დუა ლიპა და კალუმ ტერნერი ოფიციალურად ცოლ-ქმარი არიან. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, 30 წლის მომღერალმა და 36 წლის მსახიობმა 31 მაისს ლონდონში, Old Marylebone Town Hall-ში გამართულ კერძო ცერემონიაზე იქორწინეს.
ცერემონიას მხოლოდ ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები ესწრებოდნენ. The Sun-ისა და Daily Mail-ის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ახალდაქორწინებულები ხელიხელჩაკიდებულები ტოვებენ ისტორიულ შენობას, მაშინ როცა სტუმრები მათ კონფეტითა და ოვაციებით აცილებენ.


განსაკუთრებული ყურადღება დუა ლიპას საქორწილო ლუქმა მიიპყრო. მომღერალმა ტრადიციული საქორწილო კაბის ნაცვლად Schiaparelli Couture-ის ექსკლუზიური კოსტიუმი აირჩია, რომელიც მოდის სახლის კრეატიულმა დირექტორმა, დანიელ როზბერიმ შექმნა. ლუქს თეთრი ფართოფარფლებიანი ქუდი, ატლასის ხელთათმანები და Christian Louboutin-ის ფეხსაცმელი ასრულებდა. კალუმ ტერნერი კი კლასიკურ მუქ ლურჯ კოსტიუმში გამოჩნდა.

წყვილის სიყვარულის ისტორია 2024 წლის დასაწყისში დაიწყო, როდესაც ისინი პირველად ლონდონში, „Masters of the Air“-ის პრემიერის შემდგომ წვეულებაზე შენიშნეს. რამდენიმე თვის შემდეგ ურთიერთობა ოფიციალურად დაადასტურეს, ხოლო 2025 წლის ივნისში დუა ლიპამ British Vogue-თან ინტერვიუში ნიშნობის შესახებ პირველად ისაუბრა.
„ეს გადაწყვეტილება, ერთად დაბერდე, საერთო ცხოვრება შექმნა და საუკეთესო მეგობრები დარჩეთ, განსაკუთრებული გრძნობაა,“ – ამბობდა მომღერალი.
:max_bytes(150000):strip_icc():focal(424x0:426x2)/dua-lipa-callum-turner-2-070224-6e402f0a1d814f51ae5a84b020a8bfac.jpg)

მიუხედავად ოფიციალური ქორწინებისა, წყვილის მთავარი ზეიმი ჯერ კიდევ წინ არის. უცხოური გამოცემების ცნობით, უახლოეს დღეებში დუა ლიპა და კალუმ ტერნერი იტალიაში, სიცილიაზე გაემგზავრებიან, სადაც მრავალდღიან საქორწილო წვეულებას გამართავენ.
ცნობილია, რომ ზეიმი პალერმოს მახლობლად მდებარე ისტორიულ Villa Valguarnera-ში გაიმართება — XVII საუკუნის შთამბეჭდავ ვილაში, რომელიც სიცილიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საქორწილო ლოკაციად ითვლება. სტუმრები კი, სავარაუდოდ, ფეშენებელურ Villa Igiea-ში განთავსდებიან.

მედიის ინფორმაციით, ქორწილს არაერთი ცნობილი სტუმარი დაესწრება, მათ შორის ელტონ ჯონი, მარკ რონსონი, ჩარლი XCX, დონატელა ვერსაჩე და ფრანგი დიზაინერი სიმონ პორტ ჟაკმუსი.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დუა ლიპას მთავარი საქორწილო კაბა შესაძლოა Atelier Versace-ს მიერ იყოს შექმნილი, თუმცა ეს დეტალი ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.
დუა ლიპა და კალუმ ტერნერი დღეს შოუბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად წყვილად ითვლებიან, ხოლო მათი იტალიური ქორწილი უკვე მოიხსენიება, როგორც წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ელეგანტური ვარსკვლავური ღონისძიება.



2 weeks ago
28







English (US) ·
Georgian (GE) ·