WEBO.GE
🚀 საიტების დამზადება
თანამედროვე, სწრაფი და მობილურზე მორგებული ვებსაიტები
📞 579 817 817
შეკვეთა →

ქართველმა დიზაინერმა გალიბ გასანოვმა საკუთარი ბრენდის, INSTITUTION-ის, ახალი კოლექცია კოპენჰაგენის მოდის კვირეულზე წარადგინა. ჩვენება 5 აგვისტოს გაიმართა და გასანოვმა კოლექცია Zalando Visionary Award-ის 2026 წლის გამარჯვებულის სტატუსით წარმოადგინა.

ჩვენება ქართული ხელსაქმისა და თანამედროვე მოდის საინტერესო შერწყმით გამოირჩეოდა. გასანოვმა შთაგონებისთვის მშობლიური საქართველოს ტრადიციულ ხელოსნობას მიმართა და კოლექციაში საქართველოში მოპოვებული და დაწნული შალის ძაფები გამოიყენა.

წინა სეზონებში წარმოდგენილი გადაკეთებული ხალიჩებისგან შექმნილი ქვედაბოლოები ახალ კოლექციაში აღარ გვხვდება, თუმცა ხალიჩები ამჯერად პირდაპირ პოდიუმზე გამოჩნდა.

განსაკუთრებული დეტალი იყო — ქართული თეთრისგან დამზადებული ზედა, რომელიც ბრჭყვიალა ქსოვილის ნაცვლად იყო გამოყენებული. ეს ნამუშევარი შუა საუკუნეების ჯაჭვის პერანგს მოგვაგონებდა.

აზერბაიჯანული ფესვების მქონე ქართველი დიზაინერი ქვემო ქართლის სოფელ ყარაჯალარში დაიბადა. დღეს ის მილანში ცხოვრობს და საკუთარ ბრენდს, INSTITUTION-ს, ავითარებს. ნამუშევრებში ხშირად იყენებს ქართული და აზერბაიჯანული კულტურის ელემენტებსა და ტრადიციული ხელსაქმის ტექნიკებს.

2026 წლის იანვარში გალიბ გასანოვი ახალგაზრდა დიზაინერებისთვის განკუთვნილი Zalando Visionary Award-ის გამარჯვებული გახდა. პრიზის ფარგლებში მან 50 000 ევროს ოდენობის ჯილდო და კოპენჰაგენის მოდის კვირეულზე ჩვენების გამართვისთვის საჭირო დამატებითი დაფინანსება მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! Demna, David Koma & გალიბ გასანოვი: სამი ქართველი დიზაინერი მილანის მოდის კვირეულზე

#OK! ისტორია, ტექსტილი და ძლიერი ქალები – გალიბ გასანოვის კოლექცია თბილისის მოდის კვირეულზე