ღონისძიების წარმატება ხშირად იმ ტექნიკურ დეტალებზეა დამოკიდებული, რომლებიც სცენაზე თვალით არ ჩანს, თუმცა ყველაზე დიდ როლს თამაშობს.
სწორედ ასეთ სერვისებს გვთავაზობს ქართული კომპანია Studio Sound-ი რომელიც სცენის კონსტრუქციით, საუნდ სისტემით, სასცენო განათებითა და LED ეკრანებით უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს.
კომპანიის მთავარი მიზანი პროფესიული მიდგომა და განსხვავებული გარემოს შექმნაა, რომელიც მაყურებლისთვის დასამახსოვრებელ გამოცდილებას უზრუნველყოფს. ღონისძიების წარმატებისთვის მნიშვნელოვანია სწორი და პროფესიონალური ხედვა, რაშიც კომპანია Studio Sound მომხმარებლებს სრულ მხარდაჭერას სთავაზობს.
კომპანიის დამფუძნებელი ალექს სამუშია გვიამბობს, როგორ დაიწყო მისი გზა ამ სფეროში და რა გახდა Studio Sound -ის შექმნის საფუძველი. ინტერვიუში ის დეტალურად საუბრობს კომპანიის საქმიანობაზე, სერვისებზე და იმ ხედვაზე, რომლის მიხედვითაც კომპანია ცდილობს თითოეული ღონისძიება გამორჩეულ შოუდ აქციოს.

როგორ დაიწყო თქვენი გზა ამ სფეროში და რამ განაპირობა მუსიკალური აპარატურის გაქირავების ბიზნესის შექმნა?
მუსიკა და ტექნიკა ყოველთვის ჩემი დიდი ინტერესის სფერო იყო. თავდაპირველად DJ მიმართულებით დავიწყე საქმიანობა და სხვადასხვა ღონისძიებაზე მუშაობისას ძალიან ახლოს გავიცანი ამ სფეროს ყველა დეტალი — რა მნიშვნელობა აქვს ხარისხიან ხმას, სწორ განათებასა და ტექნიკურ გამართულობას. სწორედ ამ გამოცდილებამ დამანახა, რომ საქართველოში იზრდებოდა მოთხოვნა პროფესიონალურ ტექნიკურ მომსახურებაზე, თუმცა ხშირად კლიენტებს სრულყოფილი სერვისის მიღება ერთ სივრცეში უჭირდათ.
ამ ყველაფერმა მიბიძგა, 2015 წელს დამეარსებინა კომპანია „სტუდიო საუნდი“, რომლის მიზანიც იყო მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის, თანამედროვე და სანდო ტექნიკური მომსახურების შეთავაზება. თავიდან ყველაფერი მცირე მასშტაბით დაიწყო, თუმცა წლების განმავლობაში გამოცდილებამ, პროფესიონალურმა გუნდმა და მომხმარებლების ნდობამ მოგვცა შესაძლებლობა, ერთ-ერთ სტაბილურ და მოთხოვნად კომპანიად ვქცეულიყავით ამ სფეროში.

რას სთავაზობს თქვენი კომპანია მომხმარებლებს და რით განსხვავდებით ბაზარზე?
„სტუდიო საუნდი“ მომხმარებლებს სთავაზობს ნებისმიერი ტიპის ღონისძიების სრულ ტექნიკურ უზრუნველყოფას. ჩვენი მომსახურება მოიცავს:
- პროფესიონალურ საუნდ სისტემებს
- სასცენო განათებას
- LED ეკრანებს
- სცენის კონსტრუქციასა და გადახურვას
- ტექნიკურ დაგეგმვასა და ადგილზე მართვას
ჩვენი მთავარი უპირატესობა არის ხარისხზე ორიენტირება, პასუხისმგებლობა და ინდივიდუალური მიდგომა თითოეული პროექტის მიმართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აპარატურის მიწოდება, არამედ ის, რომ ღონისძიებამ იდეალურად ჩაიაროს ტექნიკური თვალსაზრისით.
ბაზარზე გამოგვარჩევს გამოცდილება, თანამედროვე ტექნიკური ბაზა და გუნდი, რომელიც თითოეულ ღონისძიებას განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება — იქნება ეს მცირე კერძო ივენთი თუ მასშტაბური კონცერტი.

რა ტიპის მუსიკალურ ღონისძიებებზე მუშაობთ ყველაზე ხშირად?
ვმუშაობთ პრაქტიკულად ყველა ტიპის ღონისძიებაზე. მათ შორის:
- კორპორატიული ღონისძიებები
- კონცერტები და ფესტივალები
- ქორწილები და კერძო წვეულებები
- სახელმწიფო და მუნიციპალური ღონისძიებები
- ბრენდული პრეზენტაციები
- კლუბური და გასართობი ივენთები
ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა მასშტაბურ ღია სივრცის ღონისძიებებზე, სადაც ტექნიკურ სიზუსტეს და გამოცდილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
გაქვთ თუ არა ისეთი სერვისი, რომელიც განსაკუთრებით კომფორტულს ხდის კლიენტებისთვის თანამშრომლობას?
დიახ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის სრული ტექნიკური სერვისი ერთ სივრცეში. კლიენტს არ სჭირდება სხვადასხვა კომპანიის მოძიება ცალ-ცალკე ხმის, განათების, სცენის ან LED ეკრანისთვის — ყველაფერს ერთიანი გუნდით ვუზრუნველყოფთ.
ასევე, თითოეულ პროექტზე ვთავაზობთ ტექნიკურ კონსულტაციას, ლოკაციის შეფასებას და ღონისძიების სპეციფიკაზე მორგებულ გადაწყვეტებს. ჩვენი მიზანია, მომხმარებლისთვის პროცესი იყოს მაქსიმალურად მარტივი, კომფორტული და მშვიდი.

რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხიანი აპარატურა ღონისძიების წარმატებისთვის?
ხარისხიანი აპარატურა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ნებისმიერი ღონისძიების წარმატებისთვის. შესაძლოა იდეალურად იყოს დაგეგმილი პროგრამა, მოწვეული იყვნენ კარგი არტისტები, თუმცა თუ ტექნიკური ნაწილი ვერ მუშაობს გამართულად — ეს მთლიან შთაბეჭდილებაზე პირდაპირ აისახება.
პროფესიონალური ხმა, განათება და ვიზუალური ეფექტები ქმნის ემოციას, ატმოსფეროს და იმ გამოცდილებას, რომელიც სტუმრებს დიდხანს ახსოვთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ როგორც აპარატურის ხარისხს, ასევე ტექნიკური გუნდის პროფესიონალიზმს.
რა იყო ყველაზე რთული პროექტი, რომელიც თქვენმა გუნდმა წარმატებით შეასრულა?
ყველა მასშტაბურ პროექტს თავისი სირთულე აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ღია სივრცეში ჩატარებულ ღონისძიებებს, სადაც მნიშვნელოვანია დროის სწორი მართვა, უსაფრთხოება და ტექნიკური სიზუსტე.
ერთ-ერთი ყველაზე რთული პროექტი იყო მრავალათასიანი ღონისძიება ღია სივრცეში, სადაც მოკლე დროში მოგვიწია სრული ინფრასტრუქტურის მოწყობა — სცენის მონტაჟი, განათება, ძლიერი საუნდ სისტემა და LED ეკრანების ინტეგრაცია. მიუხედავად დიდი პასუხისმგებლობისა და რთული ტექნიკური დეტალებისა, ჩვენმა გუნდმა პროექტი წარმატებით შეასრულა, რამაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია გამოცდილება და გუნდური მუშაობა.

რა არის თქვენი კომპანიის მთავარი მიზანი უახლოეს წლებში და რას გეგმავთ განვითარებისთვის?
ჩვენი მთავარი მიზანია, „სტუდიო საუნდი“ კიდევ უფრო განვითარდეს და რეგიონში ერთ-ერთ წამყვან ტექნიკურ კომპანიად ჩამოყალიბდეს. მუდმივად ვმუშაობთ ტექნიკური ბაზის განახლებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და გუნდის პროფესიულ განვითარებაზე.
გვინდა მომხმარებლებს შევთავაზოთ კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის მომსახურება და საერთაშორისო დონის პროექტებში აქტიურად ჩავერთოთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ღონისძიება იყოს არა უბრალოდ ტექნიკურად გამართული, არამედ ემოციურად დასამახსოვრებელი გამოცდილება როგორც ორგანიზატორებისთვის, ისე სტუმრებისთვის.
ტექსტი: ქეთევან შარაშენიძე

1 week ago
22







English (US) ·
Georgian (GE) ·