Gucci-ის ახალი კრუიზული კოლექციის ჩვენების წინ, ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია ნიუ–იორკში, მამასთან ერთად, ქართულ რესტორან „უბანს“ ესტუმრა. რესტორანი, რომელიც ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციაზეა ორიენტირებული, უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივებისა და ტურისტების შორის.


ვიზიტმა სოციალურ ქსელში დიდი ყურადღება მიიპყრო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რესტორნის ერთ–ერთმა თანამშრომელმა დემნასთან შეხვედრის გამოცდილება გამომწერებს გაუზიარა:
„მინდა ცოტა მოვყვე გუშინდელ საღამოზე…
რომელიც ერთი ჩვეულებრივიდან უცებ გადაიზარდა ყველაზე დასამახსივრებელ საღამოდ..
ადამიანი, რომელიც ამ დონის მსოფლიო მაშტაბის იყო და თან ამავდროულად ასეთი უბრალო და თავმდაბალი – ნადვილად იშვიათობაა..
პირველი რეაქცია, რაც მთლიან „სტაფს“ გვქონდა ეს იყო – შოკი. მალევე მოვედით აზრზე და ზუსტად ისეთი გარემო შევუქმენით, როგორიც, ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად სურდა.. გემრიელი კერძების დაგემოვნებასთან ერთად დემნამ ჩვენგან წაიღო ის სითბო, რასაც ქართული – სტუმართმასპინძლობა ქვია..
P.S. არ შემიძლია არ ავღნიშნო დემნას მამა – ბატონი გურამი – ნადვილი მეგრელი კაცის „ვაიბებით.“
დიალოგიი ჩვენ შორის :
– საიდან ბრძანდებით? ..
– სოხუმიდან
– ა, დემნა, უყურე, სოხუმელი ყოფილა..
– რა გვარის ბრძანდებით ?
– შენგელია..
– ა, დემნა, მეგრელიც ყოფილა.. მარგალური ქოიჩქუნოოო??
– აბა მუჭოოო?!
– ოხ სკან გოლუაფირო..
დააა, აიიი, უკვე მეც ისე ვიყავი მათთან თითოქოს მთელი ბავშვობა სოხუმში ერთად გაგვეტარებინოს.
ძალიან ბედნიერი ვარ იმით კი არა, რომ “დემნა გვასალია” გავიცანი.. ძალიან ბედნიერი ვარ და სულით ხორცამდე ვამაყობ იმით – რომ ამ სოხუმელმა ბიჭმა – ბევრ ცხოვრებისეულ ქარტეხილზე გამრჯვებულმა, შეინარჩუნა ის ნადვილი სითბო, სიყვარულის გაცემის უნარი, თავმდაბლობა და უბრალოება.. რასაც მასთან შეხვედრის პირველი წამიდან იგრძნობთ..
დემნა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა “ადამიანობდეს ადამიანი.”
მადლობა სამყაროს ასათი სიურპრიზებითვის.. არასდროს არ ხდება არაფერი შემთხვევით ..“ – წერს ცირა შენგელია სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.
ცნობისთვის, დემნა გვასალია თავის პირველ კრუიზულ შოუს ნიუ–იორკში 16 მაისს გამართავს. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მოვლენაა მისი კარიერისთვის. კრუიზული კოლექციები მოდის სამყაროში ახალი, გამორჩეული მიმართულებაა. ეს დიზაინერს საშუალებას მისცემს, თავისი ინოვაციური ხედვა საერთაშორისო სცენაზე კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს.



2 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·