#OK! „ბელმარი“ – სივრცე, სადაც ბავშვების განვითარება სიყვარულით იწყება

2 weeks ago 22

ბავშვის პიროვნების ფორმირება ადრეულ ასაკში იწყება. სწორედ ამ პერიოდში სწავლობს ის სამყაროს აღქმას, ურთიერთობებს და საკუთარ შესაძლებლობებში გარკვევას. ეს არის ეტაპი, რომელიც გავლენას ახდენს ბავშვის ემოციურ, სოციალურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე. დღეს გიამბობთ საბავშვო ბაღ „ბელმარის“ შესახებ. სივრცე, სადაც თითოეული ბავშვის ინდივიდუალობას განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებიან და მათთვის თბილ, უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს ქმნიან.

OK! ესაუბრა „ბელმარის“ დამფუძნებელს, ბელა გაბუნიას, რომელიც გვიყვება, თუ როგორ გაჩნდა ბაღის შექმნის იდეა და რას ეფუძნება მათი მიდგომა.

როგორ გაჩნდა „ბელმარის“ შექმნის იდეა? რატომ გადაწყვიტეთ სწორედ სკოლამდელი განათლების სფეროში საქმიანობა?

იდეა გაჩნდა მაშინ, როცა შვილისთვის ვეძებდი სივრცეს, სადაც იქნებოდა თბილი, უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო. ადგილი, სადაც გულწრფელად შეიყვარებდნენ მას და თავს ბედნიერად იგრძნობდა. ბევრი ძიების, ფიქრისა და დაბრკოლების შემდეგ მივხვდი, რომ ასეთი სივრცე თავად უნდა შემექმნა. ასე შევქმენი „ბელმარი“, რომელშიც ჩავდე უდიდესი ძალისხმევა და სიყვარული.

მოგეხსენებათ, რომ სწორედ ადრეული ასაკია ბავშვის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, რასაც მე დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით ვეკიდები, და ამ არჩევანში დღითიდღე უფრო ვრწმუნდები.

დიახ, საბავშვო ბაღი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. გვესაუბრეთ თქვენს მიდგომებზე. როგორია „ბელმარის“ როლი ამ მიმართულებით?

ბელმარში ბავშვები აღმზრდელებისგან სწავლობენ და ითვისებენ ყველანაირ უნარ-ჩვევებს, როგორიცაა: საბაზისო ცოდნა, თანატოლებთან ურთიერთობა და შემოქმედებითი პიროვნების განვითარება. ბაღში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ბავშვს ამზადებს სკოლისთვის და უვითარებს გონებრივ უნარებს, ამზადებს იმ დაბრკოლებებისთვის, რომელიც სამომავლოდ უნდა გადალახოს. თბილი, მეგობრული და მოსიყვარულე გარემო თავდაჯერებულობასა და თავიანთი თავის რწმენას ასწავლის. სწორეს ეს არის ჩვენი მთავარი მიდგომა, რაც ეხმარება ბავშვს პიროვნებად ჩამოყალიბებაში.

რა გამოარჩევს „ბელმარს“ სხვა კერძო ბაგა-ბაღებისგან?

ჩვენი ბაღი გამოირჩევა იმ განსაკუთრებული გარემოთი, რაც აქ მოსულს დაგხვდებათ. ამ წლების განმავლობაში ვცდილობდით შეგვექმნა ოჯახური გარემო და შეგვენარჩუნებინა იგი. სივრცე, სადაც შაბლონები არ არსებობს, სადაც თითოეულ ბავშვს ინდივიდუალური ყურადღება ექცევა ყველა ასპექტში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აღმზრდელსა და მშობელს შორის იყოს მუდმივი კომუნიკაცია, რათა ბავშვის განვითარება უფრო წარმატებული იყოს.

გაგვაცანით გუნდი. რა პასუხისმგებლობებთან ასოცირდება, იყო „ბელმარის“ წარმომადგენელი?

ჩვენი ბაღის გუნდის თითოეული წევრი შერჩეულია ბავშვებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით, დიდი პასუხისმგებლობითა და მათ მიმართ დედობრივი მზრუნველობით. სხვა შემთხვევაში ეს ადამიანი ვერ იქნება „ბელმარის“ გუნდის წევრი.

ყველანი ვცდილობთ შევქმნათ თბილი, მეგობრული და უსაფრთხო გარემო. გუნდი, რომელიც ყურადღებით ეკიდება თითოეული ბავშვის საჭიროებებს, ეხმარებიან განვითარებაში. წლებია სწორედ ეს გუნდი ქმნის ერთიან, ოჯახურ და სასიამოვნო ატმოსფეროს ჩვენს ბაღში.

თითოეული მშობლისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ბავშვის წინასწარ მომზადება და ადაპტაცია ბაღისთვის. რას ურჩევდით მათ?

მშობელს ვურჩევდი, რომ ბაღში მოსვლამდე ბავშვს ხშირად ესაუბრონ ბაღზე, პოზიტიურად გააცნონ ახალი გარემო და აუხსნან, რომ იქ მეგობრები, საინტერესო აქტივობები და მზრუნველი ადამიანები დახვდებიან. ადაპტაციის პერიოდში აუცილებელია მოთმინება და მხარდაჭერა, რადგან თითოეული ბავშვი ახალ გარემოს განსხვავებულად ეგუება.

სამომავლო გეგმები

„ბელმარის“ სამომავლო გეგმებია კიდევ უფრო განვითარდეს და ბავშვებისთვის შექმნას თანამედროვე და მრავალფეროვანი საგანმანათლებო გარემო. ასევე, მნიშვნელოვანია გუნდის მუდმივი განვითარება, რათა თითოეული ბავშვის აღზრდა-განვითარება კიდევ უფრო წარმატებული იყოს.

ტექსტი: სოფიო მალანია

სრულად წაკითხვა