#OK! Prada კრიტიკის ცენტრშია – ბრენდმა პირველ პალესტინელ ამბასადორად სეინტ ლევანტი დაასახელა

3 weeks ago 78

იტალიური მოდის სახლი Prada სოციალურ ქსელებში კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც ბრენდის ახალ ამბასადორად (ბრენდის ელჩად) პალესტინელი მომღერალი სეინტ ლევანტი (ნამდვილი სახელი – მარვან აბდელჰამიდი) დაასახელა.

თანამშრომლობა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მუსიკოსი Prada-ს 2027 წლის გაზაფხული/ზაფხულის მამაკაცის კოლექციის ჩვენებას დაესწრო მილანში. მოგვიანებით ბრენდმა სოციალურ ქსელებში ღონისძიებიდან ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც სეინტ ლევანტი Prada-ს სამოსშია წარმოდგენილი.

კრიტიკის მთავარი მიზეზი მომღერლის ყელსაბამი გახდა, რომელზეც ისტორიული პალესტინის კონტური იყო გამოსახული. სოციალურ ქსელებში პრადას ზოგიერთმა მომხმარებელმა განაცხადა, რომ ეს სიმბოლო „ისრაელს შლის“ რუკიდან და ბრენდი ამ გზავნილს მხარს უჭერს. ამის გამო არაერთმა პროსახელისუფლებო ისრაელის მხარდამჭერმა მომხმარებელმა Prada-ს ბოიკოტისკენაც მოუწოდა.

მეორე მხრივ, სეინტ ლევანტის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ყელსაბამი პალესტინური იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის გამოხატულებაა და მას პოლიტიკური გზავნილის ნაცვლად კულტურული მნიშვნელობა აქვს.

ამ დრომდე Prada-ს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია და არც თავად სეინტ ლევანტსაც კრიტიკის შესახებ საჯაროდ არ უსაუბრია.

ლევანტმა, რომელიც იერუსალიმში დაიბადა და ღაზაში გაიზარდა, საერთაშორისო პოპულარობა არაბულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე შესრულებული სიმღერებით მოიპოვა. ის ხშირად საუბრობს საკუთარ პალესტინურ ფესვებზე და Prada-ს ისტორიაში პირველი პალესტინელი ამბასადორია (ბრენდის ელჩი).

 Hitmaker's 'New Wave' of Arabic Music (Billboard Arabia)

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს კოსმეტიკურმა ბრენდმა Huda Beauty-მაც დაიწყო თანამშრომლობა სეინტ ლევანტთან. ბრენდმა ეს კოლაბორაცია პალესტინური კულტურისა და გამძლეობის პატივსაცემ ინიციატივად წარადგინა, ხოლო გაყიდვებიდან მიღებული თანხის ნაწილი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების მხარდასაჭერად გამოყო.

  'Do you really care about Gaza?' | The National

სრულად წაკითხვა