#OK! HEALTH&BEAUTY ივნისის მაკიაჟის OK!-ტრენდები „ვულე ვუსგან“

5 hours ago 6

MAX FACTOR 2000 CALORIE POP ART CHEEK PAINT

პოპარტით შთაგონებული კრემოვანი რუჟი, ჟღერადი ფერებით. კრემოვანი-პუდრისებრი ტექსტურის მქონე, მბზინავი და მსუბუქი რუჟი იდეალურად ერწყმის კანს, ადვილად ნაწილდება, გამოირჩევა მქრქალი ეფექტითა და ჯანსაღი ელფერით.

(პარფიუმერიული ქსელი „ვულე ვუ“)

MAX FACTOR MELLOW BLUR LIPSTICK

Mellow Blur Lipstick-ის კრემოვანი, მსუბუქი ფორმულა რბილად ეფინება ტუჩებს, ხოლო ახალი ტექნოლოგია გაძლევთ საშუალებას, მიანიჭოთ ტუჩებს ბუნდოვანი ეფექტი მინიმალური ძალისხმევით. უფრო სავსე და გამოკვეთილი ტუჩებისთვის თქვენ შეგიძლიათ ტუჩსაცხთან ერთად გამოიყენოთ Lip Shader ტუჩის ლაინერი და შეიქმნათ ინდივიდუალური და გამორჩეული იერი. (პარფიუმერიული ქსელი „ვულე ვუ“)

MAX FACTOR – 2000 CALORIE MASCARA

მოცულობა და ელეგანტურობა. დაიტანეთ ტუში წამწამების ძირებიდან ბოლოების მიმართულებით და თავად დააკვირდით თქვენი წამწამების საოცარ გარდასახვას! (პარფიუმერიული ქსელი „ვულე ვუ“)

RIMMEL OH MY GLOSS! BUTTER ME UP

ტუჩსაცხის ახალი დამატენიანებელი ფორმულა გამდიდრებულია კანის მოვლის ინგრედიენტებით. მკვებავი, ვეგანური ფორმულა ამშვიდებს და არბილებს ტუჩებს. (პარფიუმერიული ქსელი „ვულე ვუ“)

RIMMEL MULTI-TASKER BETTER THAN FILTERS

Multi-Tasker Better Than Filters ახალ ტონალურში გაერთიანებულია 3 პროდუქტის მოქმედება – პრაიერი, ჰაილაითერი და ბზინვარების ბუსტერი. სინათლის ამრეკლავი პიგმენტები კანს ანიჭებს იდეალურ იერს. ხელმისაწვდომია 8 სახის ფერისადმი ადაპტირებადი ტონალობა. (პარფიუმერიული ქსელი „ვულე ვუ“)

BOURJOIS HEALTHY MIX CLEAN FOUNDATION

100% სუფთა, ვეგანური და დამატენიანებელი ტონალური კრემი, რომელიც ფარავს ნაკლოვანებებსა და დაღლილობის ნიშნებს, ატენიანებს კანს 24 საათის განმავლობაში.Bourjois Healthy Mix Clean დამატენიანებელი ტონალური მყისიერად ატენიანებს კანს და ანიჭებს მას ბუნებრივ ბზინვარებას. 85% ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ფორმულა გამდიდრებულია C, E და B5 ვიტამინებით.(პარფიუმერიული ქსელი „ვულე ვუ“)

BOURJOIS BUTTER TINT TINTED LIP BALM

მკვებავი შის კარაქით გამდიდრებული შეფერილი ბალზამი დნება ტუჩებზე და მათ სასიამოვნო ბზინვარებას ანიჭებს. ფორმულაში შემავალი მოცულობის მიმნიჭებელი პეპტიდისა და მენთოლის ეფექტის წყალობით, ტუჩები მყისიერად უფრო სავსე და მოცულობითი ხდება. (პარფიუმერიული ქსელი „ვულე ვუ“)

სრულად წაკითხვა