ქართული მოდის ბრენდი Ingorokva, რომელიც 2012 წელს თბილისში დაარსდა, ცნობილია ელეგანტური და თავისუფალი სტილით. Ingorokva განსაკუთრებით პოპულარული გახდა იმით რომ, მისი კოლექციები აერთიანებს: მინიმალიზმს, მონიქრომულ ფერებსა და განსხვავებულ ესთეტიკას.

7მაისს, Mercedes-Benz Fashion Week-ის ახალი სეზონი გაიხსნა. პირველი დღე სწორედ INGOROKVA-ს ახალი კოლექციით ჩვენებით დაიხურა.

ქართულმა ბრენდმა მკაცრი, თუმცა ელეგანტური პალტოებისა და ჟაკეტების კოლექცია წარადგინა. თითოეული ლუქი თავისუფალი ხასიათითა და თანამედროვე სილუეტებით გამოირჩეოდა.

ჩვენებაზე წარმოდგენილი ტანსაცმლის ხაზში სხვადასხვა ფერთა კომბინაცია, ერთიან ჰარმონიულ ტონს ქმნიდა, სადაც მინიმალისტური დეტალები განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანდა.

კლასიკური ელემენტებით შთაგონებული ჟაკეტები და სხეულზე მორგებული უჩვეულო ტექსტურის კაბები, კოლექციის მთავარ ვიზუალურ ხაზად იქცა.

დღეს Ingorokva ერთ-ერთი წარმატებული ბრენდია როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. მისი თითოეული ახალი კოლექცია კი ქართული მოდის სახედ იქცა — ბრენდად, რომელიც საკუთარ ისტორიას მოდის სამყაროში წერს.





ტექსტი: ქეთევან შარაშენიძე
ფოტო: ზაქარია მურმანიშვილი

1 day ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·