#OK! ბუტიკ-სასტუმრო „ლეთო“ – ადგილი, სადაც სტუმრობა განსაკუთრებულ გამოცდილებად იქცევა

1 week ago 48

სამეგრელო, თავისი უნიკალური ბუნებით, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითა და გამორჩეული კერძებით, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ტურისტულ მიმართულება. განსაკუთრებით ზუგდიდი, ქალაქი, რომელიც ისტორიულ ღირსშესანიშნაობებთან, სტუმარმასპინძლობის კულტურასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურასთან ერთად, ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს. ამ პროცესში კი მნიშვნელოვანი როლი ბუტიკ-სასტუმრო „ლეთო აქვს ხუთვარსკვლავიან სასტუმრო, რომელმაც რეგიონში სტუმარმასპინძლობის ახალი სტანდარტი დაამკვიდრა. ევროპული ხარისხის მომსახურებ, დახვეწილი ინტერიერი, გემრიელი კერძები და ინდივიდუალური მიდგომ„ლეთოს“’ ხელწერაა.

თეონა, გვესაუბრეთ რა იყო ბუტიკ-სასტუმრო ლეთოს შექმნის მიზანი?

თეონა ჯაკონია,ლეთოს გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი: ბუტიკ-სასტუმრო „ლეთოს“ შექმნის მთავარი მიზანი იყო სამეგრელოში ისეთი სივრცის შექმნა, სადაც როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ სტუმრებს დახვდებოდათ ევროპული ხარისხის მომსახურება, მშვიდი, კომფორტული და ოჯახური გარემო. „ლეთო“ სამეგრელოს რეგიონში პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, სადაც სტუმარი იღებს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის სერვისს, არამედ დაუვიწყარ ემოციებსა და განსაკუთრებულ გამოცდილებას.

სასტუმროში განთავსებულია 39 სხვადასხვა კატეგორიის ნომერი: სტანდარტული, სუპერიორი, ჯუნიორ სუიტი, სუიტი და საპრეზიდენტო ნომერი, რაც თითოეული სტუმრის მოთხოვნებსა და სურვილებზეა მორგებული.

გარდა ამისა, ბუტიკ-სასტუმრო „ლეთო“ ბიზნესტურიზმის მიმართულებითაც გამოირჩევა. სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს სამ თანამედროვე საკონფერენციო დარბაზს, რომლებიც აღჭურვილია უახლესი აუდიო-ვიზუალური ტექნიკით და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. სივრცეები გათვლილია როგორც საქმიანი შეხვედრებისა და ტრენინგების, ისე მასშტაბური კონფერენციების, ფორუმებისა და კორპორატიული ღონისძიებების მაღალ დონეზე ორგანიზებისა და ჩატარებისთვის.

როგორ ფიქრობთ, რა გამოარჩევს „ლეთოს“ სხვა სასტუმროებისგან?

„ლეთოს“ მთავარი ღირებულებაა თითოეული სტუმრის მიმართ ინდივიდუალური და თბილი დამოკიდებულება. ყურადღება დეტალებისადმი, სტუმარზე ზრუნვა და მყუდრო გარემო ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს, რაც სტუმრებს სახლში ყოფნის შეგრძნებას უჩენს.

სასტუმროს გამორჩეულობას განსაზღვრავს მაღალი კლასის მომსახურება, პერსონალიზებული სერვისი, დახვეწილი გარემო და ის ემოციური გამოცდილება, რომელსაც სტუმრები აქ გატარებული ყოველი დღის განმავლობაში იღებენ.

რამდენად არის გამოყენებული ადგილობრივი, მეგრული კულტურის ელემენტები ინტერიერსა და მომსახურებაში?

სასტუმროს ინტერიერის დიზაინი შექმნილია თანამედროვე არქიტექტურული და დეკორატიული ელემენტების გამოყენებით. მთავარი მიზანი იყო ელეგანტური, მყუდრო და უნიკალური სივრცის შექმნა, სადაც თანამედროვე სტილი ჰარმონიულად ერწყმის კომფორტსა და ესთეტიკას.

ადგილობრივი კულტურა „ლეთოს“ იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ინტერიერში გამოყენებული დეკორის ელემენტები, ადგილობრივი ტრადიციების პატივისცემა და სტუმარმასპინძლობის მეგრული კულტურა განსაკუთრებულ ხასიათს სძენს სასტუმროს და სტუმრებს ავთენტიკურ გამოცდილებას სთავაზობს.

მეგრული სამზარეულო ცნობილია განსაკუთრებულად გემრიელი კერძებით. გვესაუბრეთ თქვენთან არსებულ მენიუზე, რითაც სტუმრებს ანებივრებთ…

სასტუმროს რესტორანი სტუმრებს სთავაზობს მრავალფეროვან მენიუს, რომელიც აერთიანებს მეგრულ, ევროპულ და აზიურ სამზარეულოს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა როგორც ტრადიციულ მეგრულ კერძებს, ისე საერთაშორისო კულინარიის საუკეთესო ნიმუშებს, რაც თითოეულ სტუმარს მრავალფეროვან და დასამახსოვრებელ გასტრონომიულ გამოცდილებას სთავაზობს.

როგორ აფასებთ ბოლო წლებში ზუგდიდისა და სამეგრელოს ტურისტულ პოტენციალს? და რა როლს ასრულებს ბუტიკ-სასტუმროები რეგიონული ტურიზმის განვითარებაში?

ბოლო წლებში ზუგდიდისა და მთლიანად სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზარდა. რეგიონი გამოირჩევა უნიკალური ბუნებით, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობითა და გამორჩეული გასტრონომიული ტრადიციებით. ბუტიკ-სასტუმრო „ლეთო“ ამ განვითარების მნიშვნელოვანი მონაწილეა – მაღალი ხარისხის მომსახურებითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით, იგი ხელს უწყობს რეგიონის პოპულარიზაციასა და მის ჩამოყალიბებას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად საქართველოში.

ტექსტი: სოფიო მალანია

სრულად წაკითხვა