ალექსანდრა ლეკლერი თანამედროვე მოდისა და სოციალური მედიის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ფიგურად ითვლება. ის ხშირად მოიხსენიება როგორც “F1 it-girl” და უკვე ჩამოყალიბდა როგორც სტილისა და ელეგანტურობის თანამედროვე სიმბოლო.
ალექსანდრა 2001 წლის 9 ივნისს საფრანგეთში, ქალაქ კალეში დაიბადა. მას ფრანგული დამექსიკური ფესვები აქვს, რაც პირად სტილსა და იდენტობაზეც დიდ გავლენას ახდენს.
ის განათლებით ხელოვნების ისტორიკოსია და პარიზში, პრესტიჟულ École du Louvre-ში სწავლობდა.


სწავლის დასრულების შემდეგაც აქტიურად აგრძელებს ამ სფეროსთან კავშირს. ეს განსაკუთრებითჩანს მის Instagram ანგარიშზე, სადაც ხშირად აზიარებს ცნობილი ნამუშევრებისა და მხატვრების ფოტოებს.
ამჟამად, მონაკოში Kamil Art Gallery-ში მუშაობს და ხელოვნების კოორდინატორისა დასაზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს.
ალექსანდრა უკვე რამდენიმე წელია ურთიერთობაშია Formula 1-ის მრბოლელთან Charles Leclerc. წყვილი 2026 წელს დაქორწინდა.


თუმცა, მისი პოპულარობა მხოლოდ პირადი ცხოვრებით არ აიხსნება. ის თავად გახდა მოდისინდუსტრიისთვის საინტერესო ფიგურა — როგორც ახალი თაობის „quiet luxury“ ესთეტიკისწარმომადგენელი.
მის გარდერობში ხშირად შეხვდებით კლასიკურ სილუეტებს, რბილ ქსოვილებსა და ნეიტრალურფერთა პალიტრას. ჩაცმულობაში იგრძნობა ფრანგული მინიმალიზმის გავლენაც— სტილი, რომელიცარ ცდილობს ყურადღების ძალით მიპყრობას, არამედ დეტალებზე და ბუნებრივ ელეგანტურობაზეაორიენტირებული.

ალექსანდრა თანამშრომლობს რამდენიმე ცნობილ ბრენდთან, მათ შორის Meshki-სთან, Rhode-თანდა Nina Ricci-სთან, რაც მის სტილსა და იმიჯს საერთაშორისო მასშტაბით კიდევ უფრო ამყარებს. მისისახელი ასევე გამოჩნდა ისეთ გამოცემებში, როგორიცაა Vogue, People Magazine და ELLE.
ELLE-სთან ინტერვიუში ალექსანდრამ საზოგადოებას თავისი საქველმოქმედო ინიციატივაცწარუდგინა — ფონდი Corazones Unidos, რომელიც მექსიკაში ბავშვების განათლების გაუმჯობესებასემსახურება.



3 hours ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·