ვაჟა-ფშაველა, იმავე ლუკა რაზიკაშვილი – ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, დრამატურგი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი იყო. 1861 წლის 14 ივლისს ფშავში დაბადებულმა მწერალმა ქართულ კულტურას დაუტოვა უმნიშვნელოვანესი მემკვიდრეობა, სადაც სამშობლოს სიყვარული, ეროვნული ღირსება, თავისუფლება და ადამიანის ზნეობრივი პასუხისმგებლობა უმთავრეს იდეებად გვხვდება.

წარმოგიდგენთ ვაჟა-ფშაველას 10 გამორჩეულ გამონათქვამს სამშობლოზე:
1. “ან უსამშობლომ, კაცმა ბოგანომ, რა იცის, რაა სამშობლოს ტრფობა?!”
2. “მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო, – არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისათვის”
3. ,,არ დაეკარგვის ამაგი, ვინაც სამშობლოს უვლისა”
4. ,,ყველა ერი თავის ცეცხლს უკეთებს და თავის კერძს ჩასცქერის და სხვისთვის ხეირი იმდენად უნდა, რამდენადაც თავად გამოადგება იგი. მხოლოდ ერთ ნაწილს ქართველებისას არ სწამს, რომ ეს ასეა. რუსეთისაგან ისინი მოელიან წყალობას. აბა საიდან სადა? ნუთუ რუსეთი არ არის საშიში მეზობელი ჩვენთვის? ნუ ჰგონიათ, რომ ბატონობის მისწრაფება და სურვილი დამონებულ მცირე ერებისა შეუმცირდება რუსეთს? არა და ცხრაჯერ არა!”
5. ,,არ ვაქელინოთ სამშობლო მეტოქეს ათასგვარასა”
6. ,,მაშ რად გამზარდა დედამა, რად გამიმტკიცა მკლავია, თუ კი სამშობლოს სარგოდა იგი არ მომიხარია”
7. ,,სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენც ნურვინ შეგვეცილება, თორემ ისეთ დღეს დავაყრით, მკვდარსაც კი გაეცინება”
8. ,,სამშობლოსათვის მამაცი არის მადლი და დიდება, მალე დაღუპავს ქვეყანას ლაჩართა გადაკიდება”
9. ,,ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს”
10. „არ დაეკარგვის ამაგი, ვინც სამშობლოსა უვლისა“

ასევე დაგაინტერესებთ

5 hours ago
8







English (US) ·
Georgian (GE) ·