Financial Times-ის ინფორმაციით, Google-მა Meta-ს ხელოვნური ინტელექტის მოდელებზე, მათ შორის Gemini-ზე, წვდომა შეუზღუდა. მიზეზად Google-ის ინფრასტრუქტურაზე მზარდი დატვირთვა სახელდება, რის გამოც კომპანიამ ვერ შეძლო Meta-ს მიერ მოთხოვნილი რესურსების სრულად უზრუნველყოფა.
რესურსების დეფიციტის გამო Meta-ს რამდენიმე შიდა AI პროექტი შეფერხდა. შედეგად, კომპანიამ თანამშრომლებს მოუწოდა, ხელოვნური ინტელექტის „ტოკენები“ უფრო ეკონომიურად და ეფექტურად გამოიყენონ.
Financial Times წერს, რომ მსგავსი შეზღუდვები Google-ის სხვა კლიენტებსაც შეეხო, თუმცა შედარებით მცირე მასშტაბით.
Google-სა და Meta-ს საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მიუხედავად ამისა, ტექნოლოგიურ სექტორში რესურსებზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება. კომპანიები მილიარდობით დოლარს დებენ ჩიპებსა და მონაცემთა ცენტრებში, თუმცა მაინც არ ჰყოფნით სიმძლავრე AI სერვისების მზარდი დატვირთვის დასაკმაყოფილებლად.
Google Cloud-ის მოგებამ წლის დასაწყისში 20 მილიარდი დოლარი შეადგინა, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელების თქმით, რესურსების შეზღუდვა შემოსავლის ზრდაზეც იმოქმედებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! მომავლის კარიერა: რომელი პროფესიები იქნება საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი

1 month ago
88







English (US) ·
Georgian (GE) ·