#OK! „ამბაუ“ – ახალი სივრცე და კონცეფცია „ივენთ პალასის“ გუნდისგან

2 hours ago 2

თბილისთან ახლოს, ბუნებაში, ახალი სახელითა და განახლებული კონცეფციით სტუმრებს ხვდება მრავალფუნქციური კომპლექსი ამბაუ. რებრენდინგის შემდეგ სივრცე კიდევ უფრო დახვეწილი, თანამედროვე და მრავალფეროვანი გახდა — ადგილი, სადაც კომფორტი, ქართული სტუმართმოყვარეობა და ბუნებასთან სიახლოვე ერთ მთლიან გამოცდილებად ერთიანდება.

„ამბაუ“ სვანურად „ამბავს“ ნიშნავს — და სწორედ ამ იდეაზეა აგებული კომპლექსის კონცეფციაც: თითოეული სტუმრობა უნდა იქცეს განსაკუთრებულ ისტორიად, რომელიც დიდხანს დარჩება მეხსიერებაში.

კომპლექსი აერთიანებს მრავალფუნქციურ ღონისძიებების სივრცეს (ივენთ პალასი), დასასვენებელ გარემოსა და კულინარიულ გამოცდილებებს. უახლოეს პერიოდში კი – სტუმრებს ახალი რესტორანიც გაიხსნება. რესტორანში წარმოდგენილი იქნება ქართული სამზარეულო თანამედროვე ინტერპრეტაციით, რომელიც ბრენდ შეფ ლიკა გულუას ავტორობიტ შეიქმნა და სტუმრებს ნამდვილ კულინარიულ მოგზაურობას ჰპირდება.

„ამბაუ“ თბილისიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს და იდეალური არჩევანია როგორც ტურისტებისთვის, ისე კორპორატიული ღონისძიებების, ქორწილების, კერძო წვეულებებისა და განსაკუთრებული შეხვედრებისთვის.

სოფია ისაკაძე, „ამბაუს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, აღნიშნავს:
დღეს, როცა ყოველდღიურობის გატარება მუდმივ სიჩქარესა და ხმაურში გვიწევს, განსაკუთრებით ძვირფასია ისეთი სივრცის არსებობა, სადაც შეგიძლია ცოტა ხნით შეჩერდე, ჩაისუნთქო სუფთა ჰაერი და დრო საკუთარ თავთან ან საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარო. სწორედ ასეთ გამოცდილებას სთავაზობსამბაუ“ —ადგილი, სადაც სიმშვიდე, გემო და ემოცია ერთიანდება.“

„ამბაუ“ უახლოეს მომავალში კიდევ არაერთ სიახლეს წარადგენს და მიზნად ისახავს, საქართველოს სტუმართმასპინძლობის სფეროში ერთ-ერთ გამორჩეულ დანიშნულების ადგილად იქცეს.

ხათუნა ვიბლიანი, დამფუძნებელი
სრულად წაკითხვა