#OK! Health&Beauty – მზისგან დაცვა, ჯანსაღი რუჯი და კანის დატენიანება PSP-გან

2 hours ago 1

სიახლე SVR-გან!

მზისგან დამცავი წყალი Glow Sun SPF50+ ესვიერი – SVR

მაღალი დაცვის ორფაზიანი მზისგან დამცავი წყალი, რომელიც შექმნილია სახისა და სხეულისთვის კაშკაშა, ატლასისებრი ეფექტის უზრუნველსაყოფად. ეს სპეციალიზებული „Glow“ ვერსია განსხვავდება სტანდარტული Eau Solaire-ისგან იმით, რომ შეიცავს 100%-ით ნატურალური წარმოშობის ოქროსფერ მარგალიტისებრ ნაწილაკებს, რომლებიც აძლიერებს კანის ყველა ტონს დახვეწილი ბზინვარებით. შესაფერისია ყველა მგრძნობიარე და მზის მიმართ ჰიპერმგრძნობიარე კანისთვის – სახისა და სხეულისთვის. არის არაკომედოგენური. შესაფერისია ორსული და მეძუძური ქალებისთვის. წყალგამძლე და ხახუნისადმი მდგრადი.

გამოყენების წესი: შეანჯღრიეთ და უხვად წაისვით დილით სახისა და სხეულის ყველა იმ ადგილას, რომელიც მზის სხივების ზემოქმედების ქვეშაა. (სააფთიაქო ქსელი PSP)

მზისგან დამცავი ფლუიდი Sun SPF50+ ესვიერი – SVR

ულტრამსუბუქი, წყალზე დამზადებული მზისგან დამცავი ფლუიდი. ულტრათხევადი ტექსტურის წყალობით სწრაფად შეიწოვება და მყისიერად ტოვებს კანზე შეგრძნებას, რომ თითქოს არაფერი გისვიათ. ის სპეციალურად შექმნილია ყველა ტიპის მგრძნობიარე კანისთვის, მზის მიმართ მგრძნობიარე და ჰიპერმგრძნობიარე კანისთვის, მათ შორის კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის და შესაფერისია ბავშვებისთვის 3 წლიდან, ასევე მოზრდილებისთვის. არის არაკომედოგენური. შესაფერისია ორსული და მეძუძური ქალებისთვის.

გამოყენების წესი: შეანჯღრიეთ ბოთლი და დილით უხვად წაისვით. თანაბრად გადაანაწილეთ მთელ სახესა და კისერზე. მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს. (სააფთიაქო ქსელი PSP)

სიახლე Algologie-სგან!

სახისა და ტანის გელი Soleil Protect SPF50 ალგოლოჟი – Algologie

Bronze & Glow Sun Gel SPF50+ აერთიანებს მზის დაცვასა და კანის ბუნებრივი ბზინვარების ეფექტს. მისი ინოვაციური ჰიბრიდული ფორმულა უზრუნველყოფს UVA და UVB სხივებისგან დაცვას, ამავდროულად აძლიერებს კანის რუჯის იერს და ანიჭებს მას დახვეწილ ბზინვარებას. ულტრამსუბუქი და სწრაფად შეწოვადი გელის ტექსტურა მარტივად ნაწილდება კანზე და ტოვებს ატლასისებრ, ნაზად შეფერილ ეფექტს. მარგალიტოვანი პიგმენტები და ბრინჯაოსფერი მინერალური პიგმენტები ვიზუალურად აუმჯობესებენ კანის ტონს, აძლევენ მას ჯანსაღ და ნათელ იერს. ფორმულა იდეალურია მათთვის, ვისაც სურს ერთდროულად მზისგან მაღალი დაცვა და ბუნებრივად ბზინვარე, გარუჯული კანის ეფექტი.

გამოყენების წესი: მზეზე გასვლამდე დაიტანეთ სახესა და სხეულზე. განაახლეთ ყოველ 2 საათში ერთხელ. (სააფთიაქო ქსელი PSP)

სახისა და ტანის გარუჯვის შემდგომი გელი Soleil Protect ალგოლოჟი – Algologie

მზის შემდგომი გელი სპეციალურად შექმნილია მზის ზემოქმედების შემდეგ კანის დასამშვიდებლად და კომფორტის აღსადგენად. რუჯის შემდგომი გამდიდრებულია დამამშვიდებელი აქტიური ინგრედიენტებით, მათ შორის ალანტოინით, ალოე ვერათი და არნიკით, რომლებიც ხელს უწყობენ გაღიზიანების შემცირებას და კანის აღდგენას. მისი მსუბუქი, სწრაფად შეწოვადი ტექსტურა კანზე შეხებისთანავე უზრუნველყოფს მყისიერ გამაგრილებელ ეფექტს. გელი ინტენსიურად ატენიანებს კანს, ამცირებს სიმშრალის შეგრძნებას და ტოვებს მას რბილს, გლუვსა და კომფორტულს. ფორმულის ფერი შესაძლოა ოდნავ განსხვავდებოდეს, რაც განპირობებულია ბუნებრივი აქტიური ინგრედიენტების მაღალი კონცენტრაციით.

გამოყენების წესი: მზის ზემოქმედების შემდეგ დაიტანეთ სუფთა და მშრალ კანზე. გამოიყენეთ საჭიროებისამებრ სახესა და სხეულზე. (სააფთიაქო ქსელი PSP)

გარუჯვის შემდგომი აღმდგენი ბალზამი ფარმაცერისი – Pharmaceris

ინტენსიურად აღადგენს და ატენიანებს კანს, აქრობს სიწითლეს, გაღიზიანებასა და გარუჯვით გამოწვეულ დისკომფორტს, როგორიცაა წვა, ქავილი და მხურვალების შეგრძნება. ყოველდღიური გამოყენებისთვის შექმნილი საშუალება რეკომენდებულია მშრალი კანისთვის. გამოიყენება სახესა და სხეულზე, როგორც მოზრდილებში, ისე 3 წლის ასაკიდან ბავშვებში.

გამოყენების წესი: რეკომენდებულია ყოველდღიური გამოყენებისთვის. წაისვით გასუფთავებულ კანზე და ნაზად გადაინაწილეთ შესაბამის უბნებზე. უკეთესი დამამშვიდებელი ეფექტისთვის დატოვეთ თხელი ფენა კანზე, სანამ ბოლომდე შეიწოვება. (სააფთიაქო ქსელი PSP)

სრულად წაკითხვა