,,როგორია ძალთა დაპირისპირება, ვინ არიან აქეთ და იქით? “ორივე მხარეს ქართველები არიან” და ეგ რიჟა ბაზარი არ გვინდა“ – ბექა კობახიძე

2 weeks ago 18

ასოცირებული პროფესორი ბექა კობახიძე:

,,როგორია ძალთა დაპირისპირება, ვინ არიან აქეთ და იქით?

“ორივე მხარეს ქართველები არიან” და ეგ რიჟა ბაზარი არ გვინდა.

იქით მხარეს ასეთი შეკრებაა: 100 ლარად ვყიდი ხმას, 500 ლარად აქციაზე ვცემ ახალგაზრდებს, “მეშინია გაპიდარასტების, მაგრამ ცოცხალი გეი ცხოვრებაში არ მინახავს”, ტენდერი და ატკატი, საწყალი და დაუცველი ხალხი, ყველა გაუნათლებელი უკლებლივ.

აქეთ მხარეს: ვინც ახლა ციხეში ჯდომის რისკზე მიდის, ვინც ფიზიკური დაინვალიდების რისკზე მიდის, ვინც ყველა პრივილეგიაზე შეგნებულად თქვა უარი, მას არამხოლოდ ზუსტად ესმის რისთვის იბრძვის, არამედ ზუსტად იცის, რომ ეს მას და მის ოჯახს პირადად ეხება, 10 წამში მოგიყვება როგორ მიწვდება მას ბიძინას ხელი.

მოტივაცია და მორალი სულ სხვადასხვაა. არ შეიძლება 500 ლარიან ციკლოპს და დემონსტრანტს, რომლის ამ ქვეყანაში ცხოვრების უფლება ახლა წყდება, ერთიდაიგივე მოტივაცია ჰქონდეთ. ამიტომ, არ შეიძლება, შეუძლებელია მოგვიგონ თუ ჩვენ თვითონ არ გადავწყვიტეთ რომ წავაგეთ. ჩვენს ხელშია ეს ამბავი, მთავარია რომ დავიჯეროთ – ჩვენს ხელშია და ბოლომდე უნდა მიწოლა!”

სრულად წაკითხვა