#OK! ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტს Château Miraval- თან დაკავშირებულ სასამართლო დავაში მოუგო

2 hours ago 1

ჰოლივუდის ყოფილი ვარსკვლავური წყვილის – ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის მრავალწლიანი სამართლებრივი დავა ფრანგული ღვინის მეურნეობის, Château Miraval-ის გარშემო ახალ ეტაპზე გადავიდა. სასამართლომ ანჯელინა ჯოლის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ ის არ არის ვალდებული, ბრედ პიტს გადასცეს პირადი ელფოსტები, რომლებიც მის მიერ ღვინის ბიზნესში საკუთარი წილის გაყიდვას უკავშირდება.

Chateau Miraval Tour & Tasting 2026 ⭐️ Book your Visit Now!

ლოს-ანჯელესის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ დაადგინა, რომ ბრედ პიტის იურიდიულმა გუნდმა ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რატომ უნდა გაუქმებულიყო ანჯელინა ჯოლისა და მისი ადვოკატების მიმოწერის კონფიდენციალურობა. შედეგად, სასამართლომ პიტის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ჯოლის პირადი ელფოსტების გადაცემა არ დაევალა. თუმცა, მოსამართლემ პიტის მხარეს მომავალში საკითხის ხელახლა დაყენების შესაძლებლობა მაინც დაუტოვა, თუ ახალი მტკიცებულებები გამოჩნდება.

 Inside  their ongoing multi-year legal feud | CNN

დავა 2022 წელს დაიწყო, როდესაც ბრედ პიტმა ყოფილ მეუღლეს სასამართლოში უჩივლა იმის გამო, რომ ჯოლიმ საკუთარი წილი Château Miraval-ში კომპანია Tenute del Mondo-ს – Stoli Group-ის ღვინის განყოფილებას მიჰყიდა. პიტი ამტკიცებდა, რომ მათ შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც არც ერთს არ შეეძლო თავისი წილის გაყიდვა მეორე მხარის თანხმობის გარეშე. ჯოლიმ ეს შეთანხმება უარყო და საპასუხო სარჩელი შეიტანა, სადაც განაცხადა, რომ პიტი მის წინააღმდეგ „შურისმაძიებელ ომს“ აწარმოებს.

საქმეში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო კონფიდენციალურობის შეთანხმებამ (NDA). ჯოლის ადვოკატების თქმით, პიტი მზად იყო მისი წილი გამოესყიდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსახიობი ხელს მოაწერდა დოკუმენტს, რომელიც მას პიტის სავარაუდო ძალადობის შესახებ საჯაროდ საუბარს აუკრძალავდა. ეს ბრალდებები უკავშირდება 2016 წლის კერძო თვითმფრინავის ინციდენტს, როდესაც ჯოლის განცხადებით, პიტი ოჯახის წევრების მიმართ ფიზიკურად და სიტყვიერად აგრესიული იყო. მიუხედავად ამისა, ოფიციალური ბრალდებები არ წაუყენებიათ და ანჯელინამ საქმე ბოლომდე არ მიიყვანა.

Brad Pitt seeks joint custody in divorce from Angelina Jolie - BBC News

მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლემ ანჯელინას მოთხოვნა, პიტს დაკისრებოდა 33,692.50 დოლარის სანქცია, არ დაკმაყოფილდა, ჯოლის ადვოკატმა პოლ მერფიმ სასამართლოს გადაწყვეტილებას „მნიშვნელოვანი გამარჯვება“ უწოდა და განაცხადა, რომ ბრედ პიტის მცდელობა, მიეღო წვდომა პირად კომუნიკაციებზე, „სრულიად დაუშვებელი“ იყო.

პიტის მხარესთან დაახლოებულმა წყარომ კი აღნიშნა, რომ სასამართლომ მათ მომავალში ახალი მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობა მაინც დაუტოვა.

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი, რომლებსაც ექვსი შვილი ჰყავთ – მედოქსი, პაქსი, ზაჰარა, შაილო და ტყუპები ნოქსი და ვივიენი – ოფიციალურად 2024 წლის დეკემბერში განქორწინდნენ. ჯოლიმ განქორწინების პროცესი ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. დღეს კი მათი ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი დავა ისევ Château Miraval-ის გარშემო გრძელდება და თუმცა, როგორც ჩანს, სასამართლო ბრძოლა ჯერ დასრულებული არ არის.

Angelina Jolie, Brad Pitt okay with 'traditional schooling' for their kids  | Hollywood News – India TV

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის კიდევ ერთმა შვილმა გვარი შეიცვალა

სრულად წაკითხვა