#OK! HEALTH&BEAUTY MAC – კანის ბუნებრივი ბზინვარება და ხავერდოვანი ეფექტი

4 hours ago 3

FIX+ MATTE – მაკიაჟის ფიქსატორი, აძლევს მატ-ფოტოშოპის ეფექტს, ზრდის მაკიაჟის მდგრადობას 24-საათის განმავლობაში და არ ტოვებს კვალს.

სპრეი გამდიდრებულია დამამშვიდებელი ინგრედიენტებით, რომლებიც კანს კომფორტულ შეგრძნებას უნარჩუნებს. იდეალურია როგორც ყოველდღიური გამოყენებისთვის, ასევე ხანგრძლივი მაკიაჟის შესანარჩუნებლად.

MAC STROBE BEAM BRONZELIGHTER – მრავალფუნქციური ბრონზერი და ჰაილაითერი, რომელიც კანს ბუნებრივ ბზინვარებას ანიჭებს. მისი მსუბუქი, აბრეშუმისებრი ტექსტურა მარტივად ნაწილდება კანზე, ქმნის თბილ ეფექტს და სახეს ჯანმრთელ, გამოკვეთილ იერს სძენს.

ფორმულა იდეალურია როგორც ყოველდღიური მაკიაჟისთვის, ასევე დამატებითი გასხივოსნების ეფექტის შესაქმნელად. დამზადებულია წყლის ბაზაზე და შეიცავს შუქის ამრეკლავ ნაწილაკებს, რომლებიც კანს ბუნებრივ და დახვეწილ ბზინვარებას ანიჭებს.

SKINFINISH SUNSTRUCK BRONZER – წარმოდგენილია 10 ბუნებრივ ტონალობაში.

ფორმულა ერგება კანის ბუნებრივ ტონს. მისი კრემისებრი ტექსტურა მარტივად ნაწილდება და საშუალებას გაძლევთ, ეტაპობრივად გაზარდოთ ინტენსივობა.

ორმაგად დამუშავებული პიგმენტები უზრუნველყოფს სუფთა და ერთგვაროვან შედეგს. Marshmallow Cushion Blend ქმნის რბილ და გლუვ ტექსტურას.

უპირატესობები: არის წყალგამძლე, 24 სთ ინტენსიური ფერი.

SKINFINISH COLOURSTRUCK BLUSH – ხავერდოვანი ბლაში. აბრეშუმივით მსუბუქი ტექსტურა მარტივად ნაწილდება, ანიჭებს კანს ხავერდოვან ფერს და ჯანსაღ იერს. ფორმულა გამოირჩევა ხანგრძლივი დაფარვითა და მარტივი დატანით, რაც საშუალებას იძლევა, მიიღოთ როგორც ნაზი ყოველდღიური, ისე უფრო ინტენსიური შედეგი. წყალგამძლეა, არ აშრობს კანს. პროდუქტი წარმოდგენილია როგორც მატ, ასევე გლოუ ეფექტით.

სრულად წაკითხვა