Zara გლობალური კოლაბორაციების სტრატეგიას კიდევ ერთი ხმაურიანი პროექტით აგრძელებს. Inditex ჯგუფის ფლაგმანურმა ბრენდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ პუერტო-რიკოელ სუპერვარსკვლავ Bad Bunny-სთან ერთობლივ კოლექციას უშვებს.
კოლექცია, სახელწოდებით „Benito Antonio“ – რაც არტისტის სრული სახელის მინიშნებაა – გაყიდვაში 21 მაისიდან ჩაეშვება და ხელმისაწვდომი იქნება Zara-ს ყველა გაყიდვის არხზე. პროექტის პირველი ექსკლუზიური პრეზენტაცია კი პუერტო-რიკოში, სან-ხუანის ცნობილ სავაჭრო ცენტრში Plaza Las Américas გაიმართა.

პრეზენტაცია ნამდვილ ფან-ფესტივალს დაემსგავსა: Bad Bunny მოულოდნელად თავად გამოჩნდა მაღაზიაში, რამაც სოციალურ ქსელებში ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია. მომღერალი მაღაზიიდან საკუთარი კოლექციის ნივთებით სავსე ხელებით გამოვიდა – კადრებმა კი მალევე დაიპყრო ინტერნეტი.
ეს კოლაბორაცია შემთხვევითი არ ყოფილა. 2026 წლის განმავლობაში არტისტი აქტიურად თანამშრომლობდა ესპანურ ბრენდთან. Super Bowl-ის ნახევარფინალურ შოუზე Bad Bunny თეთრი, სპეციალურად Zara-ს მიერ შექმნილი ლუქით გამოვიდა, ხოლო Met Gala-ს წითელ ხალიჩაზეც სწორედ ამ ბრენდის კოსტიუმი ეცვა. ასევე საინტერესო დეტალია, რომ ახალი კოლექციის ლოგო პირველად სწორედ Met Gala-ზე, არტისტის საგარდერობო სკამზე გამოჩნდა, რაც მაშინვე გახდა მოდის სამყაროს განხილვის მთავარი თემა.
:max_bytes(150000):strip_icc():focal(749x0:751x2)/Bad-Bunny-020826-f29c31838c694737a2920f98e2cb5d2b.jpg)

რას მოიცავს „Benito Antonio“?
კოლექცია სრულად ასახავს Bad Bunny-ს პერსონალურ სტილს – ქუჩის კულტურისა და მაღალი მოდის შერწყმას.
კოლექციაში შედის:
- დიდი ზომის ჰუდები და ქუდები,
- ყოველდღიური ქუჩის სტილის ელემენტები,
- მკვეთრი, ელეგანტური კოსტიუმები,
- უნივერსალური ნივთები, რომლებიც სადა, უბრალოდ და მაღალი მოდის ესთეტიკას აერთიანებს.
ეს არის მოდური დუალიზმი, რომელიც არტისტის მუსიკალურ და ვიზუალურ იდენტობასაც განსაზღვრავს.


ასევე დაგაინტერესებთ
#OK! Bad Bunny-ს ისტორია: როგორ მიიქცია მხოლოდ ესპანურ ენაზე მომღერალმა მთელი მსოფლიოს ყურადღება

4 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·