#OK! Hermès, Rolex, Tiffany & Co. – ანუკი არეშიძის ძვირადღირებული ნივთები

6 hours ago 5

ანუკი არეშიძის სტილი წლებია მოდის მოყვარულების ყურადღების ცენტრშია. დიზაინერი გამორჩეულ, დახვეწილ და ძვირადღირებულ ნივთებს ანიჭებს უპირატესობას – მათი უმეტესობა კი არა დიზანით, არამედ ფასით იქცევს ყურადღებას.

მსოფლიოს წამყვანი ლუქს-ბრენდების ჩანთები, აქსესუარები და სამოსი, რომლებსაც ანუკი სხვადასხვა დროს ატარებდა, ხშირად ხდება განხილვის საგანი. ზოგიერთი მათგანის ღირებულება ათასობით, ზოგის კი – ათეულობით ათას დოლარს აღწევს.

Hermès-ის ჩანთები

ანუკი არეშიძის გარდერობში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფრანგული მოდის სახლის Hermès-ის ჩანთებს.

„ინსტაგრამზე“ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ ფოტოებში დიზაინერი „ჰერმესის“ 16 განსხვავებული ჩანთით პოზირებს.

ამ ბრენდის ჩანთები ხშირად ფუფუნებისა და სტატუსის სიმბოლოდ მიიჩნევა.  ღირებულება კი მოდელის, ზომის, ტყავისა და ფერის მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება. კლასიკური მოდელები დაახლოებით 10 000 დოლარიდან იწყება, იშვიათი და განსაკუთრებული ვერსიების ფასი კი შესაძლოა 50 000–100 000 დოლარსაც აჭარბებდეს.

Olympia Le-Tan — წიგნის ფორმის საკოლექციო ჩანთები

ანუკი არეშიძის კოლექციაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული აქსესუარია ფრანგული ბრენდის Olympia Le-Tan-ის წიგნის ფორმის კლაჩები. დიზაინერმა ადრე თავადაც აღნიშნა, რომ მსგავსი ჩანთები განსაკუთრებულად უყვარს და კოლექციაში ორი ასეთი „წიგნი“ აქვს.

ანუკის ერთ-ერთმა ყველაზე განხილულმა აქსესუარი „Alice in Wonderland“-ის წიგნის ფორმის კლაჩი იყო, რომელიც მას 2021 წლის 21 ივლისს, კახა კალაძის თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენის ღონისძიებაზე ეკეთა. მისი ღირებულება დაახლოებით 945 დოლარს შეადგენდა.

Rolex-ის საათი

არეშიძის ძვირადღირებულ ნივთებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს Rolex-ის საათს, (ზუსტი მოდელი უცნობია) რომელიც თავად დიზაინერმა ერთ-ერთ ინტერვიუში თავის საყვარელ ნივთებს შორის დაასახელა.

ანუკის თქმით, ეს საათი მისთვის მხოლოდ ძვირადღირებული აქსესუარი არ არის – მას ემოციური დატვირთვაც აქვს, რადგან მეუღლის საჩუქარია.

Rolex-ის ქალის მოდელები ფასი დაახლოებით 5 000–10 000 დოლარიდან იწყება, თუმცა ოქროსა და ბრილიანტებით გაფორმებული ვერსიების ღირებულებამ შესაძლოა 50 000 დოლარსაც გადააჭარბოს.

Moncler-ის ქურთუკი

ქურთუკი ანუკის 2020 წლის დეკემბერში ეცვა – საახალწლო პერიოდში სხვადასხვა ოჯახს სტუმრობდა და ბავშვებს საჩუქრებს გადასცემდა. ამ ვიზიტებიდან ფოტოები თავად ანუკიმაც გააზიარა სოციალურ ქსელში, რის შემდეგაც მისი ლუქი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.

ქურთუკის ფა­სი buyma.us-ზე 5 919 დო­ლა­რია. სა­მო­სი ბრენ­დის 2019-2020 წლე­ბის შე­მოდ­გო­მა-ზამ­თრის კო­ლექ­ცი­ი­და­ნაა.

Zeena Zaki — ხავერდის კაბა

ანუკი არეშიძის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ლუქად  Zeena Zaki-ს ბორდოსფერი ხავერდის კაბა იქცა, რომლითაც ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებში გამოჩნდა. კაბამ ყურადღება დახვეწილი დიზაინითა და მდიდრული ქსოვილით მიიპყრო.

იგი Zeena Zaki – ის ეკუთვნის – ერაყელ დიზაინერს, რომელიც განსაკუთრებით  საღამოს კაბებითა და გლამურული, ქალური სილუეტებით გამოირჩევა. მისი ბრენდი Julea Domani 2003 წელს დაარსდა და დღეს ლუქს-სეგმენტის საღამოს სამოსით არის ცნობილი.

ამ კონკრეტული კაბის ღირებულება კი 850 დოლარია (დაახლოებით 2 300 ლარი).

Tiffany & Co.-ს ყელსაბამი

ანუკი არეშიძის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად აქსესუარად Tiffany & Co.-ს ყელსაბამი იქცა.

მედიის ცნობით, ყელსაბამის ღირებულება 74 000 დოლარს შეადგენს. სწორედ მისმა ფასმა გამოიწვია საზოგადოების უარყოფითი რეაქცია  – მათი უმეტესობა  ძვირადღირებული აქსესუარის დემონსტრირებას აკრიტიკებდა.

Tiffany & Co. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საიუველირო ბრენდია, რომლის სამკაულებიც ხშირად ფუფუნების, სტატუსისა და დახვეწილი გემოვნების სიმბოლოდ მიიჩნევა.

სრულად წაკითხვა