#OK! ბრედ პიტმა და ინეს დე რამონმა ურთიერთობა Instagram-ზე ოფიციალურად გაასაჯაროვეს

2 hours ago 3

ბრედ პიტი და მისმა რჩეული, ინეს დე რამონი, ბოლო Instagram პოსტში ერთად გამოჩნდნე, როთაც მათი ურთიერთობა ოფიციალურად დაადასტურეს და გაასაჯაროვეს. წყვილი პირველად გამოჩნდა Instagram-ზე, მას შემდეგ რაც ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილს დაესწრნენ.

კადრები ცნობილმა თმის სტილისმა ლორი ზანოლეტიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა. ფოტოებში ბრედ პიტი კლასიკურ შავ-თეთრ სმოკინგშია გამოწყობილი, რომელსაც შავი მზის სათვალე შეუხამა, ხოლო ინეს დე რამონი შავი, მხრებგაშლილი ნახევრად გამჭვირვალე კაბით გამოჩნდა.

წყვილი ვარსკვლავებით სავსე ცერემონიას სხვა ცნობილ სტუმრებთან ერთად დაესწრო. გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ედ შირანი, ჯიჯი ჰადიდი, ბრედლი კუპერი, ტომ კრუზი, ადამ სენდლერი და ზოი კრავიცი.

ბრედ პიტი და ინეს დე რამონი 2022 წლიდან არიან ერთად. ინესი საიუველირო დიზაინერია და მსახიობ პოლ უესლის ყოფილი მეუღლეა.

Who Is Brad Pitt's Girlfriend? All About Ines de Ramon

წყვილი პირველად ოფიციალურად 2024 წელს გამოჩნდა, როდესაც ინგლისში, სილვერსტოუნის ავტოდრომზე Formula 1-ის ღონისძიებას ერთად დაესწრნენ. მოგვიანებით, 2025 წელს, ასევე ისინი ერთობლივად გამოჩნდენ ფილმ „F1“-ის მსოფლიო პრემიერაზეც.

GQ-სთან ინტერვიუში ბრედ პიტმა უარყო მოსაზრება, რომ მათი საჯარო გამოჩენები წინასწარ იყო დაგეგმილი.

„არა, ეს ასე გათვლილი არ არის. წარმოიდგინეთ, რამდენად დამღლელი იქნებოდა, ცხოვრება მუდმივად ასეთი გათვლებით რომ მოგიწიოთ. ცხოვრება თავის გზას მიჰყვება, ურთიერთობებიც ბუნებრივად ვითარდება,“ – განაცხადა მსახიობმა.

Brad Pitt and Ines de Ramon got inspired by Taylor Swift and Travis Kelce's wedding and made things official

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! „განქორწინების შემდეგ არავის შევხვედრივარ“ – ანჯელინა ჯოლი პირად ცხოვრებაზე პირველად საუბრობს

სრულად წაკითხვა