როდესაც საქმე Met Gala-ს ჩაცმულობას ეხება, წესი ერთია: იყავი მასშტაბური, გამბედავი და რაც მთავარია შეუსაბამე ეს ყველაფერი თემატიკას. ეს მოდის სამყაროს ყველაზე თეატრალური საღამოა — ამიტომაც სრულიად მოულოდნელია იქ ისეთი ყოველდღიური ნივთის ნახვა, როგორიც ჯინსი და უბრალო სადა მაისური – სწორედ ასეთი ჩაცმულობის გამო მოხვდა ინდოელი მოდელი ბავიტა მანდავა ყურადღების ცენტრში.

პირველი შეხედვით მისი ლუქი თითქოს შორსაა ისეთი დიზაინერული კაბებისგან, რომლებიც ვარსკვლავებს ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე აცვიათ და დომინირებს. თუმცა ბავიტას მიერ მორგებული Chanel-ის ლუქის უკან სულ სხვა დატვირთვა აღმოჩნდა. მისი იატაკამდე ჩამოშვებული, სწორი ჭრის „ჯინსი“ აღებული იყო მატიუ ბლაზის Chanel-ის კოლექციიდან და იმავე ლუქს იმეორებდა, რომლითაც მან დეკემბერში ბრენდის Métiers d’Art შოუ გახსნა.


ლუქი, რომელიც ერთი შეხედვით კლასიკურ დენიმისა და მსუბუქი პერანგის კომბინაციას ჰგავს, სინამდვილეში შექმნილია ულტრა-თხელი აბრეშუმისგან, რომელიც ყოველდღიური ქსოვილების ვიზუალის იმიტაციას ახდენს. ეს trompe l’oeil ეფექტი ბოლო პერიოდში Chanel-ის ერთგვარ ხელწერად იქცა და ის ჩანს ბრენდის გაზაფხული/ზაფხულის haute couture კოლექციაშიც.
მართალია, ეს ლუქი შეიძლება ვერ იძლეოდეს იმ აშკარა დრამატულ ეფექტს, რასაც Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე ვართ მიჩვეული, მაგრამ თავად ბავიტასთვის მას უფრო ღრმა მნიშვნელობა აქვს – მან მოდის ერთ-ერთ მთავარ საღამოზე ისეთი ლუქი გაიმეორა და მოირგო, რომელმაც მისი სამოდელო კარიერის დაწყებას შეუწყო ხელი.
![]()

ბავიტა 2000 წელს ინდოეთის ქალაქ ჰიდერაბადში საშუალო, ნორმალური კლასის ოჯახში დაიბადა და სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა მოდის ინდუსტრიაში. ბავიტა თავდაპირველად მოდელობაზე არც ფიქრობდა. ნიუ-იორკის მეტროში მოდის აგენტთან შემთხვევითმა შეხვედრამ მისი ცხოვრება სრულიად სხვა მიმართულებით წაიყვანა. სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო მისი გზა მოდის სამყაროში – სფეროში, რომელიც მანამდე მის გეგმებში საერთოდ არ ფიგურირებდა. მისი დებიუტი იტალიური მოდის სახლის — Bottega Veneta-ს ჩვენებაზე შედგა, თუმცა ნამდვილი გარდამტეხი მომენტი დადგა მაშინ, როცა ბავიტა გახდა პირველი ინდოელი მოდელი, რომელმაც Chanel-ის Métiers d’Art 2026 წლის ჩვენება გახსნა ლუქით, რომელიც მან Met Gala-ზე მოირგო.

ასევე დაგაინტერესებთ
#OK! მეტროსადგურიდან ბრიტანული ვოგის წინა ყდამდე – ინდოელი მოდელის შთამბეჭდავი ისტორია

4 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·