#OK! დილან და ბარბარა სპრაუსები – სიყვარულის ისტორია, რომელიც უპასუხო მესიჯით დაიწყო

1 month ago 36

ყველა ურთიერთობა სწრაფად არ იწყება. ზოგჯერ სიყვარულს დრო, სწორი მომენტი და რამდენიმე გამოტოვებული შეტყობინებაც სჭირდება. ბარბარა პალვინისა და დილან სპროუზის ისტორია სწორედ ასეთია — ნელა დაწყებული ურთიერთობა, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა და დღეს უკვე ახალ ეტაპზე გადადის: წყვილი პირველ შვილს ელოდება.

Dylan Sprouse and Barbara Palvin expecting first baby

მათი გაცნობა 2017 წელს, ლოს-ანჯელესში გამართულ წვეულებაზე მოხდა. შეხვედრის შემდეგ პალვინმა სპროუზს სოციალურ ქსელში გაუყოლა, მსახიობმა კი პირველი ნაბიჯი გადადგა და პირად შეტყობინებაში მისწერა. თუმცა პასუხი მაშინვე არ მიუღია — მოდელმა მას ექვსი თვის განმავლობაში არ უპასუხა.

როგორც პალვინი მოგვიანებით განმარტავდა, იმ პერიოდში საკუთარ თავზე კონცენტრირება სჭირდებოდა და არ სურდა ურთიერთობის დაუფიქრებლად დაწყება. სწორედ ამ პაუზამ განსაზღვრა მათი მომავალი — როცა საბოლოოდ დაუკავშირდა, ორივე უკვე უფრო მზად იყო სერიოზული ურთიერთობისთვის.

პასუხის მოლოდინში დილანმა ჩინეთში გადაღებებზე წასვლა გადაწყვიტა და ნახევარი წელი იქ გაატარა. სწორედ მაშინ, როცა ფიქრობდა, რომ ეს ისტორია დასრულდა, ბარბარასგან საბოლოოდ შეტყობინება მიიღო. მალე ტექსტური საუბრები ყოველდღიურ რიტუალად იქცა. მრავალენოვანი მოდელი – რომელიც უნგრულის გარდა ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად და იაპონურადაც საუბრობს – აღიარებს, რომ ფლირტი ონლაინ არასდროს გამოსდიოდა, თუმცა დილანთან ყველაფერი ბუნებრივად განვითარდა.

Barbara Palvin, Dylan Sprouse, Victorias Secret Fashion Show, Red Carpet, 2018

პირველი რეალური შეხვედრისთვის პალვინმა ჩინეთში გაფრენა გადაწყვიტა – მაშინაც კი, როცა მისი სამუშაო გეგმები გაუქმდა: „ვკითხე, ხომ არ იყო სიგიჟე მხოლოდ მის სანახავად ჩამოსვლა. მან კი მითხრა: ‘გთხოვ, ჩამოდი.”

2018 წლის აგვისტოში პალვინმა მსახიობს დაბადების დღე საჯაროდ მიულოცა და ურთიერთობაც ოფიციალურად დაადასტურა. მალევე სპრაუსი უნგრეთში გაემგზავრა, სადაც მოდელის ოჯახს შეხვდა და უნგრული ენის სწავლაც კი სცადა.

Barbara Palvin, Dylan Sprouse, Oscars After-Party, Vanity Fair, 2020

მიუხედავად საჯარო პროფესიებისა, წყვილი ურთიერთობას შედარებით პირადად ინარჩუნებდა. 2019 წელს ისინი ბრუკლინში ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად და კარიერული დატვირთვისა თუ დისტანციური პერიოდების მიუხედავად, ურთიერთობას ყოველდღიური კომუნიკაციით ინარჩუნებდნენ.

2022 წელს დილან სპროუზმა ბარბარა პალვინს ხელი Big Sur-ში სთხოვა. ნიშნობა გარკვეული დროის განმავლობაში არ გაუსაჯაროებიათ, ხოლო 2023 წლის ივლისში უნგრეთში საყვარელი ადამიანების გარემოცვაში დაქორწინდნენ.

Barbara Palvin Engagement Ring - Carat Diamonds

Barbara Palvin Wore Vivienne Westwood to Marry Dylan Sprouse at Their  Hungarian-Countryside Wedding | Vogue

2026 წლის მაისში წყვილმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გააზიარა – ისინი პირველ შვილს ელოდებიან. ორსულობის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც პალვინი კანნის კინოფესტივალზე ულამაზესი Miu Miu-ს კაბაში გამოჩნდა და მუცელი გამოაჩინა.

მათი ურთიერთობა გულშემატკივრებს სწორედ ბუნებრივობის გამო უყვართ – გლამურული ღონისძიებების პარალელურად ისინი ხშირად საუბრობენ ჩვეულებრივ ყოველდღიურობაზე, ანიმეებზე, იუმორსა და მშვიდ ოჯახურ საღამოებზე.

Barbara Palvin Is Pregnant, Expecting First Baby with Dylan Sprouse

სრულად წაკითხვა