ფესტივალის ერთ-ერთი განხილვადი სილამაზე ბელა ჰადიდი უკვე წლებია, კანის ფესტივალის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოდის სახედ მიიჩნევა, თუმცა წელს მისი არჩევანი განსაკუთრებით აქტიურად განიხილება, რადგან ბევრის შეფასებით, სწორედ მან განსაზღვრა ფესტივალის მთავარი საზაფხულო ესთეტიკა.
მოდელის “ფრანგული რივიერას” სტილად შეფასებულმა ვიზუალმა სოციალურ ქსელებსა და beauty მედიის სივრცეში სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. ბელა ჰადიდი ფესტივალზე ბუნებრივ ტონებზე აგებული, თუმცა დეტალებში გამოკვეთილი მაკიაჟით გამოჩნდა. ყურადღება განსაკუთრებით მიიქცია მისმა პრიალა ტუჩებმა, ბრინჯაოსფერმა კანის ეფექტმა და მინიმალისტურმა, მაგრამ დახვეწილმა თვალის მაკიაჟმა, რომელსაც დასავლური მედია უკვე “French Riviera glam”-ად მოიხსენიებს.


Beauty ექსპერტების შეფასებით, სწორედ ამ ტიპის ვიზუალი იქცა კანის მიმდინარე სეზონის მთავარ ტენდენციად: ეფექტური, მაგრამ ზედმეტად გადატვირთული ელემენტების გარეშე. ბელა ჰადიდის მაკიაჟში მთავარი აქცენტი გაკეთებული იყო კანის ბუნებრივ ტექსტურასა და “sun-kissed” ეფექტზე, რაც ფრანგული სანაპიროს ესთეტიკას უკავშირდება. მისი გამოჩენის შემდეგ სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით აქტიურად განიხილება ტუჩის კომბინაცია, რომელიც მაკიაჟის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ნაწილად დასახელდა.

შესაძლოა ვიფიქროთ, რომ მძიმე და მკვეთრი მაკიაჟის ტენდენციების შემდეგ, ვარსკვლავები უფრო ბუნებრივ, “soft glam” მიმართულებას უბრუნდებიან. სწორედ ამ ცვლილების ერთ-ერთ მთავარ სახედ მოიაზრება ბელა ჰადიდიც. აღსანიშნავია, რომ მოდელის ვიზუალმა ყურადღება არა მხოლოდ მაკიაჟის, არამედ მთლიანად სტილის მიმართულებითაც მიიპყრო. მისი თმის ვარცხნილობა, მინიმალისტური სამკაულები და მშვიდი ფერთა გამა ერთიან, ე.წ. quiet luxury იმიჯს ქმნიდა, რომელიც დღეს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ მიმართულებად ითვლება.


10 hours ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·