#OK! ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა – მიზეზი სახიფათო პროდუქცია გახდა

7 hours ago 4

ევროკავშირმა ჩინურ ონლაინ პლატფორმა Temu-ს 200 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა. გადაწყვეტილების მიზეზი პლატფორმაზე გაყიდული არალეგალური და მომხმარებლებისთვის პოტენციურად სახიფათო პროდუქცია გახდა – მათ შორის ბავშვების სათამაშოები და დამტენები, რომლებიც უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა.

ევროკომისიის განცხადებით, Temu-მ ვერ შეძლო იმ რისკების სათანადოდ იდენტიფიცირება, შეფასება და კონტროლი, რომლებიც მომხმარებლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა.

გამოძიება Temu-ს წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო. საქმე ეხებოდა იმას, ასრულებდა თუ არა კომპანია ევროკავშირის კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებებს, როგორც „ძალიან დიდი ონლაინ პლატფორმა“.

Consumer NZ warns over Temu and Shein toys after investigation finds  failures | RNZ News

შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ Temu-ზე შეძენილი დამტენების დიდი ნაწილი ელექტროუსაფრთხოების ძირითად ტესტებს ვერ გადიოდა. ასევე, არაერთი საბავშვო სათამაშო შეიცავდა ნორმაზე მაღალ ქიმიურ ნივთიერებებს ან პატარა დეტალებს, რომლებიც ბავშვებისთვის დახრჩობის საფრთხეს ქმნიდა.

ჯარიმასთან ერთად Temu-ს დაევალა 28 აგვისტომდე სპეციალური სამოქმედო გეგმის წარდგენა, სადაც აღწერილი იქნება, როგორ აპირებს კომპანია არსებული პრობლემების გამოსწორებას. ამის შემდეგ ევროკომისიას ორი თვე ექნება იმის გადასაწყვეტად, შეესაბამება თუ არა პლატფორმა ევროკავშირის მოთხოვნებს.

ევროკავშირის ტექნოლოგიების კომისარმა ჰენა ვირკუნენმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება Temu-სთვის „ძალიან ძლიერი გზავნილია“.

თავად კომპანიაში კი ამბობენ, რომ ჯარიმას არ ეთანხმებიან და მას არაპროპორციულად მიიჩნევენ.

„ჩვენ პატივს ვცემთ მკაფიო და თანმიმდევრული რეგულაციების საჭიროებას, თუმცა ეს გადაწყვეტილება 2024 წლის მონაცემებს ეფუძნება და არ ასახავს ჩვენი სისტემების დღევანდელ მდგომარეობას,“ – აცხადებენ Temu-ში.

კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას სწავლობს და ყველა შესაძლო სამართლებრივ ნაბიჯს განიხილავს.

ინდონეზიამ Apple-სა და Google-ს აპლიკაცია Temu-ს დაბლოკვის თხოვნით მიმართა

ევროკავშირის გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდა ბრიტანული მომხმარებელთა უფლებების ორგანიზაცია Which?, რომელმაც ბრიტანეთის მთავრობასაც მსგავსი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ მეორე შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირმა Digital Services Act-ის ფარგლებში მსგავსი მასშტაბის ჯარიმა დააკისრა ტექნოლოგიურ კომპანიას. პირველი ასეთი სანქცია გასული წლის დეკემბერში X-ს (ყოფილი Twitter) დაეკისრა.

სრულად წაკითხვა