დავით გიორგაძემ Vogue-ის ჰონგ-კონგის გამოცემის გარეკანი და ჟურნალ Re-Edition-ის ახალი ნომრისთვის სუპერმოდელი ლია კებედე გადაიღო.

დავით გიორგაძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი ფოტოგრაფია, რომელიც საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში აქტიურად მუშაობს.

დავითი განსაკუთრებით ცნობილია მოდისა და სარეკლამო ფოტოგრაფიით. მისი სტილი ხშირად გამოირჩევა კინემატოგრაფიული ესთეტიკით, დრამატული განათებითა და ემოციური ვიზუალით.

მას თანამშრომლობა აქვს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა:Prada , Versace, Burberry, Mugler
Bottega Veneta, Gucci და სხვა საერთაშორისო მოდის სახლებთან. მის ობიექტივში არაერთი ცნობილი ვარსკვლავი მოხვედრილა.

დავით გიორგაძე პირველი ქართველი ფოტოგრაფი გახდა, რომელმაც Vogue-ის გარეკანზე იმუშავა. მისი ნამუშევრები განსხვავებულია, სადაც თანამედროვე ხელოვნება და მოდა ერთმანეთს ერწყმის. შთამბეჭდავი სილუეტები, და უცხო ფერთა ესთეტიკა საოცარ ვიზუალს ქმნის მის ფოტოებში, სადაც ფოტოგრაფის ხედვა პირდაპირ კავშირშია ნამდვილ ხელოვნებასთან.
ტექსტი: ქეთევან შარაშენიძე

1 week ago
21







English (US) ·
Georgian (GE) ·