#OK! Netflix-მა ჰოლივუდის ერთ-ერთი უძველესი სტუდია Warner Bros Discovery-ი იყიდა

1 day ago 4

Netflix-მა და Warner Bros. Discovery-მ ისტორიული გარიგება დადეს, რომლის მიხედვით სტრიმინგ კომპანია Netflix  კინოფილმებისა და ტელეგადაცემის მწარმოებელ კომპანია Warner Bros.-ს, ასევე მის კინო და სატელევიზიო სტუდიებს, HBO Max-ს და HBO-ს შეიძენს.

 Netflix signs the purchase of Warner Bros. for $72 billion and prepares to build a mega-catalog - Meristation

Netflix -ის მფლობელობაში ჰოლივუდის ერთ-ერთი უძველესი, 1923 წელს დაარსებული სტუდია გადადის, რომელსაც უზარმაზარი ბიბლიოთეკა, 2.5 მილიარდ დოლარზე მეტი წლიური შემოსავალი და პოპულარულ ფილმებზე  უფლებები ეკუთვნის, რომელთა მონეტიზაცია ათწლეულების განმავლობაშია შესაძლებელი. ამგვარად, Netflix იძენს უფლებებს ისეთ ფილმებზე, როგორიცაა ჰარი პოტერი, „სამეფო კარის თამაშები“, „ბეჭდების მბრძანებელი“, „მეგობრები“, „სოპრანოს კლანი“, „დიდი აფეთქების თეორია“ და ათობით სხვა.

Netflix покупает Warner Bros. вместе с игровым подразделением | StopGame

„ეს შენაძენი გააძლიერებს ჩვენს შეთავაზებას და დააჩქარებს ჩვენს ბიზნესს მომავალი ათწლეულების განმავლობაში. Warner Bros.-მა საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ჩამოაყალიბა გასართობი ინდუსტრია და აგრძელებს ამას თავისი ფენომენალური შემოქმედებითი ლიდერობისა და წარმოების შესაძლებლობების წყალობით“- განაცხადა Netflix-ის თანააღმასრულებელმა დირექტორმა გრეგ პიტერსმა.

ინდუსტრიაში განიცდიან, რომ Netflix-ის ციფრული სტრატეგია კინოგაქირავებაზე იმოქმედებს, რადგან Warner Bros.-ის რელიზები ყოველწლიურად უზარმაზარ აუდიტორიას იზიდავს, თუმცა Netflix-მა პირობა დადო, რომ გააგრძელებს სტუდიის ფილმების კინოთეატრებში გაშვებას.

Netflix покупает Warner Bros. Discovery и HBO Max - Shazoo

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ კინომწარმოებელი 72 მილიარდ დოლარად შეიძინა. გარიგების დასრულება 2026 წელს არის დაგეგმილი, მაგრამ მანამდე მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა დაამტკიცოს.

Bloomberg-მა კომპანიების გაერთიანებას ისტორიული უწოდა. Reuters-ის ვარაუდით, გარიგებას ევროპასა და შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვანი ანტიმონოპოლიური შემოწმება ელის, რადგან ის მსოფლიოში უდიდეს სტრიმინგ კომპანიას საკუთრებაში გადასცემს კონკურენტს, რომელსაც თითქმის 130 მილიონი გამომწერი ჰყავს.

სააგენტოს ცნობით, კონგრესის ზოგიერთმა წევრმა განაცხადა, რომ Netflix-სა და Warner Bros.-ს შორის დადებულმა გარიგებამ შეიძლება მომხმარებლები და ჰოლივუდი დააზარალოს, ხოლო Paramount-მა, დევიდ ელისონის ხელმძღვანელობით, გაყიდვის პროცესი იურიდიული საფუძვლით ეჭვქვეშ დააყენა.

სრულად წაკითხვა