებაზე შემთხვევის ადგილზე უარი განაცხადა.

ქეილი ჰოთლი ფართო აუდიტორიამ პირველად 2021 წელს, ფილმში Godzilla vs. Kong, გაიცნო, სადაც ობოლი გოგონას, ჯიას, როლი შეასრულა. მოგვიანებით მან იგივე პერსონაჟი 2024 წლის გაგრძელებაში, Godzilla x Kong: The New Empire-შიც განასახიერა. ამ როლისთვის მსახიობი Saturn Award-ის ნომინაციაზეც იყო წარდგენილი, როგორც წლის საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელი.

Atriz de 'Godzilla x Kong', Kaylee Hottle morre aos 18 em acidente |  Tocantins

ჰოთლი სწავლობდა Texas School for the Deaf-ში, რომელმაც მსახიობის გარდაცვალების შესახებ ღრმა მწუხარებით გაავრცელა განცხადება.

„ჩვენი ფიქრები და გულწრფელი თანაგრძნობა ქეილის ოჯახს, მეგობრებს, თანაკლასელებსა და ყველას, ვინც მას იცნობდა და უყვარდა, ამ უმძიმეს პერიოდში ახლავს. გთხოვთ, პატივი სცეთ ოჯახის პირად სივრცეს და ნუ გაავრცელებთ დაუდასტურებელ ინფორმაციას ავარიის შესახებ,“ – ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

მსახიობს სოციალურ ქსელში პატივი ასევე Warner Bros.-მაც მიაგო. კინოსტუდიამ ქეილი ჰოთლის ფოტო გამოაქვეყნა და მის ოჯახსა და ახლობლებს თანაგრძნობა გამოუცხადა.

ქეილი ჰოთლი Godzilla vs. Kong-ში ისეთ ცნობილ მსახიობებთან ერთად თამაშობდა, როგორებიც არიან ალექსანდერ სკარსგარდი, მილი ბობი ბრაუნი და რებეკა ჰოლი. მიუხედავად მისი ხანმოკლე კარიერისა, ახალგაზრდა მსახიობმა მაყურებლის გულში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.

 Teen Actress Known For 'Godzilla Vs. Kong' -  AOL

სრულად წაკითხვა