OK! Talks დეზინფორმაცია საფრთხე – საქართველოს ევროპულ მომავალს!

3 hours ago 1

3 თებერვალს სასტუმრო პულმანში OK! ჟურნალის – ის ორგანიზებით გაიმართა მულტიმედია პროექტი სახელწოდებით – ევროპა ჩვენი არჩევანი. პანელურ დისკუსიაზე მოწვეული იყვნენ ისეთი სპიკერები როგორებიც არიან: განათლების ექსპერტი პაატა პაპავა, ფსიქოლოგიის მკვლევარი ნათია სორდია, ბიზნეს კონსულტანტი ნიკოლოზ შურღაია, დრამატურგი პაატა ციკოლია და სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტი თინათინ სტამბოლიშვილი.

ღონისძიების მთავარი თემა იყო დეზინფორმაცია, როგორც საფრთხე საქართველოს ევროპულ მომავალს. დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ ბიზნესის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები და სხვა დაინტერესებული პირები. სპიკერებმა დამსწრე საზოგადოებასთან  ერთად განიხილეს თუ რას ნიშნავს პროპაგანდა, როგორ მუშაობს დეზინფორმაცია, რა საფრთხეს უქმნის იგი საქართველოს ევროპულ მომავალს და როგორ ვებრძოლოთ მას.

მოგეხსენებათ, რომ პროპაგანდის მძლავრი მექანიზმია დეზინფორმაცია. იგი მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელებას გულისხმობს და საზოგადოების დაბნევას, შეშინებას, პოლიტიკური უპირატესობისა და ფინანსური სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული. OK! Talks-ის პანელურ დისკუსიაზე სპიკერებმა დეზინფორმაცია სხვადასხვა ჭრილში განიხილეს.

მაგალითად ფსიქოლოგმა ნათია სორდიამ აღნიშნა, რომ ადამიანები დეზინფორმაციის მიმართ მაშინ არიან მოწყვლადები, როცა რეალურ სამყაროში მიღებული გამოცდილებით უყურებენ ვირტუალურ სამყაროში გავრცელებულ ინფორმაციას.

თინათინ სტამბოლიშვილის აზრით

 საბჭოთა კავშირთან შედარებით, დღეს გაცილებით მარტივია, პროპაგანდას დავუპირისპიროთ რეალობა, რადგან არსებობს ამის მეთოდოლოგია..

პაატა ციკოლიას შეხედულებით კი  დეზინფორმაცია პირდაპირპროპორციულია ადეკვატურობის.

დეზინფორმაციად მიმაჩნია ის, რაც გვაკარგვინებს ადეკვატურობას და გვაგდებს საფრთხეში. გვაგდებს ისეთ სერიოზულ ეგზისტენციალურ საფრთხეში, რომლისგანაც შეიძლება უბრალოდ ვერ გადავრჩეთ. ამიტომ ნებისმიერი ფორმით უნდა ვაძლიერებდეთ რუსთაველის გამზირს რომ ამ ქვეყანაში არ დადგეს რეალობა, რაც ეჭვქვეშ დააყენებს ნებისმიერი ჩვენგანის გადარჩენის შანსებს.“

ნიკოლოზ შურღაიამ დამსწრე საზოგადოებას ზუსტად განუმარტა თუ რას გულისხმობს ეგზისტენციალური საფრთხე. მან აღნიშნა, რომ თუკი საქართველო აღმოჩნდება ამ რეალობის წინაშე,ძალიან ცუდი შედეგი დადგება, რადგან ჩვენ აღარ გვაქვს რესურსი გავუძლოთ ემიგრაციის ზრდას.

OK! Talks-ის ღონისძიებაზე ასევე სპიკერებმა განიხილეს კონკრეტული დეზინფორმაციის მაგალითები, რომლებიც საქართველოს ევროპულ მომავალს უქმნიან საფრთხეს. მაგალითად:

  • ევროპა გვაკარგვინებს ჩვენს იდენტობას
  • თუკი ევროკავშირში გავწევრიანდებით მოგვიწევს ისეთი კანონების მიღება, რაც ჩვენს რელიგიასა და ტრადიციებს არ შეესაბამება
  • საქართველოს დამოუკიდებლად შეუძლია არსებობა – დასავლეთისა და რუსეთის გარეშე
  • ქართული პროდუქტი და სერვისი ევროპაში ვერ გაიყიდება
  • დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს

ღონისძიებაზე შეკრებილმა ადამიანებმა სპიკერებთან ერთად განხილიეს ის მექანიზმები, რომლებიც შესაძლოა ეფექტური იყოს დეზინფორმაციასთან საბრძოლველად.

ფსიქოლოგი ნათია სორდიას თქმით, დეზინფორმაციასთან საბრძოლველად, პირველ  რიგში, უნდა გამოვიყენოთ სოციალური ქსელები და მეორე – იმ ადამიანებს ფიზიკურად უნდა მივაწვდინოთ ხმა, რომლებსაც არ აქვთ სოც. ქსელებთან წვდომა.

“სომხეთის მაგალითი ავიღოთ. იქ ახალგაზრდები დადიოდნენ სოფლიდან სოფელში და ასე ავრცელებდნენ ინფორმაციას. ამიტომ ჩვენც ყველანაირი ხერხი უნდა გამოვიყენოთ, რითაც მივალთ ადამიანებამდე“,- აღნიშნა ნათიამ.

პაატა ციკოლიაც გამოსავალს ინფორმაციის „ჰიგიენაში“ ხედავს და აღნიშნავს:

ჩვენ ახალ ინფორმაციულ სინამდვილეში ვიღვიძებთ, ამიტომ უნდა შევიმუშაოთ ინფორმაციული ჰიგიენა. თუ ადრე წიგნის გაჩენისას, მკითხველსა და მწერალს შორის იყო მხოლოდ კომუნიკაცია. ახლა ტოტალური კომუნიკაციის საშუალებები გვაქვს, სადაც ყველა ერთმანეთს ელაპარაკება და გვთავაზობს ახალ ინფორმაციულ წესრიგს. სწორედ აქ უნდა ვისწავლოთ ახლა ჩვენ ცხოვრება“.

სრულად წაკითხვა