დიდი მრგვალი სათვალეები, მოდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საკულტო აქსესუარად ითვლებოდა. ის განსაკუთრებით პოპულარული გახდა 60-70-იან წლებში, როდესაც სტილის სიმბოლოდ იქცა ისეთი გავლენიანი ფიგურების წყალობით, როგორიცაა ამერიკის პირველი ლედი ჟაკლინ კენედი.

ამბობდნენ რომ ჟაკლინი სათვალეს პაპარაცებისგან დასამალად და პირადი სივრცის დასაცავად იყენებდა, რის გამოც ამ სტილს ხშირად “ჟაკლინის სათვალეებსაც” უწოდებდნენ.
60-იანი წლების ბოლოს და 70-იანების დასაწყისში დიდი ზომის სათვალეები ცნობილი ადამიანებისთვის ერთგვარ ფარად იქცა – ის მათ გლამურულ სტილს სძენდა და ამავდროულად პირად სივრცეს იცავდა.

ამ სათვალეების განსაკუთრებულობა მის მასშტაბურ ფორმაში იყო, რომელიც პირდაპირ თვალებს აქცევდა ყურადღების ცენტრში.
დღეს დიდი ზომის სათვალეები თანამედროვე მოდის ერთ-ერთ მთავარ ტრენდად იქცა —— ის აღარ არის დამალვის საშუალება, არამედ გამორჩეული სტილია, რომელიც განსხვავებულ ესთეტიკას ქმნის.

გასული წლების მოდა ხშირად ბრუნდება თანამედროვეობაში, სადაც სტილი თითქოს უცვლელი რჩება. მაგრამ მოდის არსიც სწორედ ამაშია — ის მუდმივად მეორდება და არასდროს ქრება ისტორიიდან.


1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·