#OK! ერთი ქალის გზა საქართველოდან ამერიკამდე – „შვილთან განშორება ყველაზე დიდი ტკივილია“

4 hours ago 5

ემიგრაცია ბევრისთვის ცხოვრების ახალი ეტაპია — რთული, მაგრამ ხშირად გარდამტეხი გზა, რომელიც ადამიანს სრულიად განსხვავებული რეალობის წინაშე აყენებს. ქართველებისთვის ეს ისტორია განსაკუთრებით ნაცნობია: ბევრი მათგანი წლებია უცხო ქვეყანაში აგრძელებს ცხოვრებას.

ცისნამი საყვარლიშვილი ერთ-ერთია იმ მრავალ ქართველს შორის, ვინც უკვე წლებია სამშობლოსგან შორს იმყოფება. მისი ემიგრაციული გზა იტალიაში დაიწყო, ხოლო შემდეგ აშშ-ში გაგრძელდა.

ეს გზა ერთდროულად რთულიც იყო და გარდამტეხიც — და სწორედ ამ გზაზე დაგროვებული გამოცდილება გახდა მისი დღევანდელი ცხოვრების საფუძველი.

გადარჩენის აუცილებლობამ წამიყვანა საქართველოდან

მთავარი მიზეზი რის გამოც საქართველოდან წასვლა გადავწყვიტე იყო გაჭირვება. ახალ ომგამოვლილ ქვეყანას მარტოხელა დედისთვის არაფრის მიცემა არ შეეძლო. უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა და ვერანაირი სამსახური ვერ ვნახე. მე კი უნდა მეშრომა, რომ ჩემი თავი, ჩემი პატარა შვილი, დედ-მამა და ძმა გადამერჩინა. ასე გავხდი იტალიაში მოსამსახურე.

ნატალია ვაშაკიძე, ძლიერი ემიგრანტი ქალი, რომლის თითოეული მიზანი საქართველოს უკავშირდება

პირველი დღე უცხოეთშიყველაზე მძიმე გამოცდილება

არაფერი შთამბეჭდავი იქ ჩემთვის არ იყო. 21 წლის ბავშვი სრულიად მარტო ვიყავი უცხო ქვეყანაში. ჩემს შვილთან, ჩემს ოჯახში და ჩემს ქვეყანაში მინდოდა.

ყველაზე რთული ის იყო, რომ ერთი წლის შვილი დედასთან დავტოვე – მკერდიდან ისევ რძე მომდიოდა. მტკიოდა მთელი სხეული და ყოველ დღე ხმამაღლა ვბღაოდი. მიჭირდა შვილისგან შორს ყოფნა.

მინდოდა ვინმეს გულში ჩავეკარი და მომფერებოდა. მინდოდა ვინმეს გადავერჩინე ამ ტანჯვისგან. ისევ მხოლოდ საკუთარმა თავმა გადამარჩინა – მუხლჩაუხრელმა შრომამ და სწავლამ.

არაფერს ველოდებოდი, ვიცოდი რომ მომვლელად ან მოსამსახურედ უნდა მემუშავა. ვიცოდი რომ იქ მინისტრად არავინ დამნიშნავდა. მუხლჩაუხრელი უნდა მეშრომა, რომ ოჯახი გადამერჩინა და საკუთარი კერძო ქონება შემეძინა. რაც ერთი ბეწო გოგომ მოვახერხე და გავაკეთე.

შვილთან განშორება ყველაზე დიდი ტკივილია

შვილთან განშორება დღემდე მტანჯავს. თან მე დედისგან მიტოვებული ვარ, სხვა ადამიანებმა გამზარდეს და ცოტა არ იყოს, მეც იგივე გავიმეორე – შვილი დავტოვე. თუმცა მადლობა უფალს რომ ყველაფერი გავაკეთე ჩემთან ყოფილიყო და ჩემს გულს დაბრუნებოდა.

ყველაზე დიდი ტანჯვა დედისთვის შვილისგან შორს ყოფნაა, სხვა ყველაფერი მეორე ხარისხოვანია. 7 წელი არ მყავდა საკუთარი შვილი ნანახი. აეროპორტიდან გამოსული სხვის შვილს ჩავეხუტე და ვეკითხებოდი, „ირაკლი ხარ მეთქი?“ – „არაო!“

ბოლოს ისევ ჩემმა შვილმა მიცნო და მითხრა – ვაუ, რა მაღალი ყოფილხარო.
მადლობა, უფალო, რომ შვილი დამიბრუნე. მადლობა, რომ დამეხმარე და ბოლომდე არ გამანადგურე.“

#OK! ,,მოვსინჯე მუშაობა დელივერი მიმართულებითაც, მათ შორის ამაზონზეც” – ნოდიკო ტატიშვილი ამერიკაში ემიგრაციაზე საუბრობს

უკან დაბრუნება დღემდე ჩემი ფიქრია

ჩემს სიტუაციაში, იტალიიდან ამერიკაში წამოვედი და აქ ჩემდაუნებლიედ ოჯახი შევქმენი. ჩემი შვილი კალათბურთს თამაშობს და მისი კარიერისთვის აქ ყოფნა მნიშვნელოვანია. მე რომ ირაკლი არ მყავდეს დასაბინავებელი, საქართველოში უკვე დიდი ხნის დაბრუნებული ვიქნებოდი.

უკვე იმდენი შევქმენი, რომ შემიძლია მშვიდად და ლამაზად ვიცხოვრო ჩემს ქვეყანაში.

ახლა ჩემს შვილს აქ ვჭირდები და მის გვერდით უნდა ვიყო. ჩემი ბოლო რომ საქართველოა ზუსტად ვიცი. იქ მეძახის ჩემი კავკასიონი.

ამ ეტაპზე სახლი ის არის, სადაც ვცხოვრობ. შემდეგში საქართველოში იქნება, სადაც ლამაზ სახლს ავიშენებ და სიკვდილამდე იქ ვიცხოვრებ.

ისევ ის ვარ, ვინც ვიყავი

რომ გითხრათ ემიგრაციამ დიდად შემცვალა-მეთქი, მოგატყუებთ. რაც ვიყავი ისევ ის ვარ. ისევ ისეთი გულახდილი, უბრალო და კეთილი ადამიანი ვარ. თავში არ ამვარდნია. არავის ვერჩი. ჩემთვის ვარ და ცხოვრების თითოეული დღით ვტკბები.

შრომა და სწავლა საქართველოშიც მიყვარდა და აქაც. ზარმაცი არასდროს ვყოფილვარ. 15 წლის ბავშვი მარწყვის ბაღებში დავდიოდი სამუშაოდ. მარწყვს ვკრეფდი, რომ სკოლის ბანკეტზე დასადები ფული შემეგროვებინა და ექსკურსიაზე წავსულიყავი კლასელებთან ერთად.

ისევ ისეთი გულიანი ღიმილი მაქვს. ცხოვრებამ ვერ გამტეხა.

ისევ ისეთი პატარა, წითელთმიანი გოგონა ვარ, ფერადი კაბებით, რომელსაც სიგიჟემდე უყვარს ცხოვრება.

არავის არ უნდა ენდო საკუთარი თავის გარდა. მიიღო რაც შეიძლება მეტი განათლება და არასდროს გაჩერდე. მუდმივი პროგრესი და განვითარება.

„ქართველობა უცხოეთში — ეს არის პასუხისმგებლობა“

იყო ქართველი ემიგრანტი უცხოეთში – მუდმივ განვითარებას და საქართველოს წარდგენას ნიშნავს. მე მესამე წიგნი დავწერე საქართველოზე ინგლისურად, “Georgia After The Collapse Of The Soviet Union” და უკვე,~ რიგით 14 პრეზენტაციას ვაკეთებ ამიგანსეთის ბიბლიოთეკაში, ჰემპტონზე. ჩემი მთავარი როლი ჩემი ქვეყნის გაცნობაა. მინდა ყველამ იცოდეს, რომ მე შტატი ჯორჯიიდან კი არა, საქართველოდან ვარ. რუსი გოგონა კი არა, ქართველი გოგონა ვარ!

სრულად წაკითხვა