#OK! ახალი სასწავლო წელი, ახალი შესაძლებლობები – „გენიოსთა აკადემიაში“ რეგისტრაცია მიმდინარეობს

2 hours ago 2

სასწავლო წლის დაწყების მოახლოებასთან ერთად, ათასობით მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ბავშვისთვის ისეთი საგანმანათლებლო სივრცის არჩევაა, რომელიც ცოდნის მიღებასთან ერთად, მის შესაძლებლობებსაც სრულად განავითარებს. სწორედ ასეთი სივრცეა „გენიოსთა აკადემია –  Genius Academy“, სადაც ახალი სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია უკვე დაწყებულია. განახლებული პროგრამები, მცირე სასწავლო ჯგუფები, უცხო ენებისა და შემოქმედებითი მიმართულებების გაძლიერება, თითოეულ მოსწავლეზე მორგებული სასწავლო პროცესი და მშობლებთან აქტიური თანამშრომლობა იმ პრინციპების ნაწილია, რომლებზეც აკადემია უკვე წლებია საკუთარ საქმიანობას აგებს. რა სიახლეებს სთავაზობს „გენიოსთა აკადემია“ მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს, როგორ მიმდინარეობს რეგისტრაცია, რას ეფუძნება მათი სწავლების მოდელი და რატომ მიიჩნევენ, რომ ხარისხიანი განათლება ინდივიდუალური მიდგომით იწყება  ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე აკადემიის დამფუძნებელი ეკა ნუცუბიძე გვესაუბრება.

ახალი სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია უკვედაიწყო. რა სიახლეებით ხვდებით 2026-2027 სასწავლო წელს?

2026-2027 სასწავლო წელს „გენიოსთა აკადემია_Genius Academy“ ხვდება კიდევ უფრო მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამებით, განახლებული სასწავლო მიდგომებითა და თითოეულ მოსწავლეზე მორგებული გარემოთი. ჩვენი მიზანია, ბავშვებისთვის შევქმნათ სივრცე, სადაც სწავლა არა მხოლოდ შედეგზე, არამედ პროცესით სიამოვნებაზეც იქნება დაფუძნებული.

ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ როგორც აკადემიური ცოდნის გაღრმავებას, ისე შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარების განვითარებას. სწორედ ამიტომ, ტრადიციულ საგნებთან ერთად ვაძლიერებთ უცხო ენების პროგრამებსა და შემოქმედებით მიმართულებებს, მათ შორის ხატვის წრეს, რომელიც ბავშვებს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და თვითგამოხატვაში ეხმარება.

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე მაინც უცვლელი ღირებულებაა — თითოეული მოსწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომა. გვინდა, ყველა ბავშვმა „გენიოსთა აკადემია_Genius Academy” ში იგრძნოს, რომ მისი წარმატება ჩვენი მთავარი მიზანია და სწორედ ამ იდეით ვიწყებთ ახალ სასწავლო წელს.

ვისთვის არის განკუთვნილი თქვენიპროგრამები? რომელ ასაკობრივ ჯგუფებსიღებთ წელს?

ჩვენ ვიღებთ როგორც დაწყებითი, ისე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს, I-XII კლასის ჩათვლით.

ჩვენი პროგრამები მოიცავს სასკოლო საგნების მომზადებას, უცხო ენების შესწავლასა და შემოქმედებით მიმართულებებს. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ინდივიდუალურ მიდგომას. ჩვენთან მოსწავლეები მხოლოდ საგნებს არ სწავლობენ — ისინი იძენენ თავდაჯერებულობას, პასუხისმგებლობის განცდას და სწავლისადმი ინტერესს, რაც მათი მომავალი წარმატების მნიშვნელოვანი საფუძველია.

რომელი საგნებია ყველაზე მოთხოვნადი დაროგორ არჩევენ მშობლები სასწავლოპროგრამას?

ყველაზე დიდი მოთხოვნა ტრადიციულად მათემატიკის, ქართული და ინგლისური ენის პროგრამებზეა, თუმცა ყოველწლიურად იზრდება ინტერესი ქიმიის, რუსული და გერმანული ენების, ასევე ჩვენი შემოქმედებითი მიმართულებების მიმართ. ეს გვაჩვენებს, რომ მშობლები სულ უფრო მეტად აფასებენ მრავალმხრივ განვითარებას. სასწავლო პროგრამის არჩევისას მშობლებთან ყოველთვის ინდივიდუალურად ვმუშაობთ. პირველ რიგში ვიგებთ, რა მიზანი აქვს მოსწავლეს — სჭირდება სასკოლო პროგრამის გაძლიერება, გამოცდებისთვის მომზადება, უცხო ენის განვითარება თუ ახალი უნარების შეძენა. ამის შემდეგ ვურჩევთ იმ პროგრამას, რომელიც მის ინტერესებსა და შესაძლებლობებს ყველაზე მეტად შეესაბამება.

ბევრი მშობლისთვის მნიშვნელოვანია, ბავშვიდიდ ჯგუფში არ აღმოჩნდეს. როგორიათქვენთან სასწავლო ჯგუფების ფორმატი დარატომ მიგაჩნიათ ეს ეფექტურად?

ჩვენთვის სწავლების ხარისხი ყოველთვის რაოდენობაზე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, „გენიოსთა აკადემია_ Genius Academy“ ში სასწავლო ჯგუფები მცირეა, მოიცავს მაქსიმუმ 5 მოსწავლეს, რაც პედაგოგს საშუალებას აძლევს, თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალური ყურადღება დაუთმოს. გვჯერა, რომ ბავშვი ყველაზე ეფექტურად მაშინ სწავლობს, როდესაც შეუძლია თავისუფლად დასვას კითხვები, აქტიურად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში და იგრძნოს, რომ მისი პროგრესი ნამდვილად მნიშვნელოვანია. მცირე ჯგუფები სწორედ ასეთ გარემოს ქმნის — კომფორტულს, მოტივირებულსა და შედეგზე ორიენტირებულს.

თქვენ ხშირად საუბრობთ ინდივიდუალურმიდგომაზე. პრაქტიკაში რას ნიშნავს ესთითოეული მოსწავლისთვის?

ჩვენთვის ინდივიდუალური მიდგომა ნიშნავს, რომ თითოეულ მოსწავლეს ვხედავთ, როგორც უნიკალურ პიროვნებას — თავისი შესაძლებლობებით, ტემპითა და მიზნებით. სწორედ ამიტომ, სწავლების პროცესს არ ვარგებთ ერთ საერთო მოდელს, არამედ ვცდილობთ, ის თითოეული ბავშვის საჭიროებებს მოვარგოთ.

პედაგოგები მუდმივად აკვირდებიან მოსწავლის პროგრესს, უსმენენ მათ კითხვებს, აძლევენ დამატებით მხარდაჭერას იქ, სადაც ეს საჭიროა და ამავდროულად ხელს უწყობენ მათი ძლიერი მხარეების განვითარებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა მხოლოდ მასალა კი არ დაიმახსოვროს, არამედ გაიაზროს, იფიქროს და საკუთარი შესაძლებლობების მიმართ ნდობა შეიძინონ.

თუ მოსწავლეს რომელიმე საგანში ჩამორჩენააქვს, როგორ მუშაობთ ამ გამოწვევაზე?

ჩვენთვის ჩამორჩენა პრობლემა კი არა, გამოწვევაა. პირველ ეტაპზე ვადგენთ, რა არის სირთულის მიზეზი — ხომ არ აკლია მოსწავლეს საბაზისო ცოდნა, ხომ არ სჭირდება განსხვავებული ახსნა ან მეტი პრაქტიკა. ამის შემდეგ ვგეგმავთ მის საჭიროებებზე მორგებულ სასწავლო პროცესს.მცირე ჯგუფებისა და ინდივიდუალური მიდგომის წყალობით, პედაგოგებს აქვთ შესაძლებლობა, თითოეულ მოსწავლეს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ.ჩვენი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ სწორი მხარდაჭერისა და მოტივაციის პირობებში თითქმის ყველა მოსწავლე ახერხებს ჩამორჩენის დაძლევას და სასურველი შედეგების მიღწევას. სწორედ ამიტომ, „გენიოსთა აკადემია_Genius Academy“ ში გვჯერა, რომ თითოეულ ბავშვს შეუძლია წარმატების მიღწევა, თუ მას ამისთვის შესაბამის გარემოს შევუქმნით.

და პირიქით, თუ ბავშვი უკვე მაღალ დონეზეა, როგორ ეხმარებით, რომ საკუთარიშესაძლებლობები კიდევ უფრო განავითაროს?

ჩვენი მიზანია, თითოეულმა მოსწავლემ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს მიაღწიოს. ამიტომ, თუ ბავშვი უკვე მაღალ აკადემიურ დონეზეა, ვთავაზობთ უფრო კომპლექსურ დავალებებს, დამატებით სასწავლო მასალებსა და ისეთ აქტივობებს, რომლებიც მის ანალიტიკურ, შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას კიდევ უფრო ავითარებს.

მშობლებისთვის ერთ-ერთი მთავარი კითხვაშედეგია. როგორ აკვირდებით მოსწავლისპროგრესს სასწავლო წლის განმავლობაში?

მოსწავლის პროგრესზე დაკვირვება ჩვენი სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. თითოეული გაკვეთილი გვაძლევს შესაძლებლობას, შევაფასოთ, როგორ ითვისებს ბავშვი ახალ მასალას, რა მიმართულებით აქვს წინსვლა და სად სჭირდება დამატებითი მხარდაჭერა. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მშობლებთან მუდმივ კომუნიკაციასაც .ჩვენთვის შედეგი მხოლოდ მაღალი შეფასება არ არის. ნამდვილ წარმატებად მივიჩნევთ იმას, როდესაც მოსწავლე იძენს ცოდნას, უვითარდება დამოუკიდებელი აზროვნება, თავდაჯერებულობა და სწავლა მისთვის საინტერესო და სასიამოვნო პროცესად იქცევა.

რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ პედაგოგები, რომლებიც წელს ბავშვებთან იმუშავებენ?

ხარისხიანი განათლების საფუძველი ძლიერი და მოტივირებული პედაგოგია. სწორედ ამიტომ, პედაგოგების შერჩევისას მხოლოდ პროფესიულ გამოცდილებას არ ვაფასებთ — ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ბავშვებთან კომუნიკაციის უნარი და თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენება.ჩვენი გუნდის თითოეული წევრი იზიარებს ერთ მთავარ ღირებულებას — თითოეული მოსწავლის წარმატება საერთო პასუხისმგებლობაა. ამიტომ ვირჩევთ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ ბავშვების მოტივირება, მხარდაჭერა და მათში სწავლისადმი ინტერესის გაღვივება.

„გენიოსთა აკადემი_ Genius Academy” ში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროფესიონალიზმს,კეთილგანწყობილ გარემოსა და ნდობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას.

რა გარემო ხვდება ბავშვს „გენიოსთააკადემიაში“ პირველივე დღიდან და რატომარის ეს მნიშვნელოვანი სწავლისპროცესისთვის?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა „გენიოსთა აკადემია _Genius Academy”ში პირველივე დღიდან იგრძნოს, რომ მეგობრულ, უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში მოხვდა. გვინდა, ყოველი ახალი მოსწავლე აქ თავს კომფორტულად გრძნობდეს, რადგან გვჯერა, რომ სწორედ პოზიტიური გარემო ქმნის სწავლისადმი ინტერესსა და მოტივაციას.ჩვენი სივრცე შექმნილია ისე, რომ ბავშვებმა თავისუფლად იკითხონ, იფიქრონ, გამოხატონ საკუთარი აზრი და არ შეეშინდეთ შეცდომების. პედაგოგები მათთვის მხოლოდ მასწავლებლები არ არიან — ისინი არიან ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ, ამხნევებენ და თითოეული მოსწავლის წარმატებაზე . აქ  არის გარემო, სადაც ბავშვები ივითარებენ თავდაჯერებულობას, პასუხისმგებლობას, კომუნიკაციის უნარებსა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას. გვინდა, რომ ყოველი დღე მათთვის იყოს ახალი აღმოჩენების, განვითარების და წარმატებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

თუ მშობელი ახლა ფიქრობს, სად მიიყვანოსშვილი დამატებით მომზადებაზე, რა უნდაიცოდეს პირველ რიგში „გენიოსთა აკადემიის“ შესახებ?

თუ მშობელი დღეს არჩევანის წინაშე დგას, პირველ რიგში მინდა იცოდეს, რომ „გენიოსთა აკადემია Genius Academy” ში მის შვილს მხოლოდ საგანს არ ვასწავლით. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც თითოეული ბავშვი გრძნობს, რომ მას უსმენენ, მხარს უჭერენ და მისი წარმატება ნამდვილად მნიშვნელოვანია.ჩვენთვის ხარისხიანი განათლება იწყება ინდივიდუალური მიდგომით, პროფესიონალი პედაგოგებით.

ეს არის ადგილი, სადაც განათლება ცოდნასთან ერთად ღირებულებებსაც ქმნის. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი და მიზეზი, რის გამოც მშობლები უკვე წლებია ნდობას გვიცხადებენ. ახალი სასწავლო წლის დაწყებას დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით ველოდებით და მზად ვართ, თითოეული მოსწავლის წარმატების ისტორიის ნაწილი გავხდეთ.

რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს. რა ეტაპები უნდა გაიარონმშობლებმა და რატომ ურჩევთ, გადაწყვეტილება არ გადადონ ბოლოდღეებისთვის?

 რეგისტრაციის პროცესი მარტივი და კომფორტულია. პირველ ეტაპზე მშობელი გვიკავშირდება საკონტაქტო ნომერზე ან ვებ გვერდზე,ვესაუბრებით ბავშვის ასაკის, ინტერესებისა და სასწავლო მიზნების შესახებ, რის შემდეგაც ვარჩევთ მისთვის ყველაზე შესაბამის პროგრამასა და ჯგუფს. ჩვენი მიზანია, თითოეულ მოსწავლეს თავიდანვე შევუქმნათ ისეთი გარემო, სადაც თავს კომფორტულად და თავდაჯერებულად იგრძნობს.

ყოველ სასწავლო წელს განსაკუთრებული ინტერესი გვაქვს, რის გამოც ჯგუფები ეტაპობრივად ივსება. სწორედ ამიტომ, მშობლებს ვურჩევთ, რეგისტრაცია ბოლო დღეებისთვის არ გადადონ. ასე მათ ექნებათ შესაძლებლობა, სასურველი მიმართულება, პედაგოგი და ჯგუფი დროულად შეარჩიონ, ხოლო ბავშვმა ახალი სასწავლო წელი მშვიდად და მოტივირებულად დაიწყოს.

ჩვენთვის თითოეული ახალი მოსწავლე დიდი პასუხისმგებლობაა. გვიხარია, რომ ყოველწლიურად უფრო მეტი ოჯახი გვანდობს შვილების განათლებას და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ნდობა მაღალი ხარისხის სწავლებით, ყურადღებითა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომით გავამართლოთ.

სრულად წაკითხვა