ბოლო პერიოდში ტიკტოკზე გავრცელდა მოსაზრება, რომ 2026 ახალი 2016-ია. წარსულის ესთეტიკა: ქუჩის სტილი, მარტივი ტექნოლოგიური დიზაინი, გრაფიკული მაისურები და სოცილაური მედიის ტრენდები კვლავ აქტუალურია.
TikTok-მა მნიშვნელოვანი როლს შეასრულა ამ ტენდენციის გავრცელებაში. მომხმარებლებმა ხელახლა შექმნეს ან გაიხსენეს 2016 წლის ვირუსული მომენტები, მათ შორის Bottle Flip Challenge, Mannequin Challenge, Niantic-ის Pokémon Go, dabbing და სხვა.
მოდით, თვალი გადავავლოთ იმ ტრენდებს, რომლებიც ათი წლის შემდეგაც პოპულარულია:

მოდა
2016 წელს oversized მაისურები, დიდი პრინტები და სლოგანები ქუჩის სტილის სიმბოლოდ ითვლებოდა. 2026 წელსაც ისინი კვლავ აქტუალურია.
2016 წლის მოდას თავისებური იერი ჰქონდა. გამორჩეული იყო ე.წ ჩოკერები – ეს ტენდენცია დღესაც ნაწილობრივ შენარჩუნებულია. ისინი არა მხოლოდ პოდიუმებზე, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც დომინირებდნენ.
ფოტოესთეტიკა: 2016-ის ვიზუალური სტილი
2016 წელს სოციალურ ქსელებში დომინირებდა ზედმეტად კაშკაშა ფილტრები. დღეს, 2026 წელს, ეს ვიზუალური ტენდენცია კვლავ აქტუალურია. ადამიანები ხელახლა იყენებენ Instagram-ის, VSCO-სა და Snapchat-ის ადრეულ ფილტრებს მსგავსი ეფექტების მისაღებად.

მუსიკა და პოპ კულტურა
2010-იანი წლების შუა პერიოდის ელექტრონული მუსიკა ახლა კვლავ პოპულარული გახდა.
ახალი არტისტები ძველი ჰიტების თანამედროვე და ახლებურ ვარიაციებს გვთავაზობენ. ქმნიან რემიქსებს და მუსიკას ახალ ენერგიას სძენენ.

„Wired“ ყურსასმენების დაბრუნება
2026 წელს კლასიკური „wired“ ყურსასმენების დაბრუნებაც ვიხილეთ. ეს ტენდენცია მხოლოდ ხმოვანი ხარისხითა და ნოსტალგიით არ აიხსნება — მას ხელი TikTok-ის ინფლუენსერებმაც შეუწყვეს. ისინი ხშირად აზიარებენ ვიდეოებს, სადაც კლასიკური ყურსასმენებით უსმენენ მუსიკას დაახალგაზრდებს უხსნიან, რომ ეს არა მხოლოდ ფუნქციური მოწყობილობა, არამედ სტილის ელემენტიცაა.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·