ბოტანიკური სილამაზის ძალა მომხმარებელთან კიდევ უფრო ახლოს. Yves Rocher ფრანგული, პრემიუმ ხარისხის ბრენდი, რომელიც ათწლეულებია ასოცირდება ბუნებრივ სილამაზესა და მცენარეულ კოსმეტიკასთან, უკვე PSP-შია. ეს ნიშნავს, რომ ბრენდის მრავალფეროვანი ასორტიმენტი მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი ხდება როგორც გეოგრაფიულად, ისე ყოველდღიური მოხმარების გამოცდილების თვალსაზრისით.

Yvers Rocher შექმნის დღიდან გამოირჩევა უნიკალური მიდგომით – ბრენდი თავად აკონტროლებს პროდუქტის შექმნის მთელ ციკლს, მცენარის მოყვანიდან მიწოდების ბოლო ეტაპამდე. მისი ფილოსოფია ეფუძნება იდეას, რომ ბუნება არის სილამაზის მთავარი წყარო, ამიტომ პროდუქციის ფორმულებში აქტიურად გამოიყენება მცენარეული ინგრედიენტები, რომლებიც ეფექტურად ზრუნავს კანზე და ამავდროულად, ნაზია მისი ბალანსისთვის. სწორედ ეს კომბინაცია, ეფექტურობა და ბუნებრიობა არის ის, რაც Yves Rocher-ს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ბრენდად აქცევს მსოფლიოში.
PSP-ში წარმოდგენილი ასორტიმენტი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, ერთ სივრცეში აღმოაჩინოს როგორც ყოველდღიური მოვლის პროდუქტები, ასევე უფრო მიზნობრივი ხაზები, რომლებიც კონკრეტულ საჭიროებებს პასუხობს. ამ სეზონზე განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს GLOW Energy ხაზი – თანამედროვე, ენერგიით დამუხტული კოლექცია, რომელიც შექმნილია კანისთვის სიცოცხლისუნარიანობის და ბუნებრივი ბზინვარების დასაბრუნებლად. ამ ხაზის პროდუქტები ეხმარება კანს დაღლილობის ნიშნების შემცირებაში, აძლევს მას ჯანსაღ იერს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიური ცხოვრების რიტმში.

Yves Rocher-სა და PSP-ს თანამშრომლობა კიდევ უფრო ამარტივებს მომხმარებლისთვის ხარისხიან და სანდო ბრენდთან წვდომას. ეს არ არის მხოლოდ პროდუქციის დამატება თაროებზე, ეს არის გამოცდილება, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო ბრენდის ღირებულებებს და ადგილობრივ, კომფორტულ ხელმისაწვდომობას.
ამიერიდან PSP-ში მომხმარებელს ელოდება არა მხოლოდ Yves Rocher-ს სრული ასორტიმენტი, არამედ სხვადასხვა საინტერესო შეთავაზება, აქციები, რომლებიც შოპინგს უფრო მრავალფეროვანსა და სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს.


2 weeks ago
22







English (US) ·
Georgian (GE) ·