4
ამ წუთებში, “გირჩი/დროას” ოფისის დაცლა მიმდინარეობს – პოლიციელებმა ადგილზე სატვირთო ავტომობილები მიიყვანეს.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, დალუქულია ოფისში არსებული კვერცხები, ლაზერები, ნიღბები, პლედები, პუფები, საწვიმრები, სნიკერსები.
მართლა სასაცილოა, აქციებში ვიყენებთ ამ ყველაფერს : პიროტექნიკას, პლედებს, აქციებში ვიყენებთ კვერცხებს, გამათბობლებს. რა ვიცი ყველაფერს. კიდევ გამოვიყენებთ აუცილებლად, ჩვენ დასამალი არაფერი არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს გამოცხადებული წინააღმდეგობა ანტიკონსტიტუციურ რეჟიმთან და ამ წინააღმდეგობის ბრძოლისთვის, რაც გვჭირდება ყველაფერი გვექნება და ყველაფერს ვიზამთ”, – ამბობს ელენე ხოშტარია.
გაუხსნელი გამათბობელი მიაქვთ. სასაცილო მდგომარეობაში არიან ახლა უბრალოდ, წაიღონ ყველაფერი აქცია არ დარჩება ატრიბუტიკის გარეშე. აუცილებლად ისევ ვიყიდით ყველაფერს თავიდან”, – ამბობს შუშანა მაცაბერიძე.