გლობალური ტექნოლოგიური ბრენდის HONOR-ის მიზანია მომხმარებლებს შესთავაზოს ინოვაციური, მაღალი ხარისხის მოწყობილობები, რომლებიც აუმჯობესებს თქვენს ციფრულ ცხოვრებას. დღეს წარმოგიდგენთ: HONOR MagicBook X14 2025 და HONOR MagicBook X16 2024–ს. სტატიაში განვიხილავთ თითოეულის უპირატესობას.
ახალი HONOR MagicBook X14 2025-ს – სიმძლავრე, პორტაბელურობა და თვალის მოვლის ინოვაცია.
თუ გჭირდება ლეპტოპი, რომელიც იდეალურად აერთიანებს სიმძლავრეს, პორტაბელურობას და თვალის კომფორტს – HONOR MagicBook X14 2025 შენთვისაა შექმნილი.
სტუდენტებისთვის, პროფესიონალებისთვის და ყველასთვის, ვისაც სჭირდება სანდო პარტნიორი ყოველდღიურობაში – HONOR MagicBook X14 2025 შექმნილია იმისთვის, რომ შემოგთავაზოთ უახლესი ტექნოლოგია, რომელიც აუმჯობესებს პროდუქტიულობას და მომხმარებლის კეთილდღეობას.
MagicBook სერიის ეს ახალი დამატება აერთიანებს მძლავრ წარმადობას, გამორჩეულ პორტაბელურობას და თვალის კომფორტის მოწინავე ფუნქციებს, რაც ახალ სტანდარტს ამკვიდრებს ყოველდღიური კომპიუტერული ოპერაციებისთვის.
MagicBook X14 2025-ის ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელია მისი განსაცვიფრებელი 14-ინჩიანი Eye Comfort HONOR FullView დისპლეი. ეს ეკრანი აღჭურვილია TÜV Rheinland ორმაგი თვალის დაცვის სერტიფიკაციით, დინამიური ჩაბნელების ტექნოლოგიით (Dynamic Dimming Technology) და სპეციალური ელექტრონული წიგნის რეჟიმით (E-Book Mode), რაც მას იდეალურს ხდის ხანგრძლივი გამოყენებისთვის თვალის დაძაბვის მინიმიზაციისას. 16:10 ოქროს თანაფარდობის ეკრანით და 300 nits სიკაშკაშით, ვიზუალი მკვეთრი, ნათელი და ცოცხალია.
ამასთანავე, ხანგრძლივი ბატარეა: ისიამოვნეთ დაახლოებით 7.5 საათიანი ყოველდღიური საოფისე მუშაობით ერთი დამუხტვით, რასაც ავსებს 65W პორტატული HONOR Supercharger სწრაფი დამუხტვისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის HONOR MagicBook X14 2025-ის შესახებ, გთხოვთ, ეწვიოთ HONOR-ის ოფიციალურ ვებგვერდს: https://www.honor.com/ge/laptops/honor-magicbook-x14-2025/
თუ გიყვარს ფილმების ან სერიალების დიდ ეკრანე ყურება, მაშინ HONOR MagicBook X16 2024 შენთვისაა – შენი პერსონალური კინოთეატრი . წარმოგიდგენთ HONOR MagicBook X16 2024-ს: ფართო ხედები და უწყვეტი პროდუქტიულობა. ეს ახალი ლეპტოპი შექმნილია ფართო ვიზუალური გამოცდილების, მძლავრი წარმადობისა და გაუმჯობესებული მრავალმოწყობილობიანი კავშირის უზრუნველსაყოფად, რაც ემსახურება მომხმარებლებს, რომლებიც მოითხოვენ როგორც პროდუქტიულობას, ასევე სრულყოფილ გართობას.
HONOR MagicBook X16 2024-ის ძირითადი მახასიათებლები:
- ფართო თვალის მოვლის დისპლეი: 16-ინჩიანი Eye Protection HONOR FullView დისპლეი TÜV Rheinland სერტიფიკაციებით და ელექტრონული წიგნის რეჟიმით კომფორტული, სრულყოფილი ხედვისთვის.
- ძლიერი წარმადობა: აღჭურვილია მე-12 თაობის Intel® Core™ i5-12450H პროცესორით, რომელიც უზრუნველყოფს მძლავრ და ეფექტურ წარმადობას.
- ელეგანტური და პორტატული დიზაინი: გააჩნია თხელი და მსუბუქი მეტალის კორპუსი, რომელიც იწონის მხოლოდ 68 კგ-ს და სისქით 17.9 მმ-ია, რაც აადვილებს მის ტარებას ნებისმიერ ადგილას.
- გაუმჯობესებული პროდუქტიულობა: მოიცავს დამოუკიდებელ ციფრულ კლავიატურას კომფორტული 5 მმ კლავიშის სიღრმით და ჩუმი დიზაინით მონაცემთა ეფექტური შეყვანისთვის.
- უწყვეტი მრავალმოწყობილობიანი კოლაბორაცია: მხარს უჭერს HONOR Connect-ს ინტეგრირებული გამოცდილებისთვის მრავალ მოწყობილობაზე, მათ შორის დაკავშირებულ შეყვანაზე (Connected Input), დაკავშირებულ ზარზე (Connected Call) და დაკავშირებულ შეტყობინებაზე (Connected Notification).
- სანდო ბატარეის ხანგრძლივობა: 42Wh ბატარეა უზრუნველყოფს დაახლოებით 5 საათიან ყოველდღიურ საოფისე მუშაობას, რასაც ავსებს 65W პორტატული სწრაფი დამტენი.
დამატებითი ინფორმაციისთვის HONOR MagicBook X16 2024-ის შესახებ, გთხოვთ, ეწვიოთ HONOR-ის ოფიციალურ ვებგვერდს:
https://www.honor.com/ge/laptops/honor-magicbook-x16-2025/
HONOR ასევე გთავაზობთ ორ ახალ, თანამედროვე პლანშეტს: HONOR Pad X9 და HONOR Pad X8a, რომლებიც გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური ფუნქციებით და მომხმარებელზე მორგებული დიზაინით.
HONOR Pad X9 აერთიანებს უახლეს ეკრანულ ტექნოლოგიას, მძლავრ აუდიო სისტემას და გამძლე დიზაინს. მთავარი მახასიათებლებია: 11.5” 120 Hz 2K FullView ეკრანი – მაღალი განახლების სიხშირე და გლუვი ვიზუალები 2000×1200 რეზოლუციით, გარშემო 6 დინამიკიანი აუდიო სისტემა, მსუბუქი მეტალის კორპუსი, Qualcomm Snapdragon® 685 (6 nm) პროცესორი , Android™ 13 ოპერაციული სისტემა – უახლესი აპლიკაციური გამოცდილება და მხარდაჭერა, 7250 mAh დიდი ბატარეა – ძლიერ ხანგრძლივობა, დიდი მეხსიერება – 4 GB RAM + 128 GB ROM, Honor RAM Turbo–ს მხარდაჭერით, 5 MP წინა და უკანა კამერები – ვიდეოზარებისა და სელფის გადაღებებისთვის.
რაც შეეხება, HONOR Pad X8a იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის, ონლაინ სწავლებისთვის და მულტიმედიური კონტენტის მოხმარებისთვის.HONOR Pad X8a მომხმარებლებს სთავაზობს დაბალანსებულ ფუნქციონალს ხელმისაწვდომ ფასად.
მთავარი მახასიათებლები: 11” 90 Hz FullView LCD ეკრანი – გლუვი ვიზუალები, 1920×1200 რეზოლუციით და TÜV Rheinland–ის სერთიფიკატით თვალის დაცვისთვის.
4 დინამიკიანი აუდიო სისტემა – ხარისხიანი და დაბალანსებული ხმა მულტიმედიური მოხმარებისთვის.
მსუბუქი მეტალის კორპუსი – ელეგანტური დიზაინი, მხოლოდ 495 გრამი წონა და 7.25 მმ სისქე
Qualcomm Snapdragon® 680 (6 nm) – ოქტაბირთვული შიდა პროცესორი სიმსუბუქე და ენერგოეფექტურობა
Android 14 + MagicOS 8.0 ოპერაციული სისტემა , 8300 mAh დიდი ბატარეა – ენერგოეფექტურად მუშაობს 2–3 დღის განმავლობაში ერთი დატენვით, 4 GB RAM + ვირტუალური 4 GB Honor RAM Turbo + 64/128 GB შენახვა , HONOR Share + მრავალფუნქციური კავშირები და 5 MP წინა და უკანა კამერები – ვიდეოზარებისთვის და გადასაღებად საკმარისი ხარისხით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://www.honor.com/ge/tablets/
ასევე გაეცანი