#OK! ათასობით წიგნი ერთ აპლიკაციაში – როგორ აქცია Blinkist-მა სწავლა მარტივ ყოველდღიურ ჩვევად

4 days ago 28

წარმატებულ ადამიანებს ერთი საერთო ჩვევა აქვთ — ისინი მუდმივად სწავლობენ. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, მილიარდერები, მეწარმეები და ლიდერები ყოველდღიურად ცდილობენ ცოდნის მიღებას.

ამ მიდგომას ხშირად უკავშირებენ ე.წ. „5-საათიან წესს“ — მეთოდს, რომლის მიხედვითაც კვირაში მინიმუმ 5 საათი უნდა დაეთმოს სწავლას, კითხვას ან ახალი უნარების განვითარებას. სწორედ ამ პრინციპს მისდევენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან უორენ ბაფეტი და ილონ მასკი.

თუმცა თანამედროვე ცხოვრების სწრაფი ტემპის გამო, ხშირად რთულია ყოველდღიურად რამდენიმე საათი დაუთმო კითხვას, კვლევასა და ახალი ცოდნის მიღებას. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა აპლიკაცია Blinkist — პლატფორმა მათთვის, ვისაც განვითარება და ახალი ინფორმაციის მიღება სურს, მაგრამ დატვირთული გრაფიკის გამო საკმარისი დრო არ აქვს.

რა არის Blinkist?

Blinkist  საგანმანათლებლო აპლიკაციაა, რომელიც პოპულარული  წიგნების მთავარ იდეებს მოკლე, მარტივ და გასაგებ ფორმატში აერთიანებს.

თუ საშუალოდ ერთ წიგნს ადამიანი რამდენიმე საათს უთმობს, Blinkist-ის დახმარებით მისი ძირითადი აზრების გაგებას დაახლოებით 15 წუთი სჭირდება.

Blinkist-ის ბიბლიოთეკაში 7 500-ზე მეტი წიგნის მოკლე ვერსიაა თავმოყრილი, რომლებიც 27 სხვადასხვა კატეგორიას მოიცავს. მომხმარებლებს შეუძლიათ, გაეცნონ იდეებს ბიზნესის, ლიდერობის, ფსიქოლოგიის, მეცნიერების, ფინანსების, ჯანმრთელობისა და თვითგანვითარების შესახებ.

ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფუნქცია აუდიო ფორმატია. მომხმარებლებს შეუძლიათ წიგნების მთავარ იდეებს მოსმინონ ისე, როგორც პოდკასტს — გზაში, ვარჯიშის დროს ან ყოველდღიური საქმეების შესრულებისას. სწორედ ეს ხდის სწავლას უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს.

მომხმარებელს აღარ სჭირდება საათობით მშვიდ გარემოში ჯდომა და წიგნის კითხვა. აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ, სწავლა ყოველდღიურ რუტინაში ჩართოთ:

  • დილით, ყავის დალევისას;
  • მგზავრობის დროს;
  • სპორტდარბაზში;
  • სეირნობისას;
  • ძილის წინ.

სწორედ ამიტომ ბევრი ადამიანი მას სოციალური ქსელების ალტერნატივადაც იყენებს — რამდენიმე წუთიანი უსასრულო სქროლის ნაცვლად, დროს ახალი ცოდნის მისაღებად ხარჯავს.

ვისთვის არის Blinkist?

ეს აპლიკაცია განსაკუთრებით შეიძლება გამოადგეთ ადამიანებს, რომლებიც:

  • მუდმივად ცდილობენ განვითარებას;
  • კარიერულ წინსვლაზე ფიქრობენ;
  • ახალი სფეროების შესწავლა სურთ;
  • წიგნების კითხვა უყვართ, მაგრამ დრო არ ჰყოფნით;

„როდესაც Blinkist-ზე მუშაობა დავიწყეთ, პროგრამების უმეტესობა სოციალური მედიისთვის ან თამაშებისთვის იყო შექმნილი. ჩვენ გვინდოდა რაღაც განსხვავებული გაგვეკეთებინა — შეგვექმნა აპლიკაცია, რომელიც ადამიანის ცხოვრებას ნამდვილ ღირებულებას შემატებდა“, — ამბობს Blinkist-ის თანადამფუძნებელი ჰოლგერ სეიმი.

ცოდნის მიღების ახალი გზა

Blinkist-ის მთავარი იდეა არ არის წიგნის სრულად ჩანაცვლება. პირიქით — ის ადამიანებს მათთვის საინტერესო წიგნების არჩევაში ეხმარება.

ხშირად ვყიდულობთ წიგნებს, რომლებსაც შემდეგ ვერ ვკითხულობთ. მოკლე მიმოხილვები კი საშუალებას იძლევა, წინასწარ გავიგოთ, ნამდვილად გვსურს თუ არა კონკრეტული წიგნის შეძენა.

დღეს Blinkist-ს მსოფლიოს მასშტაბით 37 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს. აპლიკაციამ ყურადღება არა მხოლოდ მილიონობით მომხმარებლის, არამედ ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლების მხრიდანაც მიიპყრო და Apple-ის მიერ რეკომენდებულ საგანმანათლებლო აპებს შორისაც მოხვდა.

სრულად წაკითხვა