#OK! #OK! იასმინ გაური – სად გაქრა 90-იანი წლების გამორჩეული სუპერმოდელი

1 hour ago 1

კანადელი ლამაზმანი იასმინ გაური პაკისტანელი და გერმანელი მშობლების ოჯახში დაიბადა. მამა, მოინ გაური, მუსლიმი სასულიერო პირი იყო და შვილის სამოდელო კარიერას ეწინააღმდეგებოდა.

„მუსლიმებს ცეკვის უფლება არ აქვთ. კანი არ უნდა გამოაჩინონ, მოკრძალებულად უნდა ეცვათ. ეს ყველაფერი სრულიად საპირისპიროა იმისა, რასაც ახლა ვაკეთებ“ – ამბობდა იასმინი ერთ-ერთ ინტერვიუში.

იამსინი 17 წლის ასაკში აღმოაჩინეს, როდესაც ადგილობრივ მაკდონალდსში მუშაობდა. მისი ტალანტი Platine Coiffure-ის მხატვრულმა დირექტორმა, ედვარდ ზაქარიამ შენიშნა. მოდელის კარიერის გასაგრძელებლად ჯერ მილანსა და პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, 1990 წელს კი ნიუ-იორკში დასახლდა.

“ყავისფერი კანი, დამახასიათებელი მზერა და მანერები მკაფიოდ განასხვავებს მას ინდუსტრიის სხვა მოდელებისგან“ – ასე ახასაითებდა იასმინს „ნიუ-იორკ თაიმსი“.

90-იანი წლების დასაწყისიდან შუა პერიოდამდე იასმინი მრავალი წამყვანი მოდის ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა, მათ შორის „ვოგისა“ და „ელლის“, სადაც მის ფოტოსესიას ცნობილი ფოტოგრაფი სტივენ მესიალი ხელმძღვანელობდა.

გარდა მაღალი კლასის მოდის სახლებისა, როგორიცაა Versace, Chanel, Helmut Lang და Lanvin, გაური ხშირად ფიგურირებდა Victoria’s Secret-ის კატალოგებში. 1992 წელს მონაწილეობა მიიღო Versace-ს ცნობილ „Bondage“-ის ჩვენებაში. მომდევნო წელს კი  Hermès-ისა და Lanvin-ის სახე გახდა.

ის ერთ-ერთი პირველი მუსლიმი ქალი იყო, რომელმაც მოდის ინდუსტრიაში შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია.

თუმცა პოპულარობის პიკში, იასმინმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა და დრო ოჯახს დაუთმო. მისი მეუღლე იურისტი რალფ ბერნშტეინი გახდა. წყვილი დღემდე ერთად ცხოვრობს და ორ შვილს ზრდის.

მიუხედავად იმისა, რომ მისი ცხოვრების შესახებ საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება, იასმინი მაინც პერიოდულად ჩნდება საქველმოქმედო ღონისძიებებზე. ყოფილი მოდელი აქტიურია სოციალურ ქსელშიც და Instagram-ზე ოჯახურ კადრებს ხშირად აზიარებს.

სრულად წაკითხვა