#OK! RAINBOWMODELSAGENCY – განვითარების გზა აკადემიიდან საერთაშორისო მოდის ინდუსტრიამდე 

10 hours ago 4

დღეს მოდის ინდუსტრია აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ვიზუალური მხარითის არის სტრუქტურირებული, საერთაშორისო და მკაფიო წესებით განსაზღვრული სფერო, სადაცწარმატებისთვის აუცილებელია პროფესიონალური მომზადება და სწორი წარდგენა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება RainbowModelsAgency, რომელიც ქმნის რეალურ შესაძლებლობასდამწყები მოდელებისთვის. 

სამოდელო სააგენტო RainbowModelsAgency დაარსდა 2009 წელს საქართველოში, დიზაინერ ია ღონიაძის მიერ. თავდაპირველად პროექტი ფუნქციონირებდა როგორც მოსამზადებელიაკადემია და ტრენინგ ცენტრი, რომელიც მიზნად ისახავდა დამწყები მოდელების პროფესიონალურ განვითარებასა და ინდუსტრიისთვის მომზადებას. 

 

2019 წლიდან სააგენტომ აქტიურად დაიწყო საერთაშორისო მიმართულებით განვითარება, დაამყარა კონტაქტები უცხოურ სააგენტოებთან და ჩაერთო საერთაშორისო კასტინგებსა დამოდის პროექტებში. 

დღეს RainbowModelsAgency წარმოადგენს სრულფასოვან პლატფორმას, რომელიც აერთიანებს მოდელის მომზადებას, მენეჯმენტსა და საერთაშორისო ბაზართან დაკავშირებას.სააგენტოს გუნდი ზრუნავს თითოეული მოდელის პროფესიონალურ განვითარებაზეპორტფოლიოს შექმნიდან დაწყებული, საერთაშორისო სააგენტოებთან რეკომენდაციითა დაწარდგენით დამთავრებული. 

 

პროფესიონალური მომზადება და პორტფოლიო 

RainbowModelsAgency-ში მოდელები გადიან სრულ მომზადებას, რომელიც მოიცავს: 

  • პროფესიონალური პორტფოლიოს შექმნას და მოწესრიგებას 
  • მოდელინგის ტესტ ფოტოსესიებს 
  • სნეპების (ბუნებრივი კადრების) გადაღებას 
  • ვიდეო პრეზენტაციის მომზადებას 

ეს პროცესი უზრუნველყოფს, რომ თითოეული მოდელი წარსდგეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ვიზუალური მასალით. 

 

გზა საერთაშორისო სააგენტოებამდე  

სააგენტოს მთავარი მიზანია მოდელების დაკავშირება ევროპისა და აზიის წამყვან სამოდელო სააგენტოებთან. 

სწორად მომზადებული პორტფოლიოსა და პროფესიონალური წარდგენის შედეგად, მოდელებს ეძლევათ შესაძლებლობა: 

  • მიიღონ საერთაშორისო კონტრაქტები 
  • იმუშაონ დაფინანსებულ პროექტებზე 
  • ითანამშრომლონ საერთაშორისო ბრენდებთან 

პროცესი გამარტივებულია და სტრუქტურირებული: სააგენტო უზრუნველყოფს პორტფოლიოს სწრაფ და პროფესიონალურ მომზადებას, ასევე ორგანიზებას უწევს ლაივ კასტინგებს, რაცმოდელებს აძლევს რეალურ შესაძლებლობას მიიღონ სამუშაო კონტრაქტები ევროპის და აზიის წამყვან სამოდელო სააგენტოებში. 

 

საერთაშორისო მოდის კვირეულები  

გარდა სააგენტოს შიდა განვითარების პროგრამისა, მოდელებს ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ მსოფლიოს წამყვან მოდის კვირეულებში, რაც კიდევ უფროაძლიერებს მათ გამოცდილებას და საერთაშორისო ხილვადობას. 

RainbowModelsAgency ქმნის გზას მათთვის, ვინც მზად არის გადადგას პირველი ნაბიჯი დიდი მოდის სამყაროსკენ. 

 

„სააგენტო ჩემთვის უბრალოდ სამუშაო ადგილი არ არის – ეს ჩემი მეორე ოჯახია. 

ჩვენთან მოდელები იზრდებიან, სწავლობენ, იძენენ თავდაჯერებას და ქმნიან საკუთარ ისტორიას. 

ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ RainbowModelsAgency-მ წლების განმავლობაში აღზარდა უამრავი ნიჭიერი ადამიანი, რომლებიც დღეს უკვე საერთაშორისო დონეზე მუშაობენ დააგრძელებენ ჩვენი სააგენტოს ისტორიას.“- ია ღონიაძე 

სააგენტოს წარმატებული სახეები 

დავით პეტრიჩენკო 

დავით პეტრიჩენკო არის 18 წლის ქართველი მოდელი, რომელიც თანამშრომლობს RainbowModelsAgency-თან. 

მან სამოდელო კარიერა ძალიან ახალგაზრდა ასაკში დაიწყო და მალევე მიიღო საერთაშორისო გამოცდილება. 16 წლის ასაკში პირველად გაემგზავრა სამხრეთ კორეაში, სადაცპროფესიონალური გამოცდილება მიიღო და მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენა. 

შემდგომ მან გააფორმა კონტრაქტი ტაივანში, სადაც მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტში და მისი ნამუშევრები მოხვდა მსოფლიოს წამყვან მოდის ჟურნალებში. განსაკუთრებითაღსანიშნავია მისი გამოჩენა Taiwan Vogue-ში. 

დავითს ასევე აქვს მუშაობის გამოცდილება ჩინეთში, ტაივანსა და სამხრეთ კორეაში. 

ნიკო სვანიძე 

ნიკო სვანიძე ახალგაზრდა ქართველი მოდელია, რომელმაც კარიერა 17 წლის ასაკში დაიწყო. 

RainbowModelsAgency-ში მოსვლიდან მხოლოდ ერთ თვეში წარმატებით მოაწესრიგა პროფესიონალური პორტფოლიო, რის შემდეგაც პირდაპირ მიიღო დაფინანსებული საერთაშორისოკონტრაქტები. 

პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო კონტრაქტი სამხრეთ კორეაში, შემდეგ კი ჩინეთში მუშაობა. ამჟამად ნიკო ტაივანში იმყოფება და აქტიურად აგრძელებს საერთაშორისოკარიერას. 

მისი სწრაფი პროგრესი და შედეგები მას ერთერთ მოთხოვნად ქართველ მოდელად აქცევს აზიის ბაზარზე. 

ანნა ჩიბიროვი 

ანნა ჩიბიროვი 23 წლის ქართველი მოდელია, რომელიც უკვე ოთხი წელია აქტიურად მუშაობს სამოდელო ინდუსტრიაში. 

კარიერის განმავლობაში მან იმუშავა საერთაშორისო ბაზარზე და მონაწილეობა მიიღო პროექტებში ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, საბერძნეთში, საფრანგეთში, თურქეთსა და დუბაიში. 

ანნამ მოკლე დროში წარმატებით მოიწესრიგა RainbowModelsAgency-ის პორტფოლიო და პირველივე პრეზენტაციით მიიქცია ყურადღება. 

დღეს ის აგრძელებს აქტიურ კარიერას, როგორც მოთხოვნადი საერთაშორისო მოდელი. 

ნატა ცეცხლაძე 

ნატა ცეცხლაძე 17 წლის მოდელია, რომელიც ბავშვობიდან აქტიურად არის ჩართული მოდის ინდუსტრიაში. 

მან ადრეული ასაკიდანვე დაიწყო პროფესიული განვითარება და მონაწილეობდა არაერთ მოდის კვირეულში, ჩვენებაში, ფოტოსესიასა და სხვადასხვა პროფესიულ პროექტში. 

დღეს ნატა აგრძელებს აქტიურ განვითარებას, მუშაობს საკუთარი პორტფოლიოს გაძლიერებაზე და ემზადება საერთაშორისო კასტინგებისა და უცხოურ სააგენტოებთანთანამშრომლობისთვის. 

ლიკა ხიმშიაშვილი 

ლიკა ხიმშიაშვილი, 17 წლის, უკვე ორი წელია RainbowModelsAgency-ის მოდელია. 

ამ პერიოდში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა პროექტსა და პროფესიულ აქტივობაში, რამაც მნიშვნელოვანი გამოცდილება და თავდაჯერება შესძინა. 

იგი აქტიურად აგრძელებს განვითარებას და სამომავლოდ საერთაშორისო სამოდელო კარიერის შექმნას ისახავს მიზნად. 

ხატია ხაბაზი 

ხატია ხაბაზი 17 წლის მოდელია, რომელიც თავდაჯერებულად დგამს პირველ ნაბიჯებს მოდის ინდუსტრიაში და აქტიურად მუშაობს პროფესიული კარიერის განვითარებაზე. 

ის თანამშრომლობს RainbowModelsAgency-თან, სადაც აგროვებს გამოცდილებას, ავითარებს პროფესიულ უნარებს და ქმნის მრავალფეროვან პორტფოლიოს. 

ხატიამ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ფოტოსესიასა და მოდის პროექტში. ასევე ითანამშრომლა Iagoniadze Fashion House-თან და მონაწილეობა მიიღო Georgia Fashion Week-ში, სადაცპოდიუმზე წარადგინა ბრენდის კოლექცია. 

დღეს ხატია აგრძელებს აქტიურ განვითარებას, მუშაობს საკუთარი პორტფოლიოს გაძლიერებაზე, იძენს ახალ გამოცდილებას და მიზნად ისახავს საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაშიწარმატებული კარიერის შექმნას. 

Rainbow Models Agency Kids  

სად იწყება პატარა ვარსკვლავების დიდი ისტორია 

ყველა წარმატებული მოდელის გზა პირველი ნაბიჯით იწყება. სწორედ ამიტომ, სააგენტო ეძებს ნიჭიერ, ენერგიულ და თავდაჯერებულ პატარა ვარსკვლავებს, რომლებიც მზად არიანაღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და გახდნენ დიდი მოდის სამყაროს ნაწილი. 

ბავშვები სწავლობენ: 

  • პროფესიონალური პორტფოლიოს შექმნას 
  • მოდის ფოტოსესიებში მონაწილეობას 
  • ვიდეო პრეზენტაციის მომზადებას 
  • პოდიუმზე სწორად სიარულს 
  • მონაწილეობას ჩვენებებში, ფესტივალებსა და შემოქმედებით პროექტებში 

ნატალი შაპოვალოვა 

მხოლოდ 8 წლის ასაკში ნატალი შაპოვალოვას უკვე 4-წლიანი გამოცდილება აქვს მოდელინგში. 

ის RainbowModelsAgency-ის საბავშვო ჯგუფში 4 წლიდან იზრდება, ვითარდება და წარმატებით მონაწილეობს მოდის პროექტებში, ფოტოსესიებსა და ჩვენებებში. 

თაია ჯაფარიძე 

7 წლის თაია ჯაფარიძე უკვე სამი თვეა RainbowModelsAgency-ის საბავშვო ჯგუფის მოსამზადებელ კურსზეა. 

თაიამ წარმატებით გაიარა პირველი პროფესიონალური ფოტოსესია, მარტივად გაართვა თავი კამერის წინ მუშაობას და უკვე მოიწესრიგა საკუთარი პორტფოლიო. 

მისი მიზანია გახდეს წარმატებული მოდელი და ერთ დღეს საერთაშორისო პოდიუმზე იდგეს. 

ტექსტი: მარიამ შულაია

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! IAGONIADZE FASHION HOUSE — ქართული ბრენდი, რომელიც საერთაშორისო მოდის სცენას იპყრობს

სრულად წაკითხვა