#OK! Sheraton Tbilisi-ის გარე აუზი ზაფხულის სეზონისთვის ოფიციალურად გაიხსნა

12 hours ago 12

ზაფხულის დადგომასთან ერთად, Sheraton Tbilisi-ის გარე აუზი უკვე ოფიციალურად გაიხსნა და სტუმრებს დასვენებისა და განტვირთვისთვის იღებს. ქალაქის შუაგულში განთავსებული ეს სივრცე სტუმრებს საშუალებას აძლევს, ყოველდღიური რუტინა დროებით გვერდზე გადადონ და მშვიდ, კომფორტულ გარემოში გაატარონ დრო.

გამწვანებული და მყუდრო გარემოთი გარშემორტყმული აუზის ზონა იდეალურ შესაძლებლობას ქმნის როგორც დასვენებისთვის, ისე ქალაქის ხმაურისგან დროებით გასაქცევად. კომფორტული შეზლონგები და კაბანები სტუმრებს საშუალებას აძლევს, დღე სრულად განტვირთვაში გაატარონიქნება ეს მზის აბაზანები, გამაგრილებელი ცურვა თუ უბრალოდ მშვიდი დასვენება წყლის პირას.

სივრცე ასევე მოიცავს ბარსა და სეზონურ შეთავაზებებს, სადაც სტუმრებს შეუძლიათ მსუბუქი სასმელებითა და ზაფხულის განწყობით დატკბნენ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად.

Sheraton Tbilisi-ის გარე აუზი უკვე ტრადიციულად რჩება ერთერთ ყველაზე სასურველ ადგილად მათთვის, ვინც ქალაქში კომფორტულ, ესთეტიკურ და ზაფხულის განწყობით სავსე დასვენებას ეძებს.

 Pictures & Reviews - Tripadvisor

📍თელავის ქ. 20

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! ზაფხულის სეზონი შერატონში – ტერასები, პანორამული ხედები და თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გასტრონომიული სივრცე

სრულად წაკითხვა